10

71 8 1
                                    

დაგვიანებით მივედით, შესასვლელში დაცვა შეგვეგება.

სანამ კარს გაგვიღებდნენ თეჰიონმა თმა შეისწორა, შემდეგ ჩემი პიჯაკიდან არარსებული მტვერი ჩამომბერტყა, ხელკავი გაიყარა და თავი ამაყად ასწია

-მარტო არ დამტოვო ჯეონ!

-არასოდეს დაგტოვ!

-სულ ჩემს გვერდით იყავი!

-ყველგან და ყოველთვის ბატონო კიმ!

-მზად ვართ! მიმართა კარის კაცს მანაც თავი დაგვიკრა და კარები ფართოდ გამოგვიღო.

პირველი ნაბიჯის გადადგმისთანავე ვიგრძენი აუმრავი მწველი მზერის ჩვენსკენ მომართვა.

თეჰიონი ამაყად დააბიჯებდა, მარჯვენა ხელში შამპანიურის ბოკალი ეჭირა მარცხენა ხელს კი ჩემს მკლავს არ აშორებდა, ყველას ესალმებოდა და ღიმილით ესაუბრებოდა.

მის გვერდით უზომოდ ამაყი ვარ.

აქამდე უამრავ მსგავს ღონისძიებაზე ვყოფილვარ ჩემი სამუშაოდან გამომდინარე.

უამრავი წარმატებული ალფის და ომეგის დაცვა მომიწია, შესაბამისად წვეულებებზე მათთან ერთად მიწევდა გამოჩენა, ყოველთვის ზურგიდან ვიცავდი ჩემი კლიენტის უსაფრთხოებას.

დღეს ყველაფერი განსაკუთრებულია მე მის გვერდით ვდვავარ პირდაპირ მის გულს ვიცავ, სანამ მის გვერდით ვიქნები ხელის ხლებას ვერავინ გაბედავს.

ყველგან ულამაზესი დეკორაციებია მაგრამ ისინი ჩემს ყურადღებას ვერ მიიქცევენ, ჩემს გვერდით ციდან ჩამოვარდნილი ანგელოზი დაფარფატებს, სულელი უნდა ვიყო მის მაგივრად კედლების რომ დავუწყო ყურება!

რაც დარბაზში ფეხი შემოვდგი მას შემდეგ დაჟინებულ მზერას ყველგან ვგრძნობ, უკვე სული მეხუთება.

-შეხედე ჯონგუკ მე რომ არ ვიცავდე შენს უსაფრთხოებას, ალბათ ეს გადაპრანჭული ომეგები სადმე ბნელ კუთხეში გაგათრევენ და გაგაუპატიურებენ!

ჩემი პრინციWhere stories live. Discover now