თავი 15

19 4 0
                                    

  უტას pov:
    ნინი ახლახანს ჩამოვიდა იტალიიდან, ის გაცვლით პროგრამებში ძალიან ხშირად მონაწილეობს, ახლა კი ჩვენი საერთო მეგობრის ქორწილისთვის ჩამოვიდა.
-როგორ ხარ პატარავ?-გამიხარდა მონატრებული დის ნახვა.
-კარგად შენ?
-კარგად ვიყავი სანამ შენ დაგინახავდი, ახლა ძალიან კარგად ვარ!
-შენთვის უკეთესია ასე იყოს!-მითხრა და იმ კაბების გასწორება დაიწყო, რომლებიც ქეთასგან გამოიტანა.
-მოიცა ორი კაბა რად გინდა?-ვკითცე და ჩავიცინე.
-რადგან შეიძლება გამოცვლა დამჭირდეს, თავს ვიზღვევ.-თვალი ჩამიკრა დამ.
-ლამაზი კაბებია!-გავიღიმე.-მოგიხდება.
-შენ უნდა ნახო ქეთას როგორ უხდება!-მითხრა და გაიკრიჭა.
-ეს შავი ვიცი, აი ეს კი არა!-ვთქვი და მწვანე კაბა შევათვალიერე. მოკლე იყო და გამიკვირდა ეს ქეთამ რომ ჩაიცვა.
-ეს ქეთას ეცვა?-ვკითხე ძალიან გაკვირვებულმა.
-ხო, და ისე უხდება თვალს ვერ მოსწყვეტ! რატომ არ ჰყავს შეყვარებული არ მესმის!-ჩამეცინა მის ამ ნათქვამზე.
-ეყოლება დაიკო ეყოლება! ვა, ვა, წარმოვიდგინე ქეთაზე ეს კაბა...
-მასეთი კარგი წარმოსახვის უნარი არ გაქვს რომ ქეთა ამ კაბაში ისე წარმოიდგინო როგორიც სინამდვილეშია.
-ხო, ვიცი სინამდვილეში უფრო მოუხდება. მე რომ ვუთხრა და ვთხოვო არ ჩაიცმევს, არადა როგორ მაინტერესებს!- ვუთხარი მას ეს წყენით.
-ქეთას ძმას იცნობ? ან მაგის ცოლს?
-ვიცნობ ორივეს. მერე?-ვერ მივხვდი რას გულისხმობდა.
-მგონი ტასო ქვია და 30 დეკემბერს დაბადებუს დღე აქვს, იცი?
-მერე, მერე?
-მერე ის რომ თუ დაგპატიჟებენ ნახავ ქეთას მაგ კაბაში. ტასომ ისე გააფრთხილა ქეთა მაგ კაბას ჩაიცმევ ჩემს დაბადებჯს დღეზეო რომ უეჭველი ჩაიცმევს.
-ნინი მიყვარხარ!
-მე არა!-მითხრა და თვალი ამარიდა.
-მოიხედე აქეთ!-ვუთხარი თხოვნით რომელიც უფრო ბრძანებას ჰგავდა ვიდემრე თხოვნას.
-არა!
-ნინი, მოიხედე!
-....-მე თავი ხელის დახმარებით მოვატრიალებინე.
-ტირი?
-....
-რა გატირებს პატარავ?
-შენ არ გაინტერესებ!-თქვა სლუკუნით და ხელი გამაშვებინა.
-როგორ არა, მაინტერესებ!
-არა! შენ ისიც კი არ იცი რა ვიქნები პროფესიით!
-ვიცი. სამხატვროზე სწავლობ?!-დავიძაბე.
-არაა!-თქვა და ტირილს უფრო და უფრო უმატა.
-აბა?-მან ცრემლები მოიწმინდა და თქვა-სამსახიობოზე!-უეცრად ისეთი საყვარელი ხარხარი აუტყდა მეც ჩავიცინე.-ხომ დაგაჯერე! აღიარე რომ დაგაჯერე!-მეუბნებოდა გახარებული.
-ხო, ხო დამაჯერე.-ვუთხარი და გავიცინე.
-დამაგვიანდება სალონში, წამიყვანეე!-მითხრა საყვარლად და ხელზე მომეწება. ის ხომ ჩემზე ბევრად პატარა იყო.
-წავიდეთ!-დავიძარით სალონისკენ და  დანარჩენი არაფერი მომხდარა ისეთი რაც საინტერესო იქნება. სალონის მერე ეგრევე ქორწილში წავედით, იქ ჩვეულებრივი სიტუაცია იყო. ამიტომ მოსაყოლი მეტი არაფერი არაა.

ხანდახან ცუდიც კარგია Where stories live. Discover now