თავი 7

1.3K 84 7
                                    

უკვე 10:00 იყო ჩვენ კი ისევ ბიბლიოთეკაში ვიყავით. ნიკა მიყვებოდა ყველაფერს ნარკოტიკების შესახებ და თან რაღაცეებს იწერდა. ძალიან მონდომებით მიხსნიდა თითოეულ დეტალს რამაც გამაკვირვა. არ ვიცი რა დაემართა მაგრამ ასეთი რომ ბევრად მომწონდა ამაში დარწმუნებული ვიყავი. ყველაფერი წავიკითხეთ ამოვწერეთ და ძლივს მოვრჩით.
-ხვალე ლექციების შემდეგ გასასვლელთან დაგხვდები და წავიდეთ იმ ბიჭთან. დღეისთვის კი მგონი საკმარისია. - მითხრა და წიგნი დახურა.
-ამმ... კარგი. წავიდეთ. -  ავდექი კურტკა შემოვიცვი რომელიც სკამზე იყო მიფენილი. ტელეფონი შევამოწმე, ო ღმერთო. მამაჩემს დაურეკავს თან სამჯერ. ნამდვილად მომკლავს.
-ვაიმე . - ვერ გავიაზრე ისე ვთქვი ეს წინადადება და თან ტელეფონს ჩავცქეროდი.
-რა იყო, მოხდა რამე? - აფორიაქდა და ჩემსკენ მოიწია.
-მამაჩემს დაურეკავს მე სულელმა კი ხმა ვერ გავიგე. - თავი ხელებში ჩავრგე -ნამდვილად მომკლავს. - წინადადება ისე ვთქვი პოზა არ შემიცვლია.
-ეი დამშვიდდი. - ნიკამ თავი ამაწევინა. მისი ბოხი ხმა ახლა შედარებით მშვიდი იყო. რამაც ნამდვილად იმოქმედა და ცოტა არ იყოს დავმშვიდდი კიდეც.
-მე მიგიყვან სახლში და თუ გინდა ავუხსნი კიდევაც მამაშენს ყველაფერს.
-გაგიჟდი? ბიჭთან ერთად რომ დამინახოს თან ამ შუაღამეს გარეკავს ალბათ.
-რატო აქამდე ბიჭთან ერთად არ უნახიხარ? - ჩაეღიმა
-არა! - მკაცრად და მოკლედ ვუპასუხე.
-ანუ მე პირველი ვარ შენთვის? - ჩემთან ახლოს თან ძალიან ახლოს მოიწია და თვალებში ჩამხედა. ერთ წუთს ვიფიქრე სერიოზულად მეკითხებათქო მაგრამ მერე გონს მოვეგე და უკან გავწიე.
-ნუ სულელობ რაღაცეებს. - ჩანთა ავიღე და გასასვლელისკენ გავემართე. ისიც ამედევნა.
-არა, რატომ. მაინტერესებს აქამდე შეყვარებული თუ გყოლია.
-ეგ შენი საქმე არაა.
-კაი რაა. ნუ მეუხეშები.
-არ გეუხეშები უბრალოდ არ მიყვარს ჩემს საქმეში რომ.ერევიან.
-მე რომ შენ გეხმარები შენს საქმეში? მაგაზე რას იტყვი?
-არ გაძალებ. თან ათასჯერ გითხარი დაყვედრებული არაფერი არ მინდათქო. ბიბლიოთეკიდან გავედი და ტრასას შევსცქეროდი ტაქსის მოლოდინში.
-წამო მე წაგიყვან. - მანქანისკენ გაემართა.
-არ მინდა წავალ ჩემით.
-რატომ ხარ ასეთი ჯიუტი?
-არ ვარ ჯიუტი.
-წინააღმდეგობა რომ არ გამიწიო არ შეგიძლია ხომ?
-არ ვარ ჯიუტი უბრალოდ გითხარი ჩემით წავალთქო. აი ტაქსიც მოდის. - გზაზე ტაქსის მანქანა გამოჩნდა, ხელი დიდი ამბიციით დავუქნიე მაგრამ, რად გინდა, არ გამიჩერა. დაკავებული იყო.
ნიკას ამაზე ჩაეცინა.
-მოდი მოდი. - ხელი მანქანის კარებისკენ გამიწოდა, რომელიც უკვე გაღებული ჰქონდა. ღმერთო როგორ მაღიზიანებს მისი თავდაჯერებულობა.
პასუხი ისევ არ გამიცია.
-კაი ნუ ატრაკებ ამდენს.
-რას ვშვები? - თვალები წამომენთო. მას კი ამაზე გაეცინა.
-ანუ არ მოდიხარ? - ისევ არაფერი მიპასუხია.
-კარგი. შენი საქმის შენ იცი. მაგრამ იცოდე აქ ძალიან ბევრი გუდიანი კაცი დადის და შეიძლება წაგიყვანოს.
-იი ძაან სასაცილოა. - ირონიულად ვუთხარი.
-მოდიხარ თუ არა. - ახლა უკვე მკაცრად მკითხა. - გუდიანი კაცის არა მაგრამ მთვრალი პათოლოგების ნამდვილად მეშინია. ამიტომ თვალები ავატრიალე და უსიტყვოდ ჩავჯექი მანქანაში.
 
***
მთელი გზა ჩუმად ვიყავით. ბოლოს მანქანა ჩემი კორპუსის ეზოში შეიყვანა და გააჩერა.
-ესეც ასეე. - მომიბრუნდა და თვალებში ჩამხედა.
-მადლობა. - ვუთხარი და ის ის იყო უნდა გადმოვსულიყავი როდესაც მაჯაში მწვდა და გამაჩერა.
-ეს რა არის? - ყურადღება ჩემს შრამებზე გაამახვილა რომელიც ვენებზე მქონდა.
-არაფერი. -ვეცადე გავთავისუფლებულიყავი მისგან მაგრამ ამაოდ. ჩემზე ძლიერი აღმოჩნდა.
-როგორ თუ არაფერი. - მკაცრად მითხრა.
-არაფერითქო! - დავუღრინე. -ხელი გამოვგკიჯე და მანქანის კარები მივუჯახუნე.

***
სახლის კარები ბებიაჩემმა გამიღო. სახეზე ფერი არ ედო. სულ თეთრი იყო.
-რა დაგემართა? - გაოცებულმა ვკითხე.
-მამაშენმა... მამაშენმა... - წინადადებას ვერ ასრულებდა.
-მამაჩემმა რა
-მამაშენმა ცოლ-შვილი მოიყვანა.
-რაა?

მოკლედ ბიჭთან პრობლემები. ოჯახში პრობლემები. ძალიან მეცოდება ჩვენი ევა. აბა რას ფიქრობთ? გამიზიარეთ თქვენი შთაბეჭდილებები მოთხრობასთან დაკავშირებით.
მიყვარხაართ❤❤

სიმართლემდე (დასრულებული)Where stories live. Discover now