2

829 58 1
                                    

შესასვლელისკენ მიიწევდნენ. ერთმანეთის პირდაპირ იდგნენ მარი და ის უცნობი ბიჭი, რომელიც მარის ვერ გაეხსენებინა. უცებ ერთმანეთს შეხვდა ამ ორის თვალები. ერთმანეთს უყურებდნენ მწვანეთვალება და თაფლისფერთვალება. ორივე დაიბნა და წამით მზერა მოარიდეს. რაღაცის თქმა სურდა ბიჭს, როცა მარიმ დარბაზში შეასწრო.
-დათა-თქვა მარიმ, როცა ადგილი დაიკავა.
-რა თქვი?-გამოეხმაურა ქეთა.
-დათა ქვია იმ ბიჭს.
-რომელს, რამოდენიმე სკამის მოშორებით რომ ზის და გიყურებს?-ჩაება ანაც გოგოების საუბარში.
-რა?-შეიცხადა მარიმ.
-ჰო გოგო, მართლა.-ქეთამაც დაადასტუტა. მარის სახე გაუფითრდა, მაგრამ გულში გაიფიქრა ,,ეს უბრალოდ დამთხვევაა".
..............................................................................................................................................................................................................
მეორე დღეს ნიკა მარისთან ისევ მივიდა, მაგრამ მან უბრალოდ თავი დაიძვრინა და გაეცალა, იმედი ჰქონდა, რომ ეს ბიჭი ოდესღაც მიხვდებოდა, რომ არ აინტერესებდა და თავს დაანებებდა. საღამოს გოგოები მთაწმინდაზე წავიდნენ. მარიმ ჩაიცვა მაღალყელიანი კედები, დიდი ჟაკეტი, შავი მაისური, მუქი ლურჯი ვიწრო შარვალი. გოგოებმა პარკში ნაყინები იყიდეს, ბევრი ისეირნეს. შევინდებისას სახლში დაბრუნებულ მარის გიო თავისი სასტავით დახვდა.
-აქ რა ხდება ჩემი ძმა?-მხიარულად დახტა ტახტზე მარი.
-ვქეიფობთ სესტრა.
-უჩემოდ?
-ბოდეშე-გასძახა იკამ.
-ჰ კაი კაი, აბა რას ვშვებით?
-ვსვამთ ბოლომდე-გამოეხმაურა ლუკა.
-მშვენიერია!
................................................................................................................................................................
ღამის 3 საათამდე მაგრად იქეიფეს. მეორე დილით მარიმ საწოლიდან თავი ვეღარ აწია და სახლში დარჩენა გადაწყვიტა. 1 საათამდე ნებივრობდა საწოლში,მაგრამ გიოს ბრახა-ბრუხმა გააღვიძა.
-რა ხდება, ჰო კარგად ხარ?-გასძახა ძმას.
-მტერი შემოგვესია, დედოფალო!
-მაშ, შევუტიოთ!-წამოხტა და ბალიშებით გაიქცა ძმის ოთახისკენ. ბევრი ითამაშეს. მიუხედავად იმისა, რომ გიო 22-ის არის, უნდა ვთქვა, რომ მაგარი და-ძმობა ჰქონდა ამ ორს. შუადღეს გიოს ძმაკაცმა დაურეკა და გასვლა დააპირა, როცა მარიმ შეაჩერა.
-საით?
-ბილიარდი
-ეე, რა წესია? მე?
-სადმე წადით შენ, ანა და ქეთა, მაგრამ 9-ზე სახლში იცოდე.
-სად წავიდეთ მერე?
-რავი, მაგალითად, ბოულინგ ცენტრში.
-აუ რა მაგარია! აუ იო? ჰო იცი, როგორ მიყვარხარ?
-50 გეყოფა-გიომ დას ფული ხელში მიაჩეჩა.
-მიყვარხარ!
-აფერისტო.-გაეღიმა და შუბლზე აკოცა.
გიოს გასვლისთანავე მარიმ ტელეფონი მოიმარჯვა.
-აბა ჩემი გოგოები რას შვებიან?
-რა გინდა აბა პირდაპირ დაიწყე.
-ჩვენ მივდივართ ბოულინგ ცენტრში! მოემზადეთ, 15 წუთში მანდ ვარ.-არ დააცადა პასუხი ისე გაუთიშა ტელეფონი. თვითონაც მოწესრიგდა, გოგოებს გაუარა და წავიდნენ. შეაბიჯეს ბოულინგ ცენტრში და თუ გამოიცნობთ, ვინ დაინახა! ესეც თქვენი მეორე შეხვედრა!
................................................................................................................................................................

დილამშვიდობისა, მწვანეთვალებავ!Where stories live. Discover now