თავი 12

1.3K 79 1
                                    

-ხომ გითხარი რომ ჩემთან არ უნდა გეთამაშა. - მისი ეს სიტყვები საკმარისი იყო ჩემი ჭკუიდან გამოსაყვანად.
-არ უნდა მეთამაშა? შენ თამაშს ეძახი იმას რომ უბრალოდ არ ვისურვე ჩემი მძიმე წარსულის მოყოლა? - უკვე ყვირილზე ვიყავი გადასული. აღარაფერი მაინტერესებდა. ამიტომ გავაგრძელე. - კარგი თუ ასე ძალიან გინდა მოსმენა კარგად მოკალათდი. - ხელები ერთმანეთს შევატყუპე და ისე თითქოსდა ზღაპარს ვყვებოდე თხრობა დავიწყე.
-საინტერესოა არა რატომ აქვს ჩემნაირ გოგოს ვენები გადაჭრილი. რატომ ჩაიდინა ასეთი სისულელე. ბიჭის გამო? არა. მეგობრების გამო? არა. შენნარების გამო. - თვალები გაუფართოვდა და უფრო დაჟინებით მომაშტერდა. აშკარა იყო, რომ ვერ ხვდებოდა რას ვამბობდი.
-შენნაირი ნაბიჭვრების გამო მაქვს ეს შრამები. ზუსტად ორი წლის წინ მხოლოდ იმიტომ დამცინოდნენ რომ ჭარბი წონა მქონდა. ევა შე საქონელო. ევა შე ძროხა. მთელი ჩემი წყეული ბავშვობა ამ სიტყვების მოსმენაში გავატარე და ყველაზე ცუდი იცი რა არის? იმ დროს როდესაც სახლში საშინლად ბევრი პრობლემები გაქვს ცდილობ შვება გართ ეზოში მეგობრებთან იპოვო. თუმცა ამაოდ. იქ შენ მიწასთან გასწორებენ. ისე როგორც ახლა შენ გამასწორე. გილოცავ გაიმარჯვე. მეტი არაფერი მეთქმის - თვალებიდან ნაპერწკლებს ვაფრქვევდი. მთელი სახე მიხურდა. ნიკა წამოდგა და მომიახლოვდა.
-სხვა გზა არ დამიტოვე. - მითხრა და თვალებში ჩამხედა. მისი შავი თვალები არაფერს ამბობდა. უბრალოდ იდგა და მიყურებდა.
-სხვა გზა არ დაგიტოვე? - მასთან მივიწიე და ჩვენს შორის მანძილი უფრო შევამცირე. - ვინ ხარ ასე რომ მექცევი? ვინ მოგცა ამდენის უფლება? ვინ მოგცა იმის უფლება რომ ცხოვრება გამიმწარო? რატომ უნდა იყო ჩემი ცრემლების მიზეზი? - ყვირილზე ვიყავი გადასული. გული ბაგაბუგს აგრძელებდა სხეული კი გაუჩერებლად მიკანკალებდა.
-მე შენ გაფრთხილებული მყავდი. -  ისევ თავისას აგრძელებდა რაც უფრო და უფრო მაღიზიანებდა.
-მეზიზღები. მეზიზღება ის დღე როდესაც პირველად შეგხვდი. - მისი შავი თვალები დაწვრილდა და სახეზე უკმაყოფილება გამოეხატა.
-ერთი რამ კარგად დაიმახსოვრე, არასოდეს... არასოდეს არ გაპატიებ ამ ყველაფერს. შენ ჩემი ჭრილობები გახსენი. გამახსენე ის რის დავიწყებასაც წლები მოვუნდი. - უკან მოუხედავად დავტოვე დარბაზი და უნივერსიტეტიდან გამოვვარდი. ლილეს დავურეკე. შეხვედრა ვთხოვე. ისიც დამთანხმდა და მასთან მისვლა მთხოვა. ანისთან დარეკვას აზრი არ ექნებოდა. მშობლებთან ერთად ოჯახურ ვახშამზეა წასული, ამიტომ ტელეფონი გამორთული ექნებოდა.

სიმართლემდე (დასრულებული)Where stories live. Discover now