თავი 13

2.1K 251 15
                                    


ჯიმინი.

სუნთქვა შეკავებული ვუსმენდი მონაყოლს.

-დაახლოებით სამი წლის წინ, - დაიწყო სპეციალისტმა, -შემოთავაზება მივიღე, რომ  შემედგინა ფორმულა. მითხრეს რომ ეს იმათთვის იყო საჭირო, რომლებმაც საკუთარი ჭეშმარიტი წყვილი ვერ იპოვეს და ძალდატანებით დააქორწინეს... სწორედ ამიტომაც დავთანხმდი. ძლიერო ფერომონი შევქმენი, გადავეცი დამკვეთს, გავაფრთხილე, რომ მხოლოდ ალფას და ომეგას სიახლოვის შემდეგ გამოიყენებდნენ.

-სიახლოვის? - უცბათ ვერ მივხვდი მე.

-სექსის შემდეგ, - მან განაგრძო. - გავიდა ნახევარი წელი და ერთი ადამიანი მოკვდა ცდის შემდეგ, ვერავინ მიხვდა თუ რატომ, მე კიდევ თავში ცუდი აზრი მომივიდა, რომ აქ ყველაფერი სუფთა არ იყო. მოვთხოვე დამკვეთს ის სითხე, რომელშიც ფერომონი იყო შერეული, მე დაკვირვება ჩავატარე და ძალიან შემეშინდა.

ცოტახანს შეჩერდა, თავი დახრილი ქონდა. ასე იყო რამდენიმე წუთი,შემდეგ კი ისევ განაგრძო:

-იმ შემადგენლობას, რომელიც მე შევადგინე, დამატებული ქონდა უძლიერესი ნარკოტიკი. ის შეჩვევას იწყებდა ტვინის უჯრედებს მალევე კლავდა, - მისი ნათქვამით შოკში ვიყავი.

დამაინტერესდა, ვის და რატომ დასჭირდა ასეთი რამე, მაგრამ თავში თითქოს უცბათ ჩამარტყეს. სპეციალისტს შევხედე და ფრთხილად დავინტერესდი:

-და ვინ იყო დამკვეთი? შემთხვევით კიმ სონვო ხომ არა? -ჩემში ეჭვმა გაიღვიძა ჩემი ქმრის საყვარლის მიმართ, და როდესაც ის მძაფრი სურნელი გამახსენდა, რომლისგანაც თავბრუ მეხვეოდა, ეგრევე ეჭვი დამებადა.

-როგორ გამოიცანი? -გაუკვირდა მას. მე კიდევ ჩემი დაკვირვებები გავუმხილე დამკვეთის შვილზე.

ეხლა მის თვალებში იყო საშინელება. ვერცერთმა ჩვენგანი ვერ მიხვდა, თუ რა სჭირდებოდა თეჰიონის მამას ჯონკუკისგან. მაშინვე თვალწინ კადრები დამიდგა, თუ როგორ ეჭირა ჩემს ქმარს თავი ხელებით.

black swan  [ JIKOOK ]  დასრულებულიაWhere stories live. Discover now