თავი 6

503 50 140
                                    

ცას მოწყვეტილმა ნაღვლიანმა ცრემლებმა ოლივია უჩვეულო გარემოში გამოაღვიძა.

პირქუში, პირდაღებული ღრუბლებიდან ჩამოქცეული წვიმის წვეთები ერთი მეორეს მიყოლებით მიიწევდნენ ცოდვილი მიწისკენ და კუნძულის ახალ მაცხოვრებლებს აშინებდნენ.

მიწას მიჯაჭვული ოკეანე, თითქოს ძველი მეგობრის ტკივილს ხელგაშლილად ეგებებოდა და ცის ცრემლებს მასში მდუმარედ იტევდა.

მოულოდნელი სანახაობით ადგილს მიჯაჭვული ოლივი, ათი დღის შემდეგ, დადუმებულ ოკეანეს უძრავად შეჰყურებდა და ფიქრობდა, თუ რა ხდებოდა სამყაროში, რომელიც დატოვა.

ცის ურჩი ცრემლები მიწისკენ სწრაფვას განაგრძობდნენ და ყველა იმ დაპრკოლებას თელავდნენ, რომელიც გზად ხვდებოდათ.

-ადექი პატარა მეთაურო, შენი ავადმყოფობა არავის აწყობს.

ნოას ჩვეულმა უემოციო ხმამ მიწაზე  წამომჯდარი ოლივი გამოაფხიზლა.   გარემო სიტუაციას გოგო ისე ჩაეთრია მის უჩვეული მშვენიერებაში, ვერც კი გაეგო როგორ სველდებოდა.

სიტუაციის შესასწავლად, ოლივმა წამიერად ახედა იდუმალ ჭაობისფერ თვალებს და მზერა თანამაცხოვრებლებზე გადაიტანა.

პირქუშ ამინდს ერთ მუშტად შეკრული გადარჩენილები პატარა ჯგუფებად დაეყო.

მათი ნაწილი წვიმას ტროპიკული ხეების ძირში, ნაწილი კი იმ თვითმფრინავში ემალებოდა, სადაც ჯერ კიდევ ტრაგედიას შეწირული მიცვალებულების ფერფლი ინახებოდა.

-რა უნდა გავაკეთო?
უმწეოდ დაიჩურჩულა ოლივმა და სიცივისგან აკანკალებული ხელები მხრებზე მოიხვია.

მიუხედავად იმისა, რომ გადარჩენილების პრობლემის ესმოდა, თავს იმ გარდაცვლილების მიმართ მაინც დამნაშავედ თვლიდა, რომელთაც არც გადარჩენისა და არც ღირსეულ ადგილას განსვენების საშუალება მიეცათ.

-ჯერ ადრეა, თავის გადარჩენაზე იფიქრე.
დინჯი ხმით გადასჩურჩულა ნოამ ოლივს და გოგოს ერთ-ერთი ფართე ფოთლიანი  ხისკენ გაუძღვა.

კუნძული (რედაქტირების პროცესში)Where stories live. Discover now