თავი 23

65 5 0
                                    

დილით მალევე ავდექი და აბაზანაში შევედი, ცხელი შხაპი მივიღე, მერე კბილები გავიხედე და სარკეში ათას მიმიკებს ვიღებდი და ვმსახიობობდი. აბაზანადან გამოვედი და ოთახში სარკესთან დავდექი, მაკიაჟი ავიღე და წავისვი. თმა დავიხვიე და ლამაზად გავშალე, შემდეგ გუშინ ნაყიდი კაბა ჩავიცვი, კლასიკურად ძალიან ლამაზად გამოვიყურებოდი ნამდვილი ქალივით. ჩემს თავს ათასჯერ შევხედე სარკეში და ტელეფონი ავიღე, ნომერი ავკრიფე და სანის დავურეკე.
"მოდიხართ?".
"მეღადავები?? დილის ხუთი საათია!"
"უი" - სანიმ ყურმილი გამითიშა
საათს რატომ არ დავხედე? ასე მალე რატომ გამეღვიძა? ნერვიულობის გამო ხომ არა?. ახლა მთელი დღე რა გავაკეთო ასე გამოპრანჭული?. ლეპტოპი ჩავრთე და კორეულ დრამებს ვუყურე, დაახლოებით ხუთ სერიას ვუყურე და გავთიშე ლეპტოპი, მაცივართან მივედი და მზა საჭმელები გამოვიღე, ჭამის მერე ოთახში დავბრუნდი და მაკიაჟი შევისწორე. ცხრა იყო საათი, როცა სანიმ დამირეკა.
"მოვდივართ ბიჭები" - მითხრა და ყურმილი გამითიშა ისევ.
კარზე მალე გაისმა ზარის ხმა, მეც მივედი და გავაღე, ბიჭები შემოვიდნენ და დივანზე ჩამოჯდნენ.
- გეგმა შემუშავებულია, ათ საათზე დაიწყება ნიშნობა და ქორწილის განხილვა, მამაჩემის თქმით, მხოლოდ ოჯახის წევრები იქნებიან - მითხრა სანიმ, მე თავი დავუქნიე.
- ხომ არ ნერვიულობ? - გამიღიმა სანდრომ.
- არ ვიცი.
- შენ ამას შეძლებ - გვერდში დამიდგა გაბრიელი.
- არ ინერვიულო, ჩვენც მანდ ვიქნებით და დაგელოდებით გარეთ!! - მითხრა იოანემ, მე თავი დავუქნიე.
სანის მანქანაში ჩავუჯექით ყველანი და დაძრა მანქანა, დანიშნულების ადგილას მალევე მივედით. გაბრიელმა მანქანაში ლეპტოპი ამოიღო და ჩართო, ყველა მას შევხედეთ.
- რას აკეთებ? - კითხა სანიმ.
- ვჰაკერობ.
- ნუ სულელობ - უთხრა იოანემ.
- მოიცა ბიჭო ანდრიას სახლის კამერები დაჰაკა - თქვა სანდრომ და მეც შევხედე კომპიუტერს.
ოჯახის შეკრება უკვე დაწყებულიყო, ანდრია თავჩაღუნული და წარბშეკრული იჯდა მაგიდასთან, მხოლოდ მისი ოჯახი ხალისობდა. გოგონა, რომელიც ანდრიაზე უნდა დაქორწინებულიყო ყალბად იღიმოდა და ანდრიას ოჯახს თავს აწონებდა. ანდრია ამ ყველაფრით უკმაყოფილო ჩანდა და ვგრძნობდი, რომ ამ ჭაობიდან ამოსვლა და გაქცევა უნდოდა.
- ჩემი გამოძიების დაყრდნობით ის გოგო 26 წლისაა - თქვა გაბრიელმა.
- ძალიან დიდია ანდრიასთვის - თქვა სანდრომ.
- ბიზნესმენებს ასაკი როდიდან აინტერესებთ, მათვის მთავარი ისაა, რომ ფული მოიპოვონ და ნებისმიერ ფასად გასწირონ შვილები - თქვა იოანემ.
- მეზიზღება ბიზნესმენები, კიდევ კარგი ჩემები ეგრე არ იქცევიან - ვთქვი მე.
- მზად ხარ შენ? არ ინერვიულო ჩვენ შენთან ვართ - მითხრა სანიმ, თავი დავუქნიე და მანქნიდან გადმოვედი.
ანდრიას სახლის ჭიშკართან დავდექი და ზარი დავრეკე, კარები მოსამსახურემ გამიღო.
- ვინ ხართ?.
- მე? ბატონის ასისტენდი - მოვატყუე და ყალბად გავიღიმე.
- შემოდით - ღიმილით შემომიშვა სულელმა მოსამსახურებ.
თავი მაღლა ავწიე და შავი მზის სათვალები შევისწორე, ღიმილით შევედი მათ სახლში. ელეგანტურად გამოვიყურებოდი და ჩემი თავით ძალიან ამაყი ვიყავი, იქ მივედი სადაც ისინი იჯდნენ და ხალისობდნენ. ყველას ნაძალადევად გავუღიმე და იმ მოხუც გოგოს შევხედე, მაგ გოგომაც დაეჭვებით შემომხედა რაზეც ისტერიკული სიცილი ამტყდა. თავს ვერ ვიკავებდი და ფსიქოპატივით ვიცინოდი, ყველა გაოცებული მიყურებდა და ანდრია ცდილობდა ჩემი სახის გარკვევას.
- დაქორწინება შენთვის გვიანი არაა? პენსიაზე გასვლაზე უნდა გეფიქრა - ვუთხარი ცინიკურად მაგ გოგოს და სათვალები მოვიხსენი.
ანდრია ჩემს დანახვაზე გაშრა და მამამისმა მიცნო, მამამის გავუღიმე და სკამზე დავჯექი. ყველა ჩემი მოულოდნელი სტუმრობით გაკვირვებული იყვნენ და ანდრია ნერვიულობისგან ვერ ისვენებდა.
- რაც აკეთებ ახლავე წადი, საშიშია აქ ყოფნა შენთვის - ჩამჩურჩულა.
- შენ ნუ ერევი ჩემს საქმეში - ვუთხარი მას მკაცრი ტონით და ისევ ანდრიას მამას გავხედე.
- მოკლედ ბატონო აქ იმისთვის მოვსულვარ, რომ ჩემი ბიზნესი გაგაცნოთ - ვუთხარი და სავიზიტო ბარათი მივუგდე მაგიდაზე.
სავიზიტო ბარათს დახედა და მერე გაკვირვებული მიყურა, მე კი "აი ხედავ შენზე მდიდარი ვარ ვერაფერს დამიშავებ" ესეთი სახით შევხედე.
- სათქმელი თუ არაფერი გაქვს შეგიძლია დაგვტოვო, ოჯახური საკითხვი გვაქვს განსახილველი - მითხრა ვიღაც ქალბატონმა სავარაუდოდ დედამისი იქნებოდა.
- მეც მეხება, თქვენი ქალიშვილი არ შეგეცოდათ? და ახლა ვაჟიშვილსაც სწირავთ? - ვუთხარი მას და მამამისი ადგილზე გაშრა.
- შენ არაფერი იცი და აქ ვერ გაჩერდები წადი. - მითხრა მამამისმა.
- ანდრია ჩემია - ვთქვი და ყველას ამაყი მზერით გავხედე.
- როგორ არის შენი? ანდრია ჩემს ქალიშვილზე ქორწინდება - მითხრა ვიღაც ქალმა.
- მე და ჩემს ბავშვს გვჭირდება ანდრია, ბავშვს უმამოდ ვერ გავზრდი და ანდრია ჩემი შვილის მამა - ვუთხარი და ხელი მუცელზე დავიდე და მოვეფერე, ანდრია შეშფოთებული შემომხედა.
- რას გულისხმობ? - წამოხტა მისი ბებერი ქალიშვილი.
- დაჯექი. - დაუყვირა მამამისმა.
- დედა ხომ ვამბობდი ანდრია არ არის კარგი კაცი ბერვი ქალი ჰყავს და ქალებს აორსულებს თქო, რატომ არ მიჯერებდი არ მინდა ასეთ კაცზე დაქორწინება - თქვა და გაბრაზებული გავარდა.
ანდრიას გაეღიმა, მაგრამ მამამის, რომ შეხედა ისევ დაიწყო შფოთვა და ნერვიულობა.
- და ქალბატონო შემიძლია თქვენს გაგასწოროთ სიმართლეს თვალი - ვუთხარი და ის ფოტოები დავუდე მაგიდაზე, დედამისმა გაოცებული შეხედა ფოტოებს და მერე ქმარს შემოარტყა.
ანდრია წამოხტა და ფოტოებს შეხედა, მერე მე შემომხედა და სახით მკითხა ესენი საიდან გაქვსო.
- შე მოღალატევ, ვიცოდი, რომ მღალატობდი, ამიტომაც არ მინდოდა შენზე დაქორწინება, დროზე წადი ჩემს სახლიდან და ჩემს ბიზნესს შეეშვი, არ მჭირდება შენნაირი მოღალატე ქმარი, მოკვდი ახლავე! - ყვირი დაიწყო დედამისმა და მამამისს რტყმა დაუწყო, ანდრიამ ხელი ჩამკიდა. მე და ანდრია გასვლას ვაპირებდი, როცა მოულოდნელად მომესმა ხმა.
- სად არის ჩემი ქალიშვილი - უყვიროდა თავის ქმარს დედამისი.
- მოკვდა - შევჩერდი და მის მაგივრად გავეცი პასუხი.
- რა?. - ქალი გაშეშდა.
- მოკვდა დედა, მამაჩემმა ის სამუდამოდ ჩაკეტა და აშიმშილა, მერე ჩუმად დაამალა მისი გვამი, ვერ გითხარი, რადგან ბავშვი ვიყავი და მეშინოდა, ამის გამო ახლაც ტრავმირებული ვარ, ბოდიში, რომ თქმის შემეშინდა. - უთხრა ანდრიამ და ხელჩაკიდული გამიყვანა გარედ.
მოულოდნელად ძლიერად ჩამეხუტა და მთელი სახე ჩამიკოცნა, არ მიშვებდა ძალიან ძლიერად მეხუტებოდა თითქოს ვინმე ჩემს თავს ართმევდეს.
- მადლობა, რომ ჩემი შვილების დედა ხდები.
- ჰა? - გავიკვირვე და სიცილი დავიწყე.
- რა გაცინებს?.
- არ ვარ ორსულად ვიხუმრე.
- შენ იმდენჯერ იხუმრე მაგაზე, მგონი მართლა დაორსულდები.
- ნუ მწყევლი არ მინდა.
- გლოცავ დებილო.
- არ მჭირდება.
- მადლობა დღევანდელისთვის, მადლობა, რომ გადამარჩინე.
- კარგად იქნები დედაშენის გამო?.
- კი კი, ის ძლიერია და ყველაფერს მარტოც გაუმკლავდება.
უცებ მოგვესმა განწირული ყვირილი "ციხეში წადიი ანდა მიუსვლელში" მივხვდი, რომ ანდრიას დედა უყვიროდა მამამისს.
- სტუმრები დააფრთხეს - ვთქვი სიცილით.
- მკიდია სტუმრებიც და ის ბებერი ალქაჯიც.
- შენი დის გამო ისევ ცუდად ხარ?.
- ამაზე აღარ ინერვიულო, შენთან, რომ ვიყავი ის ტრავმა მავიწყდებოდა, უბრალოდ მამაჩემის დანახვა მახსენებდა ყოველთვის მის თავს, ახლა მამაჩემი ციხეში წავა, დედაჩემი უმოქმედოდ არ იჯდება და შეიძლება მოკლაც კიდეც ამიტომ ახლა ყველაფერი მაგრად მკიდია, რადგან შენთან ვარ.
- ჩვენც სახლში წავიდეთ - ვუთხარი და ხელი ჩავკიდე.
- მორჩით გვრიტებო - თქვა სანიმ სიცილით, ანდრიას გაეღიმა და მანქანაში ჩაჯდა.
- ყველამ ერთად გადაწყვიტეთ ჩემი გატაცება?.
- არა, ლივიამ შეიმუშავა გეგმა და იმან უფრო ბევრი იმუშავა, ჩვენ უბრალოდ ინფორმაციების შეგროვებაში დავეხმარეთ - თქვა სანდრომ.
- ისე ის ფოტოები გაბრიელის მოპოვებული იქნებოდა - თქვა ანდრიამ.
- კი ჩემია.
- ლივია ძალიან სექსუალურად გამოიყურები - მითხრა ანდრიამ.
- ოო მორჩით ეხლა ღუტუნს, თორე დაგარტყამ - თქვა იოანემ.
- ლივი, როგორ გამოიყვანე ანდრია?? - მკითხა გაბრიელმა.
- ორსულობა მოვიმიზეზე.
- შენ სულ მაგით უნადგურებ და უშენებ ანდრიას ცხოვრებას - თქვა სიცილით სანდრომ, მეც გამეცინა.
სანიმ მანქანა დაძრა და ჩვენც სახლებში მივედით. მანქნიდან გადმოვედით და ბიჭებს დავემშვიდობეთ, მერვე სართულზე ავედით და ჩვენც ბინაში შევედით. კარები მივხურე თუ არა უკნიდან ანდრია მომეხვია და ყელზე კოცნა დამიწყო, შემოვბრუნდი და ჩავეხუტე.
- ჩემი გოგო - თქვა და თავზე მაკოცა ანდრიამ.
ხელში ამიყვანა და ოთახში შემიყვანა, საწოლზე მიმაგდო და ჩემს ზემოდან მოექცა, ხელები შემიკავა და კოცნა დამიწყო. მივხვდი, რაც მოხდებოდა ახლა ამიტომ თვალები სიამოვნებისგან დავხუჭე და მომენტის დაწყებას დაველოდე.

მწარე წარსულიWhere stories live. Discover now