თავი 2

780 54 66
                                    

მწყობრიდან გამოსული რეაქტიული ძრავის გუგუნი, ცეცხლის ალების ტკაცუნი და გადარჩენილთა განწირული კივილი ერთ დროს მშვიდ გარემოს აყრუებდა.

სმენა დახშულსა და ტკივილისგან სხეულ დაბუჟებულ ოლივს, სადღაც შორიდან, ქარის წუილივით ესმოდა შეჯახებისგან აალებულ თვითმფრინავში მოყოლილი გადარჩენილების მოთქმა და გოდება. სადღაც შორიდან საშველად გამზადებული ხალხის ძახილიც ესმოდა, მაგრამ თავად არცერთ მათგანზე გამოპასუხების თავი არ ჰქონდა.

ჭრილობებითა და ძლიერი დაცემისგან დარჩენილი გაბრუებული სხეულით მხოლოდ თვალების მძიმედ დახამხამება შეეძლო.

მთელი მისი გონება მიღებულ შოკს გამოეთიშა და რეალობასთან თვალის გასასწორებლად მტკიცე უარი განეცხადებინა.

დაბურული გამოსახულება ნელ-ნელა იწმინდებოდა. თავდაყირა დაყენებული თვითმფრინავის ჭერზე ჩამოკიდებული უკანასკნელი ძალებით ჩამოკიდებული სავარძლები, უმნიშვნელო ნიავზეც კი, შემოდგომის ოქროსფერი ფოთლრბივით ირხეოდნენ.

მათ გვერდით გაფატრული, ჯართის გროვად ქცეული თვითმფრინავიდან, ცა ისევ ძველებურად კაშკაშებდა. მის უკიდეგანო სივრცეში თოლიები კვლავ ჩვეულ გეზს მიუყვებოდნენ და ბევრისთვის სიკვდილად ქცეულ მგზავრობას ისე არიდებდნენ თვალს, თითქოს საბედისწერო ცვლილებები არც კი დაენახათ.

ბედს მინდობილმა ლამაზმანმა ნელ-ნელა დაიწყო გარემოების აღქმა.

თვალების ზანტად დახამხამების შემდეგ, პირველად გაარჩია მის წინ, ერთმანეთზე მიწყობით მისვენებული უსიცოცხლო სხეულები, თუნუქის ქილასავით დაჭყლეტილი თვითმფრინავის მონგრეული ნაწილები და აქა იქ, განადგურებული თვითმფრინავიდან ჩამოყრილი უზარმაზარი მეტალის ნაჭრები.

ზურგს უკან გაგონილი ხროტინი ოლივისთვის უნებლიედ წარმოუდგენელ კოშმარში გამოღვიძების პირველ ნიშნად იქცა.

კუნძული (რედაქტირების პროცესში)Donde viven las historias. Descúbrelo ahora