თავი 11

2K 262 32
                                    


ჯონკუკი.

დღევანდელი დილა არც ისე კარგად დაიწყო. შეიძლება ითქვას, საზიზღრადაც კი. თეჰიონი გაღვიძებული არ იყო, თავისი სიზმრის შესახებ დაიწყო მოყოლა, როგორ დაკატაობდა რომელიღაც მანქანით. მე ეს საერთოდ არ მაინტერესებდა. შემდეგ კი უფრო საინტერესო დაიწყო.

-ჯონკუკ, მინდა რომ ეგეთი მყავდეს,  მანქანა კიარა, ნამდვილი ოცნება იყო, - ტკბილად თქვა მან.

-მერე იყიდე ეგეთი, -გამიკვირდა. -მე რა შუაში ვარ?

-მინდა რომ ის შენ მაჩუქო, -მკიცედ თქვა მან, რამაც ძალიან გამაოცა.

-და ვითომ რატომ უნდა შევასრულო შენი სურვილი, რომელიც მოთხოვნას უფრო გავს? -თვალების მოჭუტვით ვუყურებდი საყვარელს.

ამაზე არაფერი მიპასუხა, უბრალოდ მხრები აიჩეჩა. მაგრამ მე გავიმეორე კითხვა, რადგან მისი ქცევები ამ ბოლო დროს ნერვებს მიშლის და მაღიზიანებს. დამატებით კი ეჭვებიც მებადება.

-მე ასე მინდა, -მიპასუხა მან, შემდეგ კი პრეტენზიულად დაამატა: - ყველა ალფა თავის საყვარლებს კარგ საჩუქრებს ჩუქნიან, შენ კიდევ...

დამთავრება არ დავაცადე. ლოგინიდან წამოვხტი და უბრალოდ მარტო დავტოვე ოთხაში.

სასწრაფოდ უნდა განვიტვირთო. თეჰიონი მძაბავს. და მისი ამ სურნელით ბოლო პერიოდში თავბრუს ხვევა დამეწყო და გულის რევა. სურნელი ყოველ დღე უფრო მახრჩობელა ხდება და სულაც აღარაა სასიამოვნო. თავს გაცილებით ცუდათ ვგრძნობ. გონება მხოლოდ იმ ომეგათია დაკავებული, როლმის სურნელსაც ჭკუიდან გადავყავარ.

ვეცადე ყველანაირი ცუდი ფიქრები თავიდან ამომეგდო და სალონში წავედი. თავი ცოტათი უნდა მოვიწესრიგო და საბოლოოდ დავიწყო ჩემი წყვილის ძებნა.

მივედი თუ არა ჩემთან მაშინვე სიმპატიური ომეგა მოვიდა. სხვა დროს მის შებმვას დავიწყებდი, მაგრამ დღეს ხასიათზე არ ვარ, ამიტომაც ჩუმად დავჯექი კრესლოში.

black swan  [ JIKOOK ]  დასრულებულიაWhere stories live. Discover now