3

759 54 1
                                    

-აქ ვინ არის, ხედავთ?-გაოცებულმა ქეთამ უჯიკა გოგონებს.
-თან ძმაკაცებთან ერთად.-დაამატა ანამაც.
-დაწყნარდით, girls.-მარიმ ბურთს ხელი დაავლო, დაიკავა თავისუფალი ადგილი და ბურთი გააგორა.ყველა კეგლი წაიქცა, ეს, რა თქმა უნდა, არ გამოპარვია დათას ძმაკაცებს.
-აუ იმენა ყველა წააქცია! თან რა გოგოა! მაღალი და მწვანეთვალება.-როგორც კი მწვანეთვალება ახსენა მაშინვე გაიხედა დათამ და ძმაკაცებს უთხრა:
-არ დაგინახოთ, რომ გაეკაროთ რომელიმე!
-რა პონტში?-დაიწყო თვალების ციმციმი სანდრომ.
-ჩემი გოგოა!
-რა?? არ არსებობს! ეს ჰომ ის გოგოა, X ფაქტორიდან? რა ხდება 20 წლის კაცი ბავშვს გადაეკიდე?-სიცილით თქვა გუგამ.
-სართანია, გაჩუმდი!
-კაი გუგა დავანებოთ თავი. ბიჭი შეყვარებულია!
-სტურუა შენ გასაგონადაც ვთქვი-მიუბრუნდა მეორეს.
-არა, ძმაო, მაგრად თამაშობს!-ჩაერია ლუკაც.
დათამ ყურიც არ შეიბერტყა, გააგორა და ყველა კეგლი წააქცია. გასართობად წასულები საბოლოოდ ერთმანეთს ეჯიბრებოდნენ. რაუნდი მარიმ მოიგო. დათა მისკენ წავიდა და უთხრა:
-კარგად თამაშობ ,,X ფაქტორის გოგო"
-შენც, "ბიჭი face-დან"-უთხრა და წავიდა. მარიმ ამ ბიჭში რაღაც გამოიწვია და იგივეს თავადაც გრძნობდა. გოგოები გზას ფეხით მიუყვებოდნენ, როცა მათ გვერდით ჯიპი გაჩერდა.
-წავედით სახლში გოგოებოო-თქვა სართანიამ.
-კაი ნუ დააფეთე-მიმართა ლუკამ
დათამ თვალები გადაატრიალა და გოგოებს უთხრა:
-წამოდით, სახლამდე გაგიყვანთ.
-არა, გმადლობთ.-ცივად მიუგო მარიმ და დაინახა როგორ ჩაუკრა სანდრომ ქეთას თვალი. "ოღონდ ეს არა!" გაიფიქრა მარიმ და დაქალს შეხედა, რომელიც სანდროს შეხედვაზე ლამის დამდნარიყო. შეუმჩნევლად უჩქმიტა და ქეთაც გამოერკვა:
-ჰო, ჰო, არ გვინდა.
ანამ კი ხითხითი მორთო.
-კაი, რა. რატომ ხარ ასეთი უკარება?-ჩაეკითხა დათა.
-ვისთვის როგორ-თქვა და გზა გააგრძელა. ამ დროს გიომ საძმაკაცოთი მოაკითხა. მარი ძმასთან მივიდა და მაგრად ჩაეხუტა. გიომაც მოხვია ხელი. ანა კი შოთიკოსთან მივიდა, სულ დამავიწყდა, მეთქვა, რომ ეს ორი უკვე 1 წელია ერთად არიან. ქეთი იკას ამოუდგა და წავიდნენ. მარი გრძნობდა ვიღაცის მწველ მზერას და კარგად იცოდა, თუ ვის ეკუთვნოდა ის. მეორე დილით სკოლაში ჩვეულებრივისგან რადიკალურად განსხვავებული ვითარება დახვდა. ბიჭები, რომლებიც მასზე გიჟდებოდნენ, ახლა მას ახლოს არ ეკარებიან, მათ შორის ნიკაც კი.
-ღმერთო, რა დაემართა ამ ხალხს?-გაოგნებული იყურებოდა მარიამი.
-უცნაურია-გულზე ხელი დაიკრიფა ქეთამ.
-მაგრამ შენთვის უკეთესი!-დაამატა ანამ.
მართალია მარის არ უყვარდა ბიჭების ყურადღების ცენტრში ყოფნა და გულზე მოეშვა კიდეც, ეს ყველაფერი რომ შეწყდა, მაგრამ მაინც უკვირდა ეს ყოველივე. სახლში მივიდა. განსაკუთრებული არაფერი გაუკეთებია, წიგნი წაიკითხა და დაიძინა. მეორე დილით, როცა გაიღვიძა საწოლთან 1 ვარდი დახვდა წერილთან ერთად:
,,დილამშვიდობისა, მწვანეთვალებავ!"

დილამშვიდობისა, მწვანეთვალებავ!Where stories live. Discover now