《 •●თავი მეთოთხმეტე●• 》

1 0 0
                                    

ავტორის pov:
ბიჭებმა გოგოები შეძლეს და როგორღაც თავ-თავიანთ ადგილებზე დააბინავეს. ნუ ჯონგუკი ეცადა მაინც. ამის პარალელურად კი, თეჰიონმა თაია ბიჭების საერთო საცხოვრებლის ნაცვლად, თავის სახლში წაიყვანა და უკვე ტკბილადაც ჩასძინებოდათ ერთად.

***
ძალიან იშვიათია ის, რომ ჩემი დილა მშვიდობიანად და კარგად დაიწყოს. თუმცაღა დღევანდელ დღეს გამონაკლისად ჩავთვლი და ჩემი გამონაკლისი დღეების სიას აუცილებლად მივაწერ, თანაც პირველ ადგილზე. ძალიან ტკბილად მეძინა, იმტომ რომ მთელი ღამე თეჰიონთან ერთად ვიყავი და ძალიან ტკბილადაც გავიღვიძე, იმის გამო, რომ თვალების გახელისას პირველივე კიმ თეჰიონი დავინახე. თავი მის გულმკერდზე მქონდა დადებული და საერთოდაც არ დავაპირებდი აქედან ადგომასა და მას მოშორებას, რომ არა უნივერსიტეტი.
გადავწყვიტე ავმდგარიყავი და საუზმე მომემზადებინა მანამ, სანამ თეჰიონი გაიღვიძებდა. წამოვდექი, თუმცა მძინარე თეჰიონმა ჩემი დაჭერა მოასწრო, უკან დამაბრუნა და ძლიერად ჩამეხუტა.

-პატარავ სად მიდიხარ?(თეჰიონი)
-პატარავ? ეს რაღაც ახალია.
-მარტო მე, რომ გეძახი ეგეთ საყვარლობა სახელებს რა წესია?(თეჰიონი)
-კარგი, რადგანაც ეგრე გსურს მეც მოგიფიქრებ რამე საყვარელ სახელს. ბოლოს და ბოლოს დემონს ხომ არ დაგიძახებ.
-კარგი და... პირველ კითხვას, რომ დავუბრუნდეთ სად მიდიოდი?(თეჰიონი)
-ვაპირებდი, რომ საუზმე მომემზადებინა...
-*შუაში გამაწყვეტინა სიტყვა*
ახლა ორმაგად შემიყვარდი.(თეჰიონი)
-*ჩამეცინა*
და შემდეგ უნივერსიტეტში ვაპირებდი წასვლას.
-*მხიარული სახე უეცრად ჩამოერეცხა*
ეეე ეგრე არ შეიძლება... შანსი არაა, დღეს არსადაც არ გაგიშვებ.(თეჰიონი)
-კარგი რა თეჰიონ, უნივერსიტეტიდან გამომაგდებენ, წინაზეც დამაგვიანდა ხომ იცი არაა?
-გინდა... მთლიან უნივერსიტეტს ვიყიდი.(თეჰიონი)
-რეებს ბოდავ სულელო.
მართლა გამიშვი რაა... საშინლად მშია.
-მერე რა საჭიროა ადგომა, მაგას ახლავე მოვაგვარებ.(თეჰიონი)
*თქვა და ნელ-ნელა ტუჩებთან მომიახლოვდა*
-*ჩემი ორივე ხელით უკან გავწიე (აბა ერთი ხელით ვერ მოვერიე და)*
კიმ თეჰიონ... თავში ტვინი საერთოდ არ გიდევს.
*საწოლიდან ავდექი და სამზარეულოში გავედი*
-თავში ტვინი საერთოდ არ მიდევს?
*ჩაიცინა*
არა თაია საქმე იმაშია, რომ შენ გამომაშტერე.(თეჰიონი)

Where's my AngelWhere stories live. Discover now