1

186 11 3
                                    

ჯანდაბა! ჯანდაბა! ჯანდაბა!
ისევ მომატყუა ამ ნაბიჭ.....
კბილებს ერთმანეთზე ძლიერად ვაჭერ რომ ისეთი რამე არ წამომცდეს რაც შემდეგ სანანებელი მექნება.

თვალები ნელა გავახილე, თავი საშინლად მტკივა.

ეხლა რაღა მოხდა? ისევ გაგთიშა და ისევ დაგაბა შე იდიოტო!
ჭკუა როდის უნდა ისწავლო.
რომ კვდებოდე მისი ხელიდან უკვდავების წყალიც არ უნდა დალიო! შენ კი შუაღამისას ყავაზე დაეწვიე!

იდიოტო ალფა!
პატარა ომეგამ როგორ გაგაბრიყვა?

ისევ ვლანძღავ საკუთარ თავს და ისევ ვფართხალებ. იქნებ ხელები მაინც გავიხსნა, შემდეგ კი ფეხებსაც გავინთავისუფლებ.

ოდესმე ამისთვის პასუხს აგებ კიმ თეჰიონ!!!

შენი თავგასულობისთვის ოდესმე სასტიკად დაისჯები.
ცოტა ხანი!
ცოტა ხანიც მოიცადე, გახდები სრულწლოვანი, დაგეწყება დენა და მაშინ მაინც იპოვი იმ საცოდავს, ჭეშმარიტია თუ ვიღაც,
გამოჩნდება შენი ჭეშმარიტი და ამ სახლიდან წაგათრევს.
ისე კი ძალიან მეცოდება ის საწყალი, ვაი იმას ვინც შენს ხელში ჩავარდება, პატარა განებივრებული მამიკოს ომეგა, თავში აქვს ავარდნილი ცხოვრებ ქონება.
ყველას მაღლიდან დაჰყურებს, თავს არავის უყადრის, რაო ვითომ ჩემი დონისები არ ხართო?
განებივრებული ლილიპუტი!
მდიდარი მამიკო არ ჰყავდეს ვინ იქნებოდა? თავი დიდ ვინმედ მოაქვს, აქაოდა კიმების მეგა კომპანიის ერთადერთი მემკვიდრე ვარო.
მერე იმან იდარდოს შენს საშინელ ხასიათზე და გამოხტომებზე, რომ იცოდეს იმ საცოდავმა ვინ არგუნა ბედმა თუ განგებამ ჭეშმარიტ ომეგად, ეხლავე დალევდა დიდი რაოდენობით ძილის წამალს ან ტყვიას დაიხლიდა თავში.
ყველა ვერ გაუძლებს მის ხასიათს, უხეში და უზრდელი. გამარჯობის თქმასაც არ კადრულობს, გვერდით ისე ჩაივლის ზედ არავის შეხედავს.

მეგონა ნორმალურ ოჯახში, ნორმალურ ომეგას დავიცავდი, ნაზს, მორიდებულს, სათუთს, ისეთს, ვისაც მართლა სჭირდება გვერდით ძლიერი და უშიშარი დამცველი, მაგრამ ეს ვინ ყოფილა, აქეთ გამხადა დასაცავი? წინააღმდეგობის გაწევასაც არ გაცდის, ისე მოგწამლავს ვერც მიხვდები, ნამდვილი ჩხრიალა გველია,
სატანაა ანგელოზის სხეულში!
ისე....
მართლა ანგელოზია, თეთრი კანი, ქერა თმა, ულამაზესი თვალები და ტუჩები, ალუბლებივით წითელი ტუჩები.....
მკვრივი უკანალი.....
ბარძაყები.... ბარძაყები ხომ გასაგიჟებელი აქვს, თან იმ მომდგარ დახეულ ჯინსებს რომ იცვამს....
ნებისმიერი ალფა გაგიჟდება მისი შემხედვარე....

წყეული ომეგა
რეებს ვბოდავ, სულ გაგიჟდი ჯეონ?!

ორ თვეში სრულწლოვანი გახდება, ორ თვეში მამამისთან დადებული კონტრაქტი იწურება აღარ მომიწევს პატარა ეგოისტის დაცვა და მეღირსება ნორმალური ცხოვრება!

ისევ გავიფართხალე, მაგრამ უშედეგოდ.

წყეულმა ომეგამ ისეთი კვანძების კეთება როგორ ან სად შეისწავლა რომ ჩემნაირი ძლიერი ალფაც კი უძლურია მათ წინაშე?

ამჯერად ბოლომდე არ გამომეტა და საწოლზე მიმაბა.

წინა ჯერზე გონს რომ მოვედი სააბაზანოს იატაკზე ვეგდე ზურგს უკან ხელ-ფეხ გაკოჭილი. დილამდე ვიფართხალე, სანამ მისი უმაღლესობა ღამის კლუბში ტრაკის ქნევით არ დაიღალა და გამთენიისას სახლში მობრძანება ინება.
ხელები გამიხსნა და ბოდიში მომიხადა, ძალიან გაბრაზებული ვიყავი მაგრამ ვაპატიე![მე ხომ დიდსულოვანი ალფა ვარ!] სევდიანმა თვალებმა და სატირლად მომზადებულმა გადმობზუკულმა ტუჩმა მომატყუა!
პირობა დადო რომ ასე აღარ მოიქცეოდა, თუ მის მამას ამის შესახებ არაფერს ვეტყოდი.

როგორ ვენდე?...

ზუსტად ერთ კვირაში ისევ გაკოჭილი ვიღვიძებ ბნელ ოთახში და უკვე ფეხებზე მკიდია რომ ის ჩემი დამქირავებლის შვილია, დილამდე დავიცდი და რომ დაბრუნდება იმ ლამაზ ტრაკს წკეპლით ავუჭრელებ, ვეღარ უშველის თვალების პარპარი და ტუჩის გადმობრუნება.
ჯერ კარგად მივტყიპავ შემდეგ კი სამსახურიდან წასვლის განცხადებას დავწერ!
ჯანდაბაში!
არა!
იმის იქით წასულა ბატონი კიმი თავისი ნაგლი შვილით!
როგორ გამიბედა?
ჩემს გამო ლამის ბრძოლა გამართეს სამი ოჯახის ალფებმა რომ მე მათი ოჯახის წევრები დამეცვა!
მე კი რატომღაც ეს მოძალადე ომეგა ავირჩიე დასაცავად...

დავიცვა კი არა პირველივე შემხვედრ ნაგავსაყრელზე უნდა გადავაგდო გაკოჭილი!

შემეძლო კიდევ მელანძღა წყეული ომეგა მაგრამ ძილი მომერია, როგორც ჩანს ჩემს ყავაში ჩაყრილი ძილის წამალი ჯერ კიდევ არ გამოსულა ჩემი ორგანიზმიდან.
ცოტას წავუძინებ და დილით მოზღვავებული ენერგიით მივხედავ იმ საზიზღარი ომეგის ტაკუცას!

ჩემი პრინციWhere stories live. Discover now