თავი 18

1.3K 80 5
                                    

სახლში მისვლისას მაშინვე ლეპტოპი გავხსენი. გზაში მე და ნიკას ხმა არ ამოგვიღია. აი ასე ჩუმად ვიმგზავრეთ. ბოლოს მხოლოდ დავემშვიდობე და მანქანა დავტოვე. სოციალური ქსელების დათვალიერებას რომ მოვრჩი გადავწყვიტე რამე მეჭამა,  გამახსენდა რომ მთელი დღის უჭმელი ვიყავი, ნიკასთან ერთად როცა ვარ ყველანაირი გრძნობა მიქრება გარდა ერთისა, თუმცა ვერ ვხდები ეგ რა გრძნობაა. ის ის იყო ლეპტოპი უნდა დამეხურა როდესაც ჯგუფში ლილემ მოგვწერა.

ლილე: "აუ დღეს საბილიარდოში წავიდეთ რაა."

ანი: "რა გვინდა საბილიარდოში?"

ევა: "რას ვერ ხვდები შენც კიდე, ამისი მიდის და ეს ხომ არ გაუშვებს მარტო. "

ლილე: "ხოო"

ანი: "ნუ ეგეც არის"

ლილე: "ანუ მივდივართ ხომ?"

ანი: "კაი ჰა წავიდეთ"

ევა: "ხო მეც წამოვალ, ისედაც სახლში ვარ და არაფერს ვაკეთებ"

ლილე: "ძალიან კარგი. შვიდზე ჩემთან იყავით"

ევა: "okeey"

ლილე: "ანი იცოდე შ ვ ი დ ზ ე, და არა ვაიმე მე რვის ნახევარზე მეგონა და ასე შემდეგ."

ანი: "უიმეე ხო კარგი"

  საბილიარდოში აქამდეც ნამყოფი ვარ. რომ ვთქვა პროფესიონალი ვარ და მაგრა ვთამაშობთქო მოგატყუებთ, მაგრამ ნუ ვიცი რაა. შავი შარვალი ასევე შავი მაიკა და ჯინსის კურტკა ჩავიცვი, ფეხზე კი ბოტასები ამოვიცვი. მხრებზე ჩამოყრილი თმა ნაწილობრივ ავიკარი და ცოტა მაკიაჟიც წავისვი. ვსო მზად ვარ.

სახლიდან გავდიოდი როდესაც კიბეებთან ნინა შემომეჩეხა. მშვენიერია. საღამოს დაწყებაც ასეთი უნდა.
-საით? - მაშინვე მკითხა როგორც კი დამინახა თუ როგორ მოვიკიდე ჩანთა.
-მეგობრებთან ერთად საბილიარდოში მივდივარ. - ცივად ვუპასუხე.
-მერე მამაშენმა იცის? - დაეჭვებული მზერა მესროლა. რა ამის საქმეა იცის თუ არა მამაჩემმა? საერთოდ რა უფლებით მეკითხება სად მივდივარ?
-ჯერ არა. გზაში დავურეკავ. - თვალები ავატრიალე და ახლა უკვე უხეშახ ვუპასუხე.
-და რომ გითხრას არაო. მერე სად მიდიხარ?
-შენ მაგაზე არ იღელვო. - ცინიკურად გავუღიმე
-მე უბრალოდ მამაშენის ნერვებს ვუფრთხილდები. ისედაც დაწყვწტილი აქვს კაცს ნერვები დედაშენის...
-არ გაბედო! არ გაბედო დედაჩემის ხსენება. - გააზრებაც კი ვერ მოვასწარი ისე წამომხდა ეს სიტყვები. დაფრთხა. თვალები გაუფართოვდა და მთელი სახე აუწითლდა.
-მე უბრალოდ... - წინადადება ვერ დაასრულა ამიტომ გადავწყვიტე დავხმარებოდი.
-შენ არავინ ხარ იმისთვის რომ დედაჩემზე რამე ილაპარაკო. ისედაც ყველაფერი სწორედ შენი ბრალია.
-რა ყველაფერი? - ბორძიკით მკითხა.
-ეს. ეს ყველაფერი. - ხელები არტისტულად ავიქნიე. მის პასუხს აღარ დავლოდებივარ ისე გამოვვარდი სახლიდან. ჯადაბა, როგორ ახერხებს ეს ქალი ზუსტად 2 წუთში ჩემი მწყობილებიდან გამოყვანას. არა აშკარად ნიჭიერია ამ საკითხში.

სიმართლემდე (დასრულებული)Where stories live. Discover now