4

735 61 2
                                    

-ეს რა ხუმრობაა? გიო, ეს რა არის? რას მეღადავები?-გასძახა ძმას ოთახიდან.
-რა გინდა?-მეორე ოთახიდან განოეპასუხა გიო.
-ვარდი და წერილი რამ დაგადებია აქ?
-მე არ გამიკეთებია.
-ჰო, დავიჯერე. სულებმა გააკეთეს.
-მაგაზე მოვიკლავ ახლა თავს, რომ შენ გიყიდო ვარდი და გიწერო წერილი.-მშვიდად მიუგო ოთახში შემოსულმა. მარიმ თვალები გადაატრიალა, ვარდი და წერილი კომოდში ჩადო და სკოლას მიაშურა. ყველაფერი უცნაურად ეჩვენებოდა, სკოლაში ყველა თავს არიდებს, მაგრამ ახლა ეს ვარდი და წერილი...
ეს ყველაფერი დაახლოებით 2 კვირას გრძელდებოდა. ყოველ დილას ხვდებოდა ვარდი ერთი და იმავე სიტყვებით:
,,დილამშვიდობისა, მწვანეთვალებავ!"
"ეს უკვე ზედმეტია! გიო ამას არ იზამს. აივანიც ჩაკეტილია....ან მეოთხეზე ვინ უნდა ამოძვრეს? ოჰ, რა თავსატეხია!" ფიქრობდა მარი. თუმცა მალე ეს ყველაფერი დასრულდა, ვარდი და წერილი აღარ დახვდა. მეორე დღეს მარისთან სახლში ანა, ქეთა, შოთიკო და ლევანი იყვნენ.
-აუ მაგარი მოვიფიქრე! მოდი, დღეს საღამოს წავიდეთ მამაჩემის კლუბში.-ბედნიერმა წარმოთქვა შოთიკომ.
ყველას მოეწონა ეს აზრი.
მიუხედავად იმისა, რომ არასრულწლივნები იყვნენ (სამეგობროს ნახევარი), კლუბში უპრობლემოდ შევიდნენ. მარი მაგარ დროს ატარებდა, სანამ დათა არ დაინახა, რომელიც გახევებული იდგა და დაბღვერილი უყურებდა. "ეს რა, დამყვება?!" გაიფიქრა მარიმ და ამ დროს საცეკვაოდ გაიწვიეს.
-ხელი გაუშვი.-მოესმა ზურგს უკან ნაცნობი ხმა.
-რამე პრობლემაა, ძმა?-ეჭვისთვალით ახედა ჩემმა "პარტნიორმა" ჩემს უკან მდგომს.
-კი, ხელი გაუშვი.-ისევ გაიმეორა.
-მგონი ვცეკვავ.-მამისმკვლელი სახით გახედა დათას მარიმ.
-არ მაინტერესებს!- მკლავში ჩაავლო ხელი და გამოიყვანა.
-შენ სულ გაუბერე ხო?!-გაბრაზებული უყურებდა მარიამი დათას.
-უცხოს რატო ეცეკვები?
-შენი საქმე არაა.-მშვიდად მიუგო გოგონამ.
-აბა ვისი საქმეა გოგო ჩემი თუ არაა?-გამწარებული იყო დათა.
-დაწყნარდი, კაი?-მარი გაეცალა და ისევ კლუბში შებრუნდა. დალია ჯერ 1..2..3 ჭიქა სასმელი, ერთი ახსოვდა, როგორ ეჩხუბებოდა ანა, მერე გონება დაკარგა.

დილას საკუთარ საწოლში გაეღვიძა. თავი უსკდებოდა. კარებზე ზარი იყო, ძლივს წამოიზლაზნა და კარებამდე მიაღწია. დიდი ყუთი იდო, წერილით:
"ჩემს მწვანეთვალებას!"
გახსნა და შოკოლადები ეწყო.
"აუ ეს ხალხი ვერაა! მაგრამ შოკოლადზე უარს არ ვიტყვი!" გაიფიქრა მარიმ და შოკოლადების დიდი შეკვრა სახლში შეიტანა.

დილამშვიდობისა, მწვანეთვალებავ!Where stories live. Discover now