თავი 6

271 16 5
                                    

კაბინეტში ვიჯექი.ტელეფონზე ზარები და ესემესები ერთად, შემოვიდა.ტელეფონს დავხედე და ირაკლის სახელი,რომ ამოვიკითხე მხიარულად ვუპასუხე.
-ხო იკა?
-ქეთ,მოდი რა სკოლაში.-ხმადაბლა ბუტბუტებდა ირაკლი.გულში სხვანაირად დამკრა რაღაცამ.სწრაფად ავიღე ჩანთა.-იმ ორმა გადარეულმა იჩხუბა..-უცებ ვიკივლე.
-რას ჰქვია იჩხუბეს?-საიდანღაც გამოჩენილ გიორგის შევასკდი.შემომხედა თუ არა დამიჭირა რა გჭირსო.-ირაკლი ერთმანეთში იჩხუბეს?-უკვე ცხვირი მეწვოდა.
-არა,გოგო რა ერთმანეთში!არ იცი ამათი ამბავი?ორად ორი მეგობარი,ორი ჯუჯა ვართ ამათზეა.-მისთვის უჩვეულოდ იხუმრა. სწრაფად მოვშორდი გიორგის და მანქანაში ჩავხტი.
-მოვდივარ და ეგენი არ დამანახო იცოდე!მე დავუმატებ ორივეს!-ტელეფონი სავარძელზე მივაგდე და საჯარო სკოლისკენ დავიძარი. -მოსიარულე შარია ორივე!-ვბურდღუნებდი ჩემთვის მთელი გზა.
ადგილზე მისულმა ისე გავაჩერე მანქანა ალბათ მინიმუმ ჯარიმას დამიწერდნენ.
სკოლაში შესვლამდე,ღრმად ჩავისუნთქე და ნელი ნაბიჯებით გავუყევი დირექტორის კაბინეტამდე გზას.რა მოთმინების ფასად მიჯდებოდა ეს გაზომილი ნაბიჯები მხოლოდ ღმერთმა იცის!
ფრთხილად დავაკაკუნე ყავისფერ ზის კარზე.
-მოდით!-მესმის ალბათ შუა ხნის ასაკის კაცის ხმა.ეგრევე შევდივარ ოთახში. დაჩი და ერეკლე დივანში იჯდნენ.დაჩისთვის მის სწორ ცხვირში მოუხვედრებიათ და იჯდა გაღიმებული გატეხილი ცხვირით.ერეკლეს ღაწვებთან ჰქონდა ჩალურჯება და თვალი ჩალურჯებული.
ორ ბედოვლათს თეთრ პერანგსა და ცისფერ ჯინსებში გამოწყობილი ირაკლი ედგა ხელებ გადაჯვარედინებული.
-გამარჯობათ,ბატონო..
-გელა.-სანდომიანად გამიღიმა კაცმა.თავი დავუკარი.
-გისმენთ,ბატონო გელა.-ახლაღა შევათვარიელე ოდნავ ღიპიანი რბილ სავარძელში მჯდომი კაცი.
-ესაა ბიჭო მშობელი?-თვალები დაუქაჩა სამივეს.
-დამიჯერეთ ეს უფროა მშობელი.-თავით ანიშნა ჩემზე ერეკლემ ღიმილით.
-რანაირად გიყურებს.მოკეტე,თორე დაგტოვა გაღიმებული მართლა.-მხარი გაჰკრა დაჩიმ. საყვარელი 2pac-ის თეთრი მოკლე მკლავიანი მაისური სისით შეღებვოდა. ისეთი სასოწარკვეთილი მზერით უყურებდა მაისურს ალბათ ასე ცხვირს არ დარდობდა.
-მოყევით ეხლა თქვენი გმირობის ამბავი!-უკვე ავუწიე ტონს.
-აუ ირაკლი..გავიდეთ ერთი აქედან,მოგდო ყბაში გემრიელად.ამას ისევ ილია ჯობდა..-თვალებს ქაჩავდა ერეკლე.
-მოკლედ,დაიკო ჯერ დაჯექი.-სკამზე მანიშნა.სწრაფად ჩამოვჯექი და თავით ვანიშნე დაიწყე-თქო.-ესე იგი,ჩვენს კლასელ ლიზას,აწვალებდა ერთი პარალელური კლასელი რა..ამ გოგოს ძმა არ ყავს.ხოდა ესეც უფრო ტვინს უტყ...უჭამდა.-უცებ შეასწორა უხამსი სიტყვა.-ხოდა დღეს უადგილო ადგილებზე,რომ დაუწყო ხელის წამოკიდება,ისე გამეტარებინა?!ის გოგოც ვერაფერს ამბობდა შეშინებული.რა ხდება-მეთქი და შენ ვინ ხარო ხელი მკრა.ეკემ დაინახა და მოვარდა ეგრევე.მაგის ძამკცებიც იყვნენ და აგე.-ხელით ცხვირზე მანიშნა.-არც ვნანობ და მეორედაც იგივეს ვიზავდი გელა.-დააგვირგვინა ბოლოს.
-ბატონო!-შევუსწორე ეგრევე.ალმაცერად გამომხედა.
-გეთქვა მერე ეგრე?რას გამალანძღინე თავი შე გადარეულო.-დაუცაცხანა გელამ.-თავისუფლები ხართ.კაი ბიჭიხარ შენ,მაგრამ მუშტების ქნევის გარდა,უფრო სხვა გზით მოაგვარო ხოლმე ჯობია.-თავი დაუკრა და ერთად გავლაგდით გარეთ.
-ირაკლი გვერდით არ დამიდგე თორე მიგაკრავ კედელზე!-თვალებს უბრიალებდა ერეკლე.ისიც თავ ჩაქინდრული,ჩუმად მოდიოდა ჩემს გვერდით.რაღაც ვერ იყო მასთან კარგად..
-ქეთ..მე და ერეკლე უნდა გავიდეთ და არ გამოგყვებით შენ.კაი?-უფრო გამაფრთხილა ვიდრე ნებართვა მკითხა დაჩიმ.ვიგრძენი როგორ აიწურა ირაკლი ჩემს გვერდით.თავი დავუქნიე.ისინიც სწრაფად მოგვშორდნენ.
მანქანაში ჩავჯექით თუ არა ირაკლის მიუბრუნდი.
-რა ხდება აბა?-ცოტა გაკვირვებულმა შემომხედა.-რა გაგიკვირდა ერთი?დღეს არ მომწონხარ შენ..-რაღაცნაირად ჩაეღიმა.
-არაფერი ქეთუს..მე თავისუფლებაზე დამტოვე კარგი?-სწრაფად გადაიტანა თემა.
-მისმინე ვაჟბატონო!ეხლა წავალთ მაკდონალდს-ში კაი?!და მომიყვები ყველაფერს.უარი არ მიიღება!-ორივეს გაგვეღიმა და სწრაფად დავძარი მანქანა.
წერეთლის ფილიალში ძლივს ვიპოვეთ ადგილი.მე მაკფლარს ველოდებოდი ირაკლი ბიგმაკს.
-აბაა..!ვისმინები!-მაგიდაზე დავარტყი ხელები.
-რა გაინტერესებს შენ ის მითხარი.
-აი ბიჭებთან რატო ხარ ეგრე.-ეგრევე მოეღუშა სახე.
-არ ვიცი..მაგათნაირი,რომ არ ვარ და მუშტებს არ ვიქნევ ჩმორად აღმიქვავენ ალბათ.ხო,ნახე..დაჩიმაც მე და ირაკლის გვაქვს საქმეო.ზედაც არ მიყურებენ.აღარც ეს ხატვა მშველის..მაგრად მომბეზრდნენ და მგონი წავალ საფრანგეთში მამიდაჩემთან.-თავი ჩაქინდრა.-როდემდე უნდა მიყურონ არასერიოზულად აბა?შენც ხო იცი, დავლაპარაკებივარ კიდეც და მიცემია კიდეც.დღესაც მე გამოვიყვანე იქიდან..არა, არ დავამადლი ასი წელი.ეგ როგორ გავბედო. უბრალოდ არ მხიბლავს ეს მუშტი-კრივი თორემ ორივეს ერთადაც მოვერევი.-გაეღიმა დატრაბახებასავით,რომ გამოვიდა.-მომბეზრდა,რომ ყველას თვალში ლაჩარი უნდა ვიყო.ესენიც მომბეზრდნენ,ჩემებიც და საქართველო მომბეზრდა ზოგადად.-ოფიციანტს მადლობა გადაუხადა და სკამს მოეყრდნო.
-იკა,მისმინე,შეიძლება ყოველთვის ყველაფარი არ იყოს ისე როგორც გინდა,ხომ იცი?!სამუდამოაც არაფერია და ეგ ვითომ და გულწრფელი ღიმილიც,ვერ გიფარავს ტკივილს ჩემო ირაკლი..იცი რატომ?-თავის გაქნევით მკითხრა რატომო.-იმიტომ რომ,ღიმილი ყოველთვის არ ნიშნავს,რომ ადამიანი ბედნიერია..იყავი ის ვინც ხარ, სამყარო და გარშემო მყოფები შეეგუებიან. ვინც ვერ..ის არც გჭირდება,ხო?-თავი დამიქნია.-შენ ყოველთვის დგახარ არჩევანის წინაშე:ან აკეთებ იმას,რაც შენ გინდა და ბედნიერი ხარ.ან აკეთებ ისე, როგორც სხვებს უნდა და შედეგად ისინიც გძულს და საკუთარი თავიც..-თვალი ჩავუკარი და კოვზზე დარჩენილი ნაყინი შევჭამე.
-დაბრძენდი გოგო შენ.-სიცილით მითხრა და ფრი ჩემს ნაყინში ჩადო.უშნოდ დავიჭყანე.-ნუ იჯღანები.ცხოვრება მშვენიერია!ჩემი არა, რა თქმა უნდა,მაგრამ მაინც.-თვალი ჩამიკრა.-ეხლა ის არ მითხრა რასაც ვფიქრობ.-გაიცინა.-ხანდახან,"ყველაფერი კარგად იქნება."ფრაზის მერე,ცუდად ვხდები.ხოდა,არა მგონია შენ ეგ გინდოდეს.-ბურგერი ჩაკბიჩა.-დილით ვიღვიძებ, მივდივარ სამზარეულოში ყავის დასალევად და ვაცნობიერებ,რომ არ მჭირდება,არც ეს ჩაი,არც ეს სამზარეულო,არც ეს ადამიანები და არც ეს ქალაქი.-ჩემს უკან უშეშდება თვალი.-აი,მოვიდა ორი მუშკეტერი.-თვალებით მანიშნა დაჩიზე და ერეკლეზე, მხოლოდ ახლა,რომ შევხედე.
-რა სჭირს ამას?-ირაკლიზე მანიშნა დაჩიმ. ახლა,ამ წამს,რომ ვუყურებდი ორივე მძულდა.
-არაფერი არ მჭირს.წავედი მე ქეთ.-წამოდგა და ლოყაზე მაკოცა.
-საფრანგეთზე რამეს თუ გადაწყვეტ მითხარ კაი?-ვაკოცე და თმა ავუჩეჩე.
-ჩემი სიფრიფანა ქალიი.-თავზე მაკოცა და გასწორდა.-არ მოვალ დღეს სახლში.-ერეკლეს უთხრა და უნდა გასულიყო ტყუპისცალმა,რომ ჩაავლო.
-რა დაგემართა?!შემოლაწუნება ხო არ გინდა კარგად?რა საფრანგეთი?!-მასზე ოდნავ მაღალს შეხედა ერეკლემ.
-ვინებსაც შემოულაწუნეს და მოხვდათ ღრანჭებში,კი ვხედავთ.-მხარზე დაარტყა ხელი ძმას.-თან არა მგონია დამატება გინდოდეს მაგაზე.-სახეზე მიუთითა და ზუსტად იმ წამს მოხვდა ერეკლეს მოქნეული ხელი.მსუბუქად ვიკივლე.
-რა გააკეთე ერეკლე!ღმერთო ჩემო!საზიზღრებო როგორ მეზიზღებით!-ხემი ჩავავლე გაქვავებულს ირაკლის.
-ხო გითხარი.მეც,რომ არ ვულაწუნებ მაგიტომ მიყურებს ეგრე არასერიოზულად-მეთქი.-ირონიულად მელაპარაკებოდა.-გამოდი გარეთ თუ ეგრე ძალიან გინდა ერთი-ორის შემორტყმა.-თვალი ჩაუკრა და მანამ გავიდა სანამ უკან ავედევნებოდი. უკან მიჰყვა ერეკლე და დაჩიც.ეგრევე ავედევნე.
უკვე ერთმანეთის წინ იდგნენ ძმებო სიხარულიძები.
-გაჩვენებ მე შენ როგორ უნდა ჩემთვის შემორტყმა.-რაღაც ველურმა დაჰკრა სახეზე. საყელოში ჩაეჭიდა ძმას და თავი მიარტყა. პირზე ავიფარე ხელი.შებარბაცდა კიდეც ერეკლე.ისევ ირაკლიმ დაიჭირა და გაასწორა.-აბა კარგად ძამიკო.-ხუთივე თითი აუქნია დამშვიდობების ნიშნად და ჩემს მანქანაში ჩაჯდა.
-რას ჰგავს თქვენი საქციელი?!-დოინჯ შემორტყმული დავუდექი ორივეს წინ.
-რაზე იძახი მაინც?-ახლა ამოიღო დაჩიმ ხმა.
-,,მე და ერეკლე საქმეზე მივდივართ."-ბოხი ხმიტ გავაჯავრე.-,,ერეკლემ დამინახა და დამეხმარა."-გავაგრძელე ისევ.-აღარ არსებობს თქვენთვის ირაკლი თუ რა დღეში ხართ?!-თვალებს ვქაჩავდი.
-მოდი რაა..-უდარდელად ჩაიბურტყუნა ერეკლემ და ფანჯარაზე მიუკაკუნა ირაკლის.
უცებ გადმოვიდა მანქანიდან ირაკლი.-ის თუ იცი შენი ,,გირლფრენდი" შენსგან მალულად სხვებსაც,რომ ხვდება და არა მარტო.
,,პადიეზდებშიც" არხეინად ზასაობს.-აათვარიელა ირაკლი.
-აგე,კიდევ ერთი მიზეზი რატომაც მომბეზრდა აქაურობა.-ჩამქრალი ხმით ჩაიბურტყუნა ირაკლიმ და სანამ რამეს ეტყოდნენ მანქანაში ჩაჯდა.
-არც მე მოვალ დღეს სახლში დაჩი!თქვენთვის გირჩევთ თვალი არ მოგკრათ სადმე!-თითი დავუქნიე და მანქანაში ჩავჯექი.
-რეკავს გოგო შენი ,,კავალერი".მოენატე.-შუბლში მივირტყი ხელი.
-ვაიმე გიორგი!-სწრაფად ვუპასუხე ზარს.-არ იყვირო,გთხოვ!-ლამის ყელი გამომეწელა.
-არ ვყვირი,ნუ გეშინია.-გაიღიმა.ვიგრძენი.-სად გაიქეცი ფერ წასული?
-ბოდიში..ჩემ ძმას შეექმნა პრობლემები სკოლაში..-წარბები შევჭმუხნე შეწუხებულმა.
-მოხვალ დღეს სამსახურში?
-მოვალ აბა არ მოვალ?!თან მხატვარსაც მოგიყვან თუ გინდა.-გავუცინე.
-მოიყვანე,მოიყვანე.-ჩაიბურდღუნა და გამითიშა.
-აბა,დევეშვით!ვნახოთ ერთი რა ბიჭია ეგ შენი გიორგი.-წარბები აათამაშა ირაკლიმ.გამეცინა.თან გული დამწყდა.
სტკიოდა,თან ძალიან.

სიმპატიური უფროსიWhere stories live. Discover now