《 •●თავი მეცამეტე●• 》

1 0 0
                                    

თეჰიონის pov:
ჯეიქეისთან საუბრის შემდეგ, ჯიმინს გადავურეკე.

*ზარი ჯიმინთან:
-ჯიმინ სად ხარ?
-სახლში, რა ხდება?(ჯიმინი)
-კარგი, მოვალ ახლავე.

ჩემი და ჯიმინის საუბარი, მხოლოდ და მხოლოდ ამით შემოიფარგლა. საწოლიდან წამოვდექი და დაახლოებით 10 წუთში, ჯიმინის სახლთანაც ვიყავი.
კარზე დავაკაკუნე, ჯიმინმა კი კარების გაღება არ დააყოვნა და მეც კარების გაღებისთანავე, მის სახლში შევვარდი.

-ჯიმინ ჩაიცვი, მივდივართ.
-რახდება ძმაო? ვინმე მოგსდევს და ქვეყნიდან გავრბივართ, თუ რა ხდება?(ჯიმინი)
-დღეს თუ ვინმე შემომაკვდა და აქვე ვიტყვი, რომ ამის ალბათობა დიდია, შესაძლოა მართლაც მომიწიოს გაქცევა.
-ძმაო გამაგებინე რა ხდება, ვერაფერი გავიგე.(ჯიმინი)
-წადი ჩაიცვი და გზაში მოგიყვები.
-და რა ახლა ცუდად მაცვია? ამეებით წამოვალ, ახლა კი მითხარი რა ხდება.(ჯიმინი)
-ჯონგუკმა დამირეკა კლუბიდან.
-ხო მერე?(ჯიმინი)
-ჯეიქეი სადაცაა იმ კლუბშია თაიაც. დღეს თაიას ნივთების წამოღებაში უნდა დავხმარებოდი. მისი ნივთები წამოვიღე, მაგრამ თაია სახლში დარჩა, თავის დაქალებთან ერთად. სავარაუდოდ, დროის ერთად გატარება უნდოდათ და კლუბში წავიდნენ. ჯეიქეიმ კი, როცა თაია დაინახა კლუბში მე დამირეკა.
-კაი ეგ გასაგებია და მე რას მიმათრევ?(ჯიმინი)
-იმიტომ მიგათრევ, რომ შემდგომ შენ თაიას დაქალი წამოათრიო.
-არ არსებობს, ვიღაცა გადარეული უნდა ათრევინონ პარკ ჯიმინს.
კაი ხო ჯანდაბას, მიდი გადი წავედით.(ჯიმინი)

***
მე და გოგოები "truth or drink"-ს ვთამაშობდით, როდესაც ჩვენთან ჯონგუკი მოვიდა.

-გამარჯობა გოგოებო.
თაია ერთი წუთით შეიძლება დაგელაპარაკო?(ჯონგუკი)
-ვაუუ... ჯეიქეიც აქ ყო..ფილააა. გამარჯობა ძმაო... მოდი ჩვენთან ერთ..ად ითამაშე.
*რადგანაც მთვრალი ვიყავი, ცოტა ლაპარაკიც მიჭირდა*
-ძმაო?
*გაეცინა*
თაია აქ რა გინდა?(ჯონგუკი)
-როგორ თუ რა მინდა... დაქალებთან ერთად ვერთობი.
-თაია ეს ადგილი შენნაირი გოგონებისთვის არ არის გათვლილი. ასე რომ აქ არ უნდა იყო.(ჯონგუკი)
-ჯონგუკ თავი დამანებე რაა... უბრალოდ გართობა მინდა. და რა არ შეიძლება?
*ხელი ვკარი ოდნავ*
-თაია მგონი უკვე გითხარი, რომ ეს კლუბი საშენო არ არის მეთქი.
*თაის უკან მდგომ სელიმსა და ვივიენს გადახედა*
და არც სათქვენო.(ჯონგუკი)
-ჯონგუკ უბრალოდ თავი დაგვანებე რაა!
-კარგი, რადგანაც ეგრე გსურს დაგტოვებთ.(ჯონგუკი)

Where's my AngelDove le storie prendono vita. Scoprilo ora