13

68 7 0
                                    

მას მე ვახსოვარ!

არ დავვიწყებივარ!

ის მე მეძებს!

შარში ხარ ჯეონ ჯონგუკ!
მიდი, გააკეთე არჩევანი!!!

თეჰიონი თუ თეთე?

თეთე თუ თეჰიონი?

იუნგიმ ალფას ხელი ჩაკიდა და თითქმის გაათრია.

-სად მივდივართ იუნგი?

-მოჩვენებების სახლში!
იქ ძალიან კარგია, ბევრი სათამაშოა და ყოველთვის თბილა!
თე ბიძიას ყოველთვის უხარია ჩვენი მისვლა, რომ გავიზრდები მისნაირი კეთილი ომეგა ვიქნები.

ჯონგუკს ჯერ კიდევ ვერ დაეჯერებინა რაც მის გარშემო ხდებოდა.

მის ერთ ნაწილს უხაროდა თეთეს დაბრუნება, მეორე ნაწილი კი შფოთავას მოეცვა, მას ხომ თეჰიონის მიმართ გრძნობები ქონდა და, თეთესთან შეხვედრა მისი ღალატის ტოლფასი იყო. რას იგრძნობს როცა მას დაინახავს?

იქნებ მის გულს ისევ ახსოვს პატარა ომეგის მიმართ გაჩენილი პირველი გრძობა?

მან თითქმის არჩევანი გააკეთა მაგრამ ეჭვები მოსვენებას მაინც არ აძლევდა, საკუთარ თავში ეჭვი ეპარებოდა.

ალფა ხელჩაკიდებული მიჰყვებოდა იუნგის.

ეს გზა მილიონჯერ გაუვლია.

მისი ყოველი სანტიმეტრი ახსოვს.

თითოეული შესახვევი და ჩიხი.

უამრავჯერ გაუვლია ჯერ მარტოს,
შემდეგ კი პატარა თეთესთან ერთად, რომელიც ყოველთვის მის ზურგზე იყო ჩემოკიდებული. პატარა ხელებით ეხვეოდა ალფას ყელზე, რომ არ ჩამოვარდნილიყო.

ისევ ისეა ყველაფერი.

ალფა ცოტა ხნით იმ ჩიხთან შეყოვნდა სადაც ერთ დროს თეთე იპოვა ბუნკერის უკან აკანკალებული და შეშინებული, შეუძლია დაიფიცოს რომ ყველაფერი ისევ იმ ადგილას დგას როგორც თერთმეტი წლის წინ იყო.

-----------------------

-ქუქი ბიძია მოვედით! ხომ ლამაზია?
ბაბუა ალფამ დიდი ტრაქტორები მოიყვანა და დაანგრია შემდეგ კი ბევრი ალფები მოიყვანა და იმათ ეს ლამაზი სახლი ააშენეს,
აქ ცხოვრობდით შენ და თეთე ბიძია?

ჩემი პრინციWhere stories live. Discover now