თავი 4

569 65 171
                                    

-შენ?
შიშისა და მოულოდნელად გამოჩენილი უცნობის დანახვით დაბნეულ ოლივს ონებლიედ აღმოხდა და ხიდან ჩამოძვრომა წვალებით დაიწყო.

-ხო მე...-მოულოდნელი ნაცნობის ჯუნგლებში დანახვით დაბნეულმა ნოამ სიბნელეს შეჩვეული თვალები  გარემოს მოავლო, გოგოსთან ზედმეტი ფიქრის გარეშე მივიდა და ხიდან ხუთი წლის ბავშვივით ჩამოსვა.- აქ რას აკეთებ?

საიდუმლოებებითა და მძიმე ცხოვრებით მხრებ დამძიმებულ ნოას ჯერ კიდე ვერ გაეგო ამ ვარსკვლავ გოგონას, საშიში  ჯუნგლების შუაგულში  რა ესაქმებოდა.

-ლუკი არ დაბრუნებულა? მეგონა უბრალოდ დამივიწყა, მაგრამ თუ არ დაბრუნებულა... 

-დაბრუნდა._მშვიდი პასუხით  გააწყვეტინა ბიჭმა დაზაფრულ ოლივს  და ზურგს უკან მოჩუხჩუხე წყაროს შეუმჩნევლად გახედა.

-წყალი გიპოვიათ._უემოციოდ ჩაილაპარაკა ნოამ წყარომდე დარჩენილი მანძილი უკითხავად დაფარა და მუჭში დაგროვებული წყლით, მთელი დღის წყურვილი დაიცხრო.

-ლუკს წყაროზე, ან ჩემზე არაფერი უთქვამს? -ხმა გაბზარულმა ოლივმა ძლივს გასაგონად ჩაიბუტბუტა და უცხო, შემაწუხებლად მძიმე გრძნობის თავიდან მოსაშორებლად ღრმად ჩაისუნთქა.

-რამხელა იმედგაცრუებაა არა?_მოულოდნელად წამოიძარა ნოამ და წყლით ამჯერად მაისური ჩამოიწმინდა.

-უკაცრავად?-ბიჭის ხმაში გავლებულმა უცხო ინტონაციამ ოლივი დააბნია.

-იცი რომ არც უხსენებიხარ? თქვა რომ გზა იპოვა და დილით წამოიყვანდა ხალხს. ისე იქცეოდა თითქოს აქ არც  არავინ დაეტოვებინა.

უცნობის სიტყვების მოსმენით გულმოკლულს, პირველად განეცადა რამდენად მწარე გემო ჰქონდა ღალატს.

პირველად ტიროდა არასწორი სიყვარულის, მეგობრების და ცხოვრების გამო. აღარავინ ჰყავდა.  აღარავინ, ვისაც გაახსენდებოდა და მასზე იღელვებდა.

კუნძული (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now