《 •●თავი მეხუთე●• 》

3 0 0
                                    

თეჰიონის pov:
ამ გოგოზე ფიქრები არ მასვენებდა და შესაბამისად არც მაძინებდა, ამიტომაც გადავწყვიტე ჯიმინთან და ჯონგუკთან დამერეკა. ვიფიქრე, რომ ისინი ოდნავ მაინც შეძლებდნენ ჩემი ყურადღების სხვა რამეზე გადატანას.

*ზარი ჯონგუკთან:
-ჰეი ძმაო ხომ არ გაგაღვიძე?
-მოდი ჯერ შენ ის მითხარი, ამ კითხვაზე სიმართლით გიპასუხო თუ ტყუილით?(ჯონგუკი)
-იციი... დროიდან გამომდინარე ჯობს, რომ ტყუილი მითხრა.
-აჰა კაი მაშინ არ გაგიღვიძებივარ. და რა ხდება ამ დროს, რომ გაგახსენდი?(ჯონგუკი)
-პირველი იცოდე და მუდამ გახსოვდეს ის, რომ სულ მახსოვხარ და მეორე კიდე, საავადმყოფოში ვარ.
-მოიცა და მანდ რა გინდა.(ჯონგუკი)
-რა მინდა და კონცერტს ვატარებ. გეფიცები ხანდახან მგონია, რომ ტვინი ამობრუნებული გიდევს, რა უნდა მინდოდეს საავადმყოფოში.
-მოიცა მოიცა რა მოხდა? ანდა ლოკაცია გამომიგზავნე და ახლავე მოვალ, დანარჩენი მერე მომიყევი.(ჯონგუკი)
-სად მოხვალ კაცო, დაეტიე სახლში გვიანია.
-მეტყვი სად ხარ თუ გადმოგიხტე ტელეფონიდან.(ჯონგუკი)
-კარგი კარგი გამოვგზავნი.
-კაი მე და ჯიმინი მოვალთ.(ჯონგუკი)
-მოიცა არ გინდა, არ გააღვიძო.
-ღვიძავს, ვივერსზე არმის პოსტებზე აკომენტარებს, წეღანსაქეთია ამიფეთქდა ტელეფონი.(ჯონგუკი)
-კარგი მაშინ მე დავურეკავ მასაც, თორემ შენი, რომ ვიცი რაღაც სისულელეებს ეტყვი და მერე მაინც მე დამირეკავს, წინადადებით: "ჯონგუკმა კიდევ დალია და რაღაცეებს ბოდიალობსო".
-რა სისულელეა როდის დამილევია მაგდენი, რომ რაღაცეები მებოდიალა.(ჯონგუკი)
-ნამდვილად გსურს, რომ ჩამოგითვალო?
-კარგი კარგი შენ დაურეკე, რა მნიშვნელობა აქვს იმას თუ ვინ დაურეკავს, ერთი ის უთხარი, რომ 10-15 წუთში მივალ.(ჯონგუკი)
-კაი დროებით.

*ზარი ჯიმინთან:
-სად დაიკარგე მთელი დღის მანძილზე, მხოლოდ ღამის სამის წუთებზე, რომ გაგახსენდი?(ჯიმინი)
-სად დავიკარგე და საავადმყოფოში.
-მოიც დამელოდე მოვდივარ, უკვე ფეხზე ვიცვამ და გამოვდივარ.(ჯიმინი)
-დამშვიდდი ძმაო სად მოდიხარ.
-სად და საავადმყოფოში, ხო თქვი, რომ მანდ იყავი, უმიზეზოდ კი მანდ რა ჩემი ფეხები გინდა, ასე რომ გამოვდივარ უკვე.(ჯიმინი)
-დაყენდი კაცო ორი წამი!.. ისიც კი არ იცი რომელ საავადმყოფოში ვარ, ხოდა სად ჯანდაბაში მოდიხარ?
ჯონგუკს დაელოდე, მოვა ცოტახანში და ერთად წამოდით.
-კაი და რა მოხდა? მანდ რა გინდა? რამე სერიოზულია?(ჯიმინი)
-ყველაფერს მოგიყვებით აქ რომ მოხვალთ, თუმცაღა სერიოზული არაფერია, კარგად ვარ.
-გამოვიდა ჯონგუკი უკვე?(ჯიმინი)
-კი დაახლოებით 9-10 წუთია რაც გამოსულია.
-მერე სად ჯანდაბაშია აქამდე.(ჯიმინი)
-ჯიმინ მანქანით მოდის, მფრინავი ცხენით კი არა, რომ მანქანებს და ადამიანებს გადააფრინდეს, ცოტახანში მოვა დაელოდე.
-მოიც მგონი მოვიდა... კი კი ჯონგუკია, იცოდე რამე თუ დაგჭირდა შეგვატყობინე, ჩვენც მალე მოვალთ.(ჯიმინი)
-კარგი ძმაო, მადლობა.

Where's my AngelDove le storie prendono vita. Scoprilo ora