8

1K 64 6
                                    

როდესაც უხერხული სიჩუმე ჩამოწვა დათა მარისთან ჩამოჯდა.
-....ჩვენც გვაქვს სალაპარაკო.
მარიმ გაკვირვებულმა გახედა.
-რასთან დაკავშირებით?
-იმ ტიპთან....სახლში რომ შემოგივარდა.
-არაფერია სალაპარაკო.
-როგორ თუ არ არის? გიოს აუცილებლად უნდა დაველაპარაკო მასზე. ისევ იგივე რომ გაიმეოროს?
-.....-მარიმ პასუხი არ გასცა. წამოდგა და სახლში შესვლა დააპირა როცა დათამ მკლავებში ხელი ჩაავლო, მოატრიალა და  ტუჩებზე დაეწაფა. მარიმ შეწინააღმდეგება ცადა. მაგრამ მიხვდა, რომ არ სურდა წიმააღმდეგობის გაწევა. ლამის მკლავებში ჩაადნა დათას. როცა ერთმანეთს მოწყდნენ, დათამ ამოთქვა.
-ჰომ იცი, რომ შენზე ვნერვიულობ? ჰომ იცი, რომ მიყვარხარ? შენ იმავეს არ გრძნობ ჩემს მიმართ?
მარი აწითლდა. თავი დაუქნია. დათამ კი გულში ჩაიკრა.
-მეც მიყვარხარ!-დაიჩურჩულა მარიმ და დათას აჩქარებულ გულისცემას მიუგდო ყური. თუმცა, ეს ბედნიერი მომენტი დიდხანს არ გაგრძელებულა. დათას ტელეფონმა ზუზუნი დაიწყო.
-ალო.
-.......
-რაა??-შეიცხადა დათამ.
-.......
-მოვდივარ-თქვა და კიბეებზე ჩაირბინა, ვერც მოასწრო მარიმ რამის კითხვა ისე გაიქცა განერვიულებული დათა. მეორე დღეს ეს ბავშვებიც მიდიოდნენ და ბარგის ჩალაგებას შეუდგნენ. დატოვეს სვანეთი და ის წუთები, ის ბედნიერი დღეები გაიყოლეს, რომლებიც მათ ერთმანეთთან აკავშირებდათ.
მარიმ სცადა დათასთან დაკავშირება. თუმცა მას ტელეფონი გამორთული ჰქონდა.
თბილისში ჩასვლისას კი გიომ მეგობრებს შესთავაზა.
-მოდით რესტორანში წავიდეთ!
მოეწონათ ეს იდეა. ყველა მიდიოდა იქ დათას გარდა. მარიამმა დათას შესახებ არაფერი იცოდა და ნერვიულობდა. თამ მეგობრებთანაც ვერ ამბობდა. მათ ხომ არ იცოდნენ მარის და დათას ამბავი.
რესტორანში მისვლისას მარი მთელი ეს დრო მოწყენილი იყო. ყველა ცეკვავდა წყნარ სიმღერაზე. მხოლოდ მარი იჯდა.
-შეიძლება?-მოესმა ნაცნობი ხმა. ის ხმა, რომელიც სიგიჟემდე უყვარდა, გაეღიმა და დათას მთელი ძალით ჩაეხუტა. საცეკვაოდ გავიდნენ. მარი უბედნიერესი იყო.
-რა მოხდა?
-არაფერი ისეთი...უბრალოდ კომპანიაში იყო პრობლემები. ახლა ყველაფერი რიგზეა.
მარიმ შვებით ამოისუნთქა და დათას მხარზე თავი დაადო. ნელა ირწეოდნენ დარბაზის შუაგულში Ed Sheeran-ის Thinking out loud-ზე.
-....ანუ, ერთად ვართ?-გულუბრყვილოდ ახედა მარიმ დათას.
-ჰო.-დათამ უსაყვარლესად გაეღიმა და თავზე აკოცა.
მაგიდასთან დაბრუნებულებს მეგობრები ყიჟინით და ოვაციებით შეხვდნენ.
5 თვე ერთად იყვნენ. შემდეგ კი დათამ გადაწყვიტა, ახალი ნაბიჯი გადაედგა და მარის ხელი სთხოვა.
...
ეკლესიაში იდგა უბედნიერესი წყვილი და ჯვარს იწერდა, ეს დღე მათთვის ახალი ცხოვრების დასაწყისი გახდა, ისინი იქნებიან მუდამ ერთად, მათ კი მხოლოდ სიკვდილი დააშორებთ. ჯვარდაწერილები რესტორანში მივიდნენ, აი, ზუსტად იქ, სადაც დათამ და მარიმ პირველად იცეკვეს. იდგნენ ისევ იმ ადგილას, უზარმაზარი დარბაზის ცენტრში და უხაროდათ, რომ დადგებოდა ის ბედნიერი დღე, როდესაც მათ ექნებოდათ ლამაზი, პატარა ოჯახი..
დილას თვალების გახელისას მარი თავს უბედნიერესად გრძნობდა, რადგან ხედავდა მის გვერდით მძინარე დათას და უხაროდა, რომ ახლა დათას ცოლი ერქვა. წამოჯდა და თეთრ ტუმბოზე წითელი ვარდი დაინახა.გაეღიმა და მძინარე დათას აკოცა, რომელიც შეიშმუშნა, თვალები გაახილა და ღიმილით უთხრა:
-დილამშვიდობისა, მწვანეთვალებავ!
*დასასრული*

🎉 You've finished reading დილამშვიდობისა, მწვანეთვალებავ! 🎉
დილამშვიდობისა, მწვანეთვალებავ!Where stories live. Discover now