თავი 4

2.3K 257 18
                                    


ჯონკუკი

როგორც კი სახლში შევედით თეჰიონი საკოცნელად დამეტაკა. ჯიმინმა გულგრილი სახე მიიღო, მარტო ის იკითხა, თუ სად იყო მისი ოთახი. რამდენიმე ხანი დამჭირდა მომწყდარიყავი ამ ტკბილ და მიმზიდველ ტუჩებს და მეპასუხა. მეტჯერ მისთვის ყურადღება არ მიგვიქცევია. ჩვენ მეტად სასიამოვნო რაღაცეებს ვაკეთდედით. გაოგნებული ვარ, რომ ამდენი ხნის მანძილზე თეჰიონი არ მომბეზრებია. მე ის ისევ და ისევ მინდოდა.

მომიწია ომეგასთვის დამეძახა საჭმელად, რადგან მისი შიმშილით სიკვდილიღა მაკლდა. შემდეგ ისევ დავბრუნდი ჩემს ოთახში და დაწყებული გავაგრძელეთ.

არ ვიცი რამდენ ხანს გრძელდებოდა,მაგრამ უცბათ ქვევიდან მამაჩემის ხმა გავიგონე, რომელიც უდროო დროს მოვიდა. მთელი საღამო ლაპარაკობდნენ. რა იყო ამდენი განსახილველი, ჩემთვის ამოუცნობი იყო. დისკუსიაში იყვნენ ჩაფლულები და ყურადღებას არავის აქცევდნენ, ეს მაძლევდა საშუალებას შეუმჩნევლად წავსულიყავი თეჰიონთან.

ისინი გვიან ღამემდე ისხდნენ და შემდეგ დაიშალნენ. ის ფაქტი არ მასვენებდა რომ მამაჩემიც ჩვენთან ერთ ჭერქვეშ რჩებოდა. თეჰიონიც უკმაყოფილო იყო, წასვლასაც კი აპირებდა, მაგრამ მე გადავაფიქრებინე. შემდეგ დღეს როდესაც ჩემი ქმარი და მამაჩემი სადღაც გაუჩინარდნენ და გვიან ღამით დაბრუნდნენ, უკვე ყველაფერი ფეხებზე მეკიდა. მთელი კვირა ასე იყო და სახლში არ მოდიოდა. ერთხელ კიდეც დამაინტერესდა, სად მიდიან გამუდმებით.

-არაფრის თქმა არ გინდა ჩემთვის? - მომენტი შევარჩიე, როდესაც მამა ჯიმინს ელოდებოდა, მეც მას შევეკითხე. მანაც ეშმაკურად ჩაიცინა და მიპასუხა:

-შენთვის რა სულერთი არა? შენ ხომ საყვარლით ხარ დაკავებული, რა შენი საქმეა სად მივდივართხოლმე?

-ის ჩემი ქმარია, უნდა ვიცოდე სად დაეთრევა, -ვუპასუხე მე, მაგრამ მაშინვე მივხვდი, რომ ეს ტყუილად გავაკეთე, მისი თვალები სიბრაზით აივსო, და კბილებში გამოსცრა:

black swan  [ JIKOOK ]  დასრულებულიაWhere stories live. Discover now