თავი 19

78 7 0
                                    

ლივია:
საშინელმა წყურვილმა გამაღვიძა და ავდექი. ყველგან ბნელოდა და სამზარეულოს ძლივს მივაგენი, წყალი ძლივს დავლიე. უცებ გამახსენდა ჩემი ლუსი, ანდრიამ ხელიდან გამაგდებინა, საწყალი ჩემს გარეშე მარტო დარჩა იქ. ლუსი ჩემთან მოვიდა და ანდრიას გამო ის მანდ დავტოვე. ამჯერად ვერავინ ვერ შემაჩერებს, ჩემ ლუსის გადავარჩენ. სახლი დავტოვე და გადავედი მეზობლის ეზოში, საქათმეში შევედი და ლუსი ვიპოვე.
- ლუსიი - ვთქვი და ჩავეხუტე, ვიგრძენი, რომ რაღაცამ ფართხალი დაიწყო.
ლუსი ხელში ავიყვანე და სახლში წავიყვანე, აქ მარტო ვერ დავტოვებდი, ჩემს ოთახში წავიყვან, რომ ფუმფულა საწოლზე დაიძინოს. სახლში წავიყვანე და ჩემს ოთახთან შევჩერდი, ანდრია მომენატრა მარტო ვერ დავიძინებ.
- ლუსიი გინდა ანდრიასთან ერთად დავიძინოთ? - ვუთხარი ლუსის და ჩახუტებული ანდრიას ოთახში წავიყვანე.
ოთახის კარები ფრთხილად შევაღე და ცალი ხელით ლუსი მქონდა ჩახუტებული, კარები მოვხურე და ანდრიას მივუწექი გვერდით.
- მოხვედი პატარავ? ძალიან თბილი ხარ - გაისმა ანდრიას ნამძინარევი ხმა, მას შევხედე და ეძინა.
როგორც ჩანს ანდრია ძილშიც კი გრძნობს ჩემ სიახლოვეს და ძილშიც სცოდნია თბილად საუბარი ჩემთან. ანდრიას ყურებაში ძალიან დიდი დრო გავიდა და მალევე ჩამეთვლიმა.



ანდრიას თბილ მკლავებს ძილშიც კი ვგრძნობდი და თავს მოდუნებულად მაგრძნობინენდა. მოულოდნელად რაღაც საშინელი ხმაური გაისმა.
- ყიიიიიყლიიიყოოოოოო! - ხმაურზე მოულოდნელად თვალები გავახილე და ანდრია საწოლიდან გადავარდა.
- კოოოოკოოოოოოუუ - მამალმა ისევ დაიწყო ყივილი, და ანდრია შეშინებული თვალებით უყურებდა.
ბიჭები ოთახში შემოვვარდნენ და შეშფოთებული შეხედეს მამალს, მამალმა ფართხალი დაიწყო და საწოლიდან გადმოხტა.
- ამას აქ რაა უნდაა? - ვთქვი შეშინებული ხმით.
- ლივიაა მამალიი რატომმ შემოიყვანე ჩემს ოთახშიიი? - დამიყვირა ანდრიამ.
- ისე კარგად მეძინა ამ მამლის ყივილმა შემაშინა - თქვა სანიმ.
- ყურები ახლაც მტკივა - ყურებს აწვალებდა გაბრიელი.
- ჩემს გვერდით ყოფილა მამალი და გული გამიხეთქა, ყურებში წუილი გამესმის ახლა - თქვა ანდრიამ.
- მოიცა მამალთან ჩახუტებული გეძინა? - სიცილი დაიწყო იოანემ.
- დაიცა მამალს ვეხუტებოდი და ლივიას არა? - შემომხედა ანდრიამ გაბრაზებული, მე კი მხრები ავიჩეჩე.
- ლივიასთან რატომ გეძინა? ან ერთ ოთახში რატომ ხართ? - ეჭვით თვალით შემოგვხედა სანდრომ.
- დავთვერი და ალბათ ანდრია მამაჩემი მეგონა - მოვიტყუე მე.
- აბა შენ რატომ თქვი მეგონა ლივიას ვეხუტებოდი? - ახლა ანდრიას დახედა ეჭვის თვალებით.
- მერჩივნა ლივია ჩამეხუტა ვიდრე ეგ სუნიანი მამალი.- თავი დაიძვრინა ანდრიამ.
- ვაიმეეე ლეილა დეიდას მამალიი - მოულოდნელად წამოიძახა სანიმ, როცა კარგად გაანალიზა ყველაფერი.
- და რა? - ჰკითხა სანდრომ.
- მოგვკლავს - ხელები თავზე დაიდო და სასოწარკვეთილად შემოგვხედა.
- ავუხსნათ სიტუაცია - უთხრა ანდრიამ.
- ლეილა საშიში ქალია, მის ეზოში რომ მოვჯვით ხომ გახსოვთ რა დღე დაგვაყარა, ახლაც უკეთესი დღე არ მოგველის - უთხრა სანიმ.
- ოჰ ლივია ოჰ - თქვა გაბრიელმა.
- მოდით ჩუმად წავიყვანოთ და ეზოში გავუშვათ - თქვა იოანემ და მეც დავეთანხმე.
მამალმა ანდრიას საწოლზე მოჯვა და ანდრიამ მე შემომხედა გაბრაზებული, ბიჭებმა ცხვირზე ხელი აიფარეს, მე ძალით გაღიმებული ავიღე ანდრიას საბანი და აბაზანაში წავიღე. სარეცხის მანქანაში შევდე და ჩავრთე, რომ გამოვედი სანის ხელში მამალი ჰქონდა აყვანილი და გარედ გადიოდნენ, მეც გავყევი მათ. ჩუმად სცადა სანიმ მამლის გაშვება პატრონის სახლში, რომ უცებ მეზობლის ყვირილი გავიგონეთ და შევკრთით.
- თქვე ქურდებო! რატომ მოიპარეთ ჩემი მამალი, ჩემი საყვარელი მამალი, იცი რამდენი ხანი ვეძებდი? ლამის ვიტირე მეგონა ძაღლმა დამიგლიჯა, როგორ ბედავთ და მამალს მპარავთ.
- ლეილა დეიდა არ მოგვიპარავს - ახსნა სცადა სანიმ, მაგრამ არ მისცა ახსნის საშუალება ლეილა დეიდამ და ეგრევე პოლიციაში დარეკა.
- დაგვერხა - ჩამჩურჩულა სანდრომ.
ცოტახანში პოლიცია დაგვადგა თავზე და ჩვენს სახლში შემოვიდა, ბლოკნოტი აიღო და კალამი მოიმარჯვა.
- გისმენთ - თქვა ბოხი ხმით.
- მამალი მომპარეს.
- რა ჭირად გვინდოდა თქვენი მამალი - თქვა გაბრაზებულმა სანიმ.
- მართლა მოპარეთ? - გვკითხა პოლიციელმა.
- არა - ვუპასუხეთ ყველამ ერთდროულად.
- ვინ გამოიყვანა მამალი საქათმედან? - ისევ დაგვისვა კითხვა პოლიციელმა.
- მე - ამოვიღე ხმა.
- რატომ?.
- მთვრალი ვიყავი და ჩემი ლუსი მეგონა, კატაში ამერია - ვთქვი და თავი ძირს დავხარე.
- ეს რანაირი ლოგიკა - თქვა პოლიციელმა და მკაცრად შემომხედა.
- ცუდი სიმთვრალე აქვს მას და ყველაფერი ერთმანეთში ერევა, ადამიანი ცხოველი გონია და ცხოველი ფრინველი - თქვა ანდრიამ და პოლიციამ მკაცრად შემოგვხედა.
- მეზობლის ეზოში გაუფრთხილებლად შეპარვა კანონით ისჯება, ამიტომ უბრალოდ გაფრთხილებას მოგცემთ, რომ შემდეგზე თავი გაიკონტროლოთ სიმთვრალისგან! - გვითხრა პოლიციელმა მკაცრი ტონით.
- გავითვალისწინებთ ბატონო - უთხრა სანიმ.
- ეს საკმარისი არ არის, ამ ბავშვებმა ღამით ეზოში მომიჯვეს, თან ოთხივემ - უთხრა ლეილა დეიდამ.
- ეგეც სიმთვრალის ბრალი იყო? ეზო ტუალეტი გეგონათ? - მოგვიბრუნდა პოლიციელი.
- ამას ვერ ავხსნით ბატონო, გვთხოვთ ნუ დაგვაძალებთ ამ სამარცხვინო კითხვაზე პასუხის გაცემას - უთხრა სანიმ თავაზიანად.
- ბავშვები ხართ და უბრალოდ გაფრთხილებას მოგცემთ, გთხოვთ თავი შეიკავეთ ასეთი რაღაცებისგან გასაგებია? - გვითხრა პოლიციელმა და ჩვენ თავი დავუქნიეთ.
- მადლობთ ბატონო - უთხრა სანიმ.
- ახლა დაგტოვებთ - თქვა პოლიციელმა და სახლიდან გავიდა.
ლეილა დეიდა დაგვიბღვირა და გაბრაზებული შევარდა თავის სახლში, ბიჭებმა მე შემომხედეს და ღრმად ამოიხვნეშეს.
- ლამის დაგვიჭირეს - თქვა გაბრიელმა.
- დილით შვიდი საათია, ამ დროს ვინ იღვიძებს? თავი მტკივა, ოხ ეს ოხერი მამალი - თქვა შეწუხებული ხმით იოანემ და ოთახში შევიდა.
- ჯობს დავიძინოთ - ბიჭები ოთახში დაბრუნდნენ და მე ყავის კეთებას შევუდექი.
- მეც გამიკეთე - გაისმა ანდრიას ხმა.
ორი ყავა გავაკეთე და მაგიდაზე დავდე, ანდრია დაჯდა და სერიოზული სახით შემომხედა. მე თვალი ავარიდე და დალევა დავიწყე.
- ლივია!.
- ჰო?.
- გესმის რა გააკეთე?.
- ვიცი ვწუხვარ.
- ყურები ახლაც მტკივა.
- ბოდიში.
- ძლივს გადავრჩით.
- ჰო.
- ფუუ მამლის სუნი სხეულზე გადამედო, საშინლად ვყარვარ.
- შხაპი მიიღე.
- არ შემომიერთდები? - მე პასუხი არ გავეცი და წყნარად გავაგრძელე დალევა.
- რა გჭირს? - ანერვიულებული სახით შემომხედა ანდრიამ.
- ხასიათზე არ ვარ.
- რატომ? რა მოხდა?.
- შვიდ საათზე გავიღვიძე, არ მიყვარს დილით გაღვიძება.
- გასაგებია, მიდი დაიძინე მაშინ.
- ხელმეორედ ვერ ვიძინებ.
- ძალიან ცუდი.
უცებ ეზოში კაკუნის ხმა გავიგეთ და ანდრია გარედ გავიდა, შემოსვლა დააგვიანა და მეც უკან გავყევი. კართან მაღალი, ქერათმიანი გოგონა იდგა და ანდრიას უღიმოდა. ანდრია გაშეშებული და ამავე დროს დაბნეული უყურებდა გოგონას, უცებ გავბრაზდი მათი ყურებისაც, არასასიამოვნო სანახაობა იყო და ძალიან ვბრაზდებოდი. რატომ უღიმის ანდრიას? რა უფლებით, ან ანდრიას რატომ გააშტერდა? ჩემზე ლამაზია? რომ კითხო ანდრიას მე ძალიან კარგი ვარ და მისი გოგო ვარ, სექსშიც კი ძალიან კარგი ვარ. ახლა უბრალოდ დგას და სხვა გოგოს უყურებს? ასე უბრალოდ გამცვალა სხვაში? მატყუარა ნაბიჭვარი! ლამის დამაჯერა, რომ ჩემთან ერჩივნა ყოფნა და თავს ბედნიერად გრძნობდა, ლამის დავიჯერე, რომ გოგოებს შეეშვა. ნერვები მეშლებოდა და გაბრაზებული ვუყურებდი ანდრიას, არა არ ვეჭვიანობ მასზე რატომ უნდა ვიეჭვიანო ჩემი შეყვარებულიც არ არის, უბრალოდ თავს ნაღალატევად და იმედგაცრუებულად ვგრძნობ, მგონია, რომ გამომიყენეს ერთი დღისთვის. ფიქრებში ვიყავი გართული, რომ უცებ ანდრიას გაბრაზებული ბოხი ხმა მომესმა, წარბები შეკრული ჰქონდა და გაბრაზებული უყურებდა გოგოს.
- აქ რა გინდა ანა! - მისი ხმა შემზარავი იყო, თითქოს მის მოკვლას აპირებდა.
ანა? მისი ყოფილი? ერთხანს ბედნიერებისგან ჩამეღიმა, იმიტომ იყო გაშეშებული, რომ მისი ყოფილის მოულოდნელად სტუმრობამ დააბნია, თან ძალიან გაბრაზებული ჩანს ანდრია. ესეიგი არ მოვუტყუებივარ და ჩემით არ თამაშობდა, ბედნიერი ვარ, რომ არ მიღალატა. ვიღიმი ჩემთვის ბედნიერად და უცებ გამახსენდა ანას სტუმრობა. აქ რატომ მოვიდა? რატომ აწუხებს ანდრიას? არ მესიამოვნა მისი ყოფილის ნახვა. სანდრომ თავი გამოჰყო სახლიდან და შეშფოთებული შეხედა ანდრიას და ანას, მერე მე შემომხედა და თვალით მანიშნა, რომ განგაში იყო.
- მომენატრე საყვარელო - საშინელი წიკვინა ხმა ჰქონდა ანას, მისი ხმის მოსმენისაც ბრაზი ვიგრძენი ისევ.
- მე არა და წადი აქედან ახლავე!.
- რატომ მაგდებ?.
- ანა ნუღარ ცდილობ ჩემით თამაშს.
- შენ მართლა იფიქრე, რომ არ გიყვარდი?.
- შეწყვიტე ჩემი მოტყუება!.
ანამ მას არ მოუსმინა და ძლიერად ჩაიხუტა ანდრია, მის კოცნას აპირებდა, მაგრამ ანდრიამ ხელი ჰკრა ანას. ანა დაბნეული შეხედა ანდრიას, მერე თვალები ატრიალა და სანდროს მიესალმა. დაუკითხვად შევიდა ჩვენც სახლში და დივანზე ჩამოჯდა.
- ახლავე აქედან გაეთრიე!.

მწარე წარსულიWhere stories live. Discover now