თავი 17

1.9K 244 29
                                    


ჯიმინი

საავადმყოფოში გავიღვიძე. ჩემს გარშემო ექიმები მოძრაობდნენ. ანალიზებს იღებდნენ. სანამ ისინი თავის საქმეს აკეთებდნენ, მე ერთი საშინელი აზრი მომივიდა: ჩვენი ქალაქი დიდი არ არის, მარტო ერთი საავადმყოფოა, ეს იმას ნიშნავს, რომ ჩემთან ახლოს ჯონკუკი იმყოფება. მთავარია, რომ ჯერ სიმართლე არ გაიგოს. ჯერ კიდევ ადრეა.

როდესაც პალატიდან გასასვლელად გავემზადე, დავინახე ჯონკუკის ზურგი, რომელიც ერთ ალფას ელაპარაკებოდა. ბედიც ამას ქვია! სწრაფად შემოვტრიალდი უკან. საწოლზე დავჯექი და ჩავფიქრდი. რას აკეთებს ზუსტად ჩემი პალატის წინ? ნუთუ სურნელი მაინც იგრძნო? მაშინ ორსულობაზეც გაიგებს.

ჯონსუს დავურეკე და დიდი ხნის ლოდინის შემდეგ მიპასუხა და დავინტერესდი მისი ამბებით. მან გამახარა იმით, რომ თეჰიონის მამა დააპატიმრეს და უკვე ჩვენებას აძლევს. წასასვლელი არსად ქონდა, შემთხვევის ადგილზევე დაიჭირეს. როგორც ჯონსუსმ მითხრა, ის სახლის ნარკოტიკით გაჟღინთვას აპირებდა და არ იცოდა ჯონკუკის საავადმყოფოში ყოფნა. ის რომ იმ მომენტში სახლში ყოფილიყო, გაურკვეველია, თუ როგორი შედეგს გამოიღებდა ამდენი ნარკოტიკის დოზა და კონცენტრაცია.

-მამა, ჩემი პალატის წინ ჯონკუკი დგას, არ ვიცი როგორ მოვიქცე, სასწრაფოდ უნდა გავიქცე აქედან.

-მალე ანალიზების პასუხი იქნება მზად, შემდეგ კი წაგიყვან,- მაშინვე მიპასუხა ჯონსუმ. მე კიდევ მოუთმენლად დავიწყე პალატაში სიარული.

-ოღონდ ბავშვს ყველაფერი კარგად ქონდეს, -გათიშულმა ხმამაღლა ჩავილაპარაკე. -რადგან გაურკვეველია,თუ როგორ იმოქმედებდა ის ნაგავი მასზე.

-არანაირად არ იმოქმედა, -გაისმა ექიმის ხმა და მოულოდნელობისგან ლამის შევხტი. -მას ყველაფერი კარგად აქვს.

ამ სიახლით გახარებული დავინტერესდი:

-ესეიგი შემიძლია წავიდე? -მან ეჭვით შემომხედა, მაგრამ შემდეგ დათანხმება მოუწია.

black swan  [ JIKOOK ]  დასრულებულიაWhere stories live. Discover now