7

77 8 0
                                    

ქუქი 10 წლის ალფა იყო, თუმცა ტანით 13-14 წლისას გავდა.

მშობლები არ ახსოვდა, თუმცა კარგათ ახსოვდა ბავშვა სახლი და მისი ნაბიჭვარი აღმზრდელები, რომლებიც პატარებს ისე ექცეოდნენ როგორც არარაობებს, ვინც ტანით მოზრდილი და ძლიერი იყო ღამით მიჰყავდათ და სხვადასხვა დაწესებულებებში სამუშაოდ ტოვებდნენ, გამთენიისას კი აკითხავდნენ და უკან ბავშვთა სახლში აბრუნებდნენ.

მთელი ღამის განმავლობაში უამრავი მძიმე სამუშაოს შესრულება უწევდათ, ეს იქნებოდა საცხობებში ფქვილის ტომრების თრევა, ბაზრებში მძიმე ყუთების გადატანა, ნავსადგურში ახალი დაჭერილი თევზის დახარისხება, საწყობებიდან ბაზრებში ხილით სავსე ყუთების ჩამორიგება ა.შ.

მათთვის განკუთვნილ გასამრჯელოს კი რაღა თქმა უნდა მათი აღმზრდელები იღებდნენ.

ღამის სამუშაოს შემდეგ
დილით გაკვეთილებზე ყურადღებით თუ არ იქნებოდნენ დირექტორისგან სასტიკ სასჯელს მიიღებდნენ, რაც ბნელ სარდაფში ვირთხების გარემოცვაში ჯდომას გულისხმობდა.

ქუქის ნამდვიდად არ ეშინოდა ვირთხების, მაგრამ მაინც ცდილობდა გაკვეთილზე არ ჩასძინებიყო და ყურადღებით ესმინა მასწავლებლებისთვის, რაც არც ისე ადვილი იყო ცხრა წლის ბავშვისთვის რომელიიც მთელ ღამეებს ტვირთის თრევაში ატარებდა.

არ უნდოდა სარდაფში ჯდომა, ამას გარეთ გასვლა და მუშაობა ერჩივნა, მართალია სამუშაო მძიმე იყო მაგრამ თავს თავისუფლად გრძნობდა.

------------------

პატარა ალფამ გაქცევის გეგმა დიდი ხნის წინ შეადგინა, ერთ ღამეს შეკრიბა თავისი
ბარგი ბარხანა და სამუშაოზე წასაყვანად მისულ ფურგუნში ავიდა.

იმ დილით ქუქი ბავშვთა სახლში
აღარ დაბრუნებულა.

ეძებდნენ თუ არა დიდად არ დაინტერესებულა.

მათ თავი დაარწია და უკან დაბრუნებას აღარასოდეს აპირებდა.

ჩემი პრინციWhere stories live. Discover now