2

93 8 0
                                    

მთელი ღამე ისევ ქალაქში ხეტიალში გაატარა.

უკვე წლებია ეძებს მაგრამ უშედეგოდ.

ქალაქში დაბრუნებისთანავე დაიწყო მისი ძებნა, კერძო დეტექტივიც კი დაიქირავა, ჯერ ერთი, შემდეგ კი მთელი ჯგუფი, მაგრამ მის კვალს ვერსად მიაგნო.

ამ დროის განმავლობაში ყველა ქუჩა და ჩიხი მოიარა, ყოველ სახლის კარზე დააკაკუნა.

იმ სახლშიც კი იყო მისული, იმედი არ ქონდა, იცოდა რომ იქ უკვე აღარავინ იქნებოდა მაგრამ თავს ვერ სძლია, მაინც მივიდა. გული საშინლად ეტკინა როცა მისი საყვარელი ადგილი სადაც ბავშობის ყველაზე ბედნიერი დღეები გაატარა ჩამონგრეული დახვდა.
მოჩვენებების თავშესაფრად ქცეულ ნაგებობის სახურავი საერთოდ არსად ჩანდა, კედლები კი ისე გამოიყურებოდა თითქოს სუსტი ნიავის ოდნავ დაბერვაზეც კი დაიწყებდა დაშლას.

ოდესმე ამ ადგილს აუცილებლად იყიდის და ულამაზეს სახლს ააშენებს დიდი აუზით, აქ მასთან ერთად გადმოვა საცხოვრებლად, ბევრი შვილი ეყოლებათ, დიდ ვარდების ბაღს გააშენებს საკუთარი ხელით და როცა დაბერდებიან, სარწეველა სკამებზე ჩამომსხდრები მხიარულად გაიხსენებენ წარსულს,
ერთად დიდხანს იცხოვრებენ და როცა ცხოვრებით დაიღლებიან იმქვეყნადაც ერთად წავლენ ხელჩაკიდებულები.....

დიდხანს იჯდა და მდუმარებით იყურებოდა უკვე ნანგრევებათ ქცეული შენობისკენ, მაისურში ხელი ჩაეყო და იქიდან ცეპი ამოზიდა,

ჩვევაში ქონდა როცა ნერვიულობდა ცეპს აწვალებდა რომლის ბოლოშიც ნიშნობის ბეჭედი ქანაობდა.

იხსენებდა ბედნიერ დღეებს, ყოველი წუთი ახსოვს, მასთან გატარებული ყოველი წამი მის მეხსიერებაში სამუდამოდ აღიბეჭდა.

ნეტავ შეეძლოს დროის მანქანით წარსულში უკან დაბრუნება და მასთან ისევ შეხვედრა.

მის გარდა არც ერთ ალფას აღარ უყურებს.
აღარ კი არა ვეღარ, ყველას მას ადარებს, უამრავი ალფა ცდილობდა მისი გულის მოგებას, ზოგი სასახლეს სთავაზობდა, ზოგი იახტას, ერთერთმა კუნძულიც კი შესთავაზა მასთან მხოლოდ ერთი ღამის გატარების სანაცვლოდ, მაგარამ არავის არაფერი გამოუვიდა, ან როგორ უნდა გამოსვლოდათ მისი გული იმ ერთადერთს ეკუთვნის და რომც ვეღარასდოს შეხვდეს მაინც მისი ერთგული დარჩება. თავის გვერდით არ უნდა არავინ მის გარდა, არც მისთვის განკუთვნილი ჭეშმარიტი მეწყვილე, რომელიც სიყვარულის ქალღმერთმა განგებ შექმნა მისთვის და ბედი ოდესმე მას ომეგასთან დააკავშირებს.

ჩემი პრინციWhere stories live. Discover now