თავი 5

116 11 0
                                    

დიდხანს გაგრძელდა დაკითხვა და ძალიან გამოვიფიტე, ანდრიას არ იყო ენერგიულად და დაღლილი უსმენდა პოლიციელების კითხვებს და პასუხს სცემდა. საბედნიეროდ გამოგვიშვეს და გარედ გავედით, გარედ კუნთების ავარჯიშება დავიწყე ისე მტკიოდა ყველაფერი ჯდომისგან, ანდრია კი გაბრაზებული მიყურებდა.
- შენთან თუ ვარ პრობლემებში ვეხვევი - მითხრა გაბრაზებული ხმით.
- ხო ეგეთი ბედი მაქვს მე და თუ ჩემთან იქნები, რა თქმა უნდა, სულ პრობლემებში გავეხვევით ჩემი თაოსნობით - ანდრიამ თვალები ატრიალა.
ორივემ ჩვენივე სახლის გზას გავუდექით, სახლში დაღლილი მივედი და საწოლზე მივენარცხე. დამღლელი დღე იყო დღევანდელი დღე, თუმცა სასიამოვნო. მაგრამ ანდრია მაღიზიანებდა.


ანდრია:
ის შეშლილი ალქაჯი ყველგან რატომ მეჩხირება თვალში, მის გამო ახლა ყველა ნაცნობს ჰგონია, რომ შვილი მყავს. უკვე იმდენი ჭორი დადის, რომ ქალი დავაორსულე. ღმერთო თავი მტკივა, სულ პრობლემებს რატომ მიქმნის?. მასთან ერთად უბრალოდ მეტროთი ვიმგზავრე და უკვე პოლიციის განყოფილებაში დაკითვაზე აღმოვჩნდი, ცოტახანში ალბათ სავადმყოფოშიც ავღმოვჩნდებით მკვლელობის ან ადამიანის დაშავების გამო. ყველას როგორ კბენს? მგელია თუ ძაღლი?. ყელი გამიშრა და წყალი დავლიე, დავჯექი და ტელეფონის ყურება დავიწყე. მესენჯერის ხმა მაწუხებდა, ძალიან ბევრი ადამიანი მწერდა. ზოგი ბავშვს მილოცავდა, ზოგი კიდე ტიროდა, როგორ მიღალატეო. როგორ მეზარება ამდენი ხალხისთვის ახსნა, რომ ბავშვი არ მყავს და არ დამიორსულებია გოგო უბრალოდ იხუმრა!. სულ პრობლემებს რატომ მიქმნის, იმედი მაქვს მეორედ არსად გადავეყრები. ჩემ ოთახში შევედი და საწოლის ქვეშ დამალული ყუთი ამოვიღე, ყუთი გავხსენი და ძველი ნივთების დათვალიერება დავიწყე. ჩემი და მისი ფოტო შემხვდა, მენატრება ის დრო, ის წარსული, როცა შემეძლო გამეღიმა. მენატრება ის, მხოლოდ მას შეძლო ჩემი გაბედნიერება. მისი წყალობით ვიყავი თავისუფალი, და მისი წყალობით შემეძლო სიცოცხლის გაგრძელება ბედნიერად. როგორ აღმოჩნდა ეს ყველაფერი ტყუილი? როგორ მომატყუა, რომ ვუყვარდი?. ის ჩემთვის ყველაფერს ნიშნავდა, თუმცა იმედი გამიცრუა. დიახ ამდენი წელი გავიდა მის მერე, ვცხოვრობ ჩვეულებრივად ნახევრად მკვდარი, მაგრამ ის ტკივილი ჩემთან სამუდამოდ ცოცხლობს. არ შემიძლია ამ ტკივილისგან გაქცეცა, არ შემიძლია ამის დავიწყება, ვერ ვეგუები იმ ფაქტს, რომ ჩვენი ამბავი დასრულდა. ნაწილობრივ სიბრაზეს მიპყრობს , ნაწილობრივ კი საკუთარი თავი მძულს. მისი ღიმილიანი სახეს ჩემ გონებაში სამუდამოდ დაუკავია ადგილი, არა და არ მშორდება, ვერ ვივიწყებ იმ მოგონებებს, უფრო და უფრო მტკივა გული, როცა მის გარეშე ვაგრძელებ ცხოვრებას. მას ვერ დავიბრუნებ ეს ვიცი, მაგრამ მიჭირს ახალ ცხოვრებასთან შეგუება. რეალობასთან დაბრუნება მიჭირს, ალბათ უკეთესი იქნებოდა, რომ მოვმვკდარიყავი და ეს ტკივილი არ განმეცადა. ყველა პრობლემამ ერთად მოუყარა თავი, ჯერ ის ვინც საბოლოოდ გამანადგურა და ვერ ვივიწყებ ახლაც მტანჯავს ის წარსული, და მეორე მამაჩემის დამოკიდებულება ჩემს მიმართ. მძულს მასთან საუბარი და ის ბიზნესი, რომელსაც იგი აწარმოებს. მიჭირს ხალხის ნდობა, და ვინმეს შეყვარება, არ ვარ მზად ამ ყველაფრისთვის, რადგან ყველა ადამიანი მისნაირი მატყუარა მგონია. აღარ მჯერა სიყვარულის არსებობის, სიყვარული არ არსებობს ის უბრალოდ ზღაპარია. მირჩევნია სულ გოგოებთან გავერთო და დროებით გართობაში ვიყო, ვიდრე სერიოზულ ურთიერთობაში, რომელიც საბოლოოდ ისევ გამანადგურებს. არასდროს მეყოლება შეყვარებული, არასდროს შევიყვარებ ვინმეს. ამ ფიქრებში ზარის ხმამ გამომაფხიზლა დავხედე და იმ ადამიანის სახელი ეწერა, რომელიც ყველაზე მეტად მძულდა და ცხოვრებას მიმწარებდა. ,,მამა" , ზოგი არ იმსახურებს მამობას, ზოგი მამა, მამა არ არის.
"გისმენ"
"ჩემს ოფისში ამოდი".
თვალები ავატრიალე და ყუთი დავალაგე, მანქნის გასაღების ძებნას შევუდექი და დავქოქე მანქანა. მამაჩემის ოფისისკენ ავიღე გეზი, მეზიზღება ის ადგილი მაგრამ მიწევს იქ წასვლა ყოველდღე. მანქანა პარკირებასთან გავაჩერე და გადმოვედი მანქნიდან, თვალი დიდ შენობას ავაყოლე და შიგნით შევედი. გეზი მამაჩემის ოფისისკენ ავიღე და კარები დაუკაკუნებლად გავაღე.
- დაკაკუნება ისწავლე პირველ რიგში - ბოხი ხმით მომესმა მისი საზიზღარი ხმა.
- არ მჭირდება.
- დღეს შენი დაქორწინება განვიხილეთ.
- არ ვქორწინდები.
- შენ არავინ გეკითხება.
- არ ვაპირებ ვინმეს შეყვარებას.
- ახლა ხომ იცი, რომ სიყვარული არ არსებობს და ყველა ქალი მატყუარა?. უბრალოდ დაქორწინდი არ გჭირდება სიყვარული და ვინმეს შეყვარება, უბრალოდ საქმიანი გარიგება შეასრულე.
- არ მინდა.
- ისევ შენი ყოფილი გიყვარს?.
- მას ნუ ახსენებ გთხოვ! - გამწარებული დავუყვირე მას.
- სანამ ის გამოჩნდებოდა შენ ძალიან დამჯერი ბავშვი იყავი.
- მაშინ ბავშვი ვიყავი და ახლა გავიზარდე, მე თვითონ შემიძლია გადაწყვეტილებები მივიღო, ამიტომ გთხოვ ნუ ერევი ჩემ ცხოვრებაში, მე ჩემ თავს ვეკუნთვნი და არა შენ!.
- ეს ბიზნესი შენ გეკუნთვნის.
- არ მინდა.
- შენ გარდა სხვა შვილი არ მყავს.
- დავიღალე ერთი და იგივეს მოსმენა.
- კლუბის ბიზნესი, როგორ მიდის?.
- კარგად.
- მაგის უფლება იმიტომ მოგეცი, რომ ბიზნესის მართვა გესწავლა.
- ვიცი, და ვუმკლავდები.
- კარგი მეტჯერად აღარ შეგაწუხებ.
ავდექი და წამოვედი იქიდან, მანქანა დავქოქე და ჩემ ბინაში დავბრუნდი. ბინაში უცებ ჩემი ყურადღება ლივიას კაბამ მიპყრო და გამახსენდა, რომ უნდა დამებრუნებინა. ლივიას ნომერი არ ვიცოდი და მას ვერც დავუკავშირდებოდი, იმედი მაქვს სადმე შევხვდებით ისევ, მეც ძალიან მინდა ჩემი საყვარელი ტანსაცმლის დაბრუნება. უცებ ტელეფონმა დარეკა და დავხედე ტელეფონს, ახლა დედაჩემი? რა უნდათ?. ყურმილი ავიღე.
"ხო?"
"ახლა რა დაშავე?"
"რა?" - დაღლილი ხმით ვკითხე?.
"შენ უნივერსიტეტში გასართობად გაგიშვი თუ სწავლისთვის?"
"რას გულისხმობ?"
"არ შეგიძლია ერთხელ პრობლემები, რომ არ შექმნა?"
"რა დავაშავე?"
"ამაზე მეტი რა უნდა დაგეშავებინა, გოგო დაორსულე და ბავშვი გყავს" - ნერვებ მოშლილი ამოვიხვნეშე.
"აუჰ, არ არის ეგ სიმართლე, არავინ არ დამიორსულებია, იხუმრა ვიღაც გოგომ".
"გოგოებს შეეშვი და სწავლას მიხედე".
"ვიცი" - ვთქვი და ყურმილი დავკიდე.
ოჰ ლივია, რა დაგიშავე? რას მერჩი?.


მწარე წარსულიWhere stories live. Discover now