《 •●თავი მერვე●• 》

2 0 0
                                    

თეჰიონის pov:
-ბოდიშს გიხდი და მადლობა ყველაფრისთვის. ალბათ გეზიზღები და ამიტომაც ცდილობ ჩემგან გაქცევას, ჩემგან შორს ყოფნას. რადგანაც ასეა აღარ გაწვალებ შეგიძლია წახვიდე.
-თეჰიონ მე ეგ...(თაია)

მისი სიტყვისათვის აღარ მომისმენია და ოთახიდან გამოვედი, თუმცაღა მისმა სიტყვებმა ჩემამდე კარების მეორე მხარეს მაინც მოაღწია.

-თეჰიონ მე ეგ არ მიგულისხმია, როგორ მსურს, რომ მართლა მეზიზღებოდე... ოღონდ იმას არ ვგრძნობდე რასაც სინამდვილეში ვგრძნობ.(თაია)

გავჩერდი, ნუ უფრო სწორად ერთ ადგილას გავქვავდი. იქვე ათასმა ფიქრმა შემიპყრო. ხან რას ვფიქრობდი, ხან რას. ხან ვფიქრობდი, რომ იმწამსვე შევვარდნილიყავი და ჩავხუტებოდი. ვფიქრობდი, რომ შევტრიალებულიყავი და მისი ნაზი, მარწყვისფერი ტუჩებისთვის მეკოცნა, რომელსაც თვალს ვერა და ვერ ვაშორებ. ხან კი გრძობაზე ვფიქობდი, მის გრძნობებზე. ამის შემდეგ კი უკვე ჩემს გრძნობაზეც დავიწყე ფიქრი, თუმცა როდესაც დავინახე, რომ თაია ოთახიდან გამოდიოდა, ფეხებმა თავისით გადაწყვიტა, რომ იმ მომენტში იქ არ უნდა ვყოფილიყავი.
გამოვედი სახლიდან, მანქანაში ჩავჯექი და ერთ-ერთ ჩემს საყვარელ ადგილას წავედი, რომელიც ფიქრში მეტად მეხმარებოდა, ახლა კი ფიქრი ნამდვილად მჭირდებოდა.
სხვა ვისთან უნდა მივსულიყავი თუ არა ბებიაჩემთან. ბებიასთან რომელიც წლების წინ დავკარგე.

-როგორ ხარ? იმედია მანდ ყველაფერი კარგადაა? ძალიან მენატრები და მჭირდები. ახლაც, ამწამსაც ძალიან მჭირდება შენი რჩევა და დარიგება. ბებია იციი... ერთი გოგო გავიცანი, ძალიან ლამაზი და ტკბილია. ხანდახან მგონია, რომ შენ გამოგზავნილია. ანგელოზს გავს გარეგნულად და სულითაც, მაგრამ მგონი ვაწყენინე. ცუდი ადამიანი ვარ არაა? ბოლოს ისეთი რამ თქვა, რომ ახლა ჩემი თავი, უკანასკნელ უსაზიზღრეს და იდიოტ ადამიანად მიმაჩნია. ბოლომდე ვერ ვხვდები რას ნიშნავს მისი სიტყვები. ჩემს მიმართ გრძნობები აქვს, მაგრამ არ სურს რომ ჰქონდეს? თუ იმდენად ვაწყენინე, რომ გრძნობები გავუქრე. მართლა ვერ ვხვდები, მაგრამ პრინციპში რას მივხვდები, ჯერ ჩემს გრძნობებს ვერ მივმხვდარვარ და ვერ გამიგია თუ რა მსურს. მომწონს მაგრამ თავს ვარიდებ? მომწონს მაგრამ გულს ვტკენ? რა ჯანდაბა მსურს. გთხოვ ბებია დამეხმარე, დამეხმარე, რომ ამ ფიქრებს საბოლოოდ დავაღწიო თავი და პასუხები ვიპოვო. გთხოვ დამეხმარე.

Where's my AngelTempat cerita menjadi hidup. Temukan sekarang