თავი 9

513 38 41
                                    

მეორე დილით პირველმა ოლივმა გაიღვიძა. ნოას ჯერ კიდევ მშვიდათ ეძინა. ფრთხილად წამოდგა პატარა მეთაური და კარვიდან გავიდა.

ორი კვირის განმავლობაში შეძენილი ჩვევისამებრ სანაპიროზე გამოსული ხალხი მოათვალიერა და  მაშინვე შეცბა, როგორც კი თვალის დახამხამებაში მის წინ ერთ-ერთმა გულამოვარდნილმა გადარჩენილმა მიირბინა.

-ოლივია, რაღაც ვიპოვე. რაღაც ისეთი, რაც აუცილებლად დაგაინტერესებს.

ოლივმა არსაიდან გამოჩენილ ბიჭს პასუხი ვერ გასცა. მის წინ ასვეტილი შავგვრემანი ბიჭი ორი დღის განმავლობაში  არსად ენახა, მისი სახის გამომეტყველებიდან კი იმის თქმა შეიძლებოდა, რომ თავს გადახდენილს საშინლად დაეზაფრა.

-შენ, შენ ბოლო ორი დღე არსად ჩანდი და ვერ შევამჩნიე, მაპატიე.  სად იყავი? ხომ არაფერი შეგემთხვა?

საბოლოოდ გამოფხიზლებულმა და აღელვებულმა ოლივმა პანიკურად აათვალიერა ბიჭი.

კუნძულის ნეთაურის რეაქციით გახალისებულ რენდის უნებურად გაეღიმა და გიშრისფერი შავი თმა ხელით უკან გადაიწია.

-ოლივია დამშვიდდი. კარგად ვარ.-ჩუმად ამოიოხრა ბიჭმა და საუბარი განაგრძო.

-შენ თქვი რომ კუნძულის შესწავლა და თავის გადარჩენა უნდა გვეცადა.  გადავწყვიტე სანაპიროს გავყოლოდი და უკეთ შემესწავლა აქაურობა, მაგრამ ამასაც არ მოველოდი. ის, რაც მე აღმოვაჩინე უბრალოდ მეტყველებას დაგაკარგინებს. არ ვიცი მსგავსი რამ როგორ ავხსნა ან რა მიზეზი მოვუძებნო.

-რა იპოვე? მითხარი, რომ სხვა ცივილიზაციაა.
ოლივმა რენდის ჯერ კიდე გაოცებულ ტონს ყურადღება არ მიაქცია იმედიანად იკითხა.

-ნეტა მაგის თქმა შემეძლოს.
-შორს არის?
-ერთი დღის სავალზეა.
-კარგი. მისი შესწავლა ღირს? რას ფიქრობ, გუნდის შეკრება და იქ წასვლა საჭიროა?

რენდის მოწოდებული ინფორმაციით დაინტერესებულმა ოლივმა თანამაცხოვრებელს მაშინვე ჰკითხა და გარემოს მოთვალიერება, საჭირო კანდიდატების მოსაძებნად დაიწყო.

კუნძული (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now