თავი 10

1.3K 84 4
                                    

-შენ... შენ აქ რა გინდა? - წინადადების წარმოთქმა ძლივს მოვახერხე.
***
-ვაა ნიკ მოხვედი? - უკნიდან თემოს ხმა გაისმა. მე ჯერ კიდევ გაუნძრევლად ვიდექი. ნიკას თვალებში ჩავციცინებდი. ჩემგან განსხვავებით ის გონს ძალიან მალე მოვიდა და ვითომც არაფერი გვერდი ამიარა.
-რას შვები აბა? - ნიკამ თემო გადაკოცნა და პარკები რომელიც ხელში ეჭირა მაგიდაზე დააწყო.
-ნიკა გაიცანი ეს ჩემი დაა. - მომიბრუნდა თემო, ხელი გადამხვია და ნიკას ჩემი თავი გააცნო.
-ნახევარდა - შევუსწორე და ნაზად გავიღიმე.
-ხო ნახევარდა - დამეთანხმა თემო
-გამარჯობა. ნიკა. - ხელი გამომიწოდა. თვალები გამიფართოვდა. ისე იქცევა თითქოსდა აქამდე ერთმანეთს არც კი შევხვედრივართ.
-ევა. - ხელი ჩამოვართვი და ოთახში გავედი. კარები მოვაჯახუნე. როგორ შეიძლება ასეთი უნამუსო იყო ადამიანი. სარკეში ჩავიხედე. მაკიაჟის შესწორება დავიწყე და თან საკუთარ თავზე ვბრაზობდი. რაში მაინტერესებს როგორ მოიქცევა ნიკა. ის ჩემთვის არავინაა.
 სააბაზანოში ვიყავი როდესაც ჩემმა ტელეფონმა დარეკა.
-ევ ჩვენ უკვე მოსულები ვართ მაგრამ დავიბენით, დაგვავიწყდა შენი სახლი რომელია. - მითხრა ანიმ
-კარგით კარგით. გამოვალ და დაგხვდებით.
-კარგს იზამ.
ტელეფონი გავთიშე და ქვემოთ ჩავირბინე. ოთახები უკვე სტუმრებით იყო სავსე. თვალებით თემოს და ნიკას ძებნა დავიწყე თუმცა ვერც ერთი ვერ შევამჩნიე ამიტომ ხელი ჩავიქნიე და გარეთ გავედი.
ლილე და ანი სახლთან ძალიან ახლოს იდგნენ და თვალებს გაფაციცებით ახამხამებდნენ.
-გოგოებოო. - დავუძახე და ხელი დავუქნიე. მათაც უცებ შემამჩნიეს და გეზი ჩემსკენ აიღეს.
-ახლა არ თქვა ეს ჩემი სახლიაო. - აღრფთოვანებით წამოიძახა ლილემ.
-თქვენს წინაშეა "ჩემი სახლი" - ვუთხარი და ორივე ხელი სახლისკენ გავიშვირე.
-ულამაზესია. - თქვა ანიმ ისე რომ სახლისთვის თვალი არ მოუშორები.
-ოღონდ გოგოებო რაღაც უნდა გითხრათ.
-ჰო გისმენთ აბა.
-მოკლედ. ნიკა ხომ იცით.
-მაგ დეგენერატს რა დაგვავიწყებს. - სახე დამანჭა ლილემ.
-ხოდა ეგ "დეგენერატი" ჩემი ნახევარძმის მეგობარი ყოფილა. შეიძლება შეგხვდეთ და ძალიან გთხოვთ არაფერი შეიმჩნიოთ.
-შენს ძმას არ უთხარი? - მკითხა ანიმ
-რა უნდა მეთქვა? თემო იცი ნიკამ რომელსაც შენ მეგობრად მიიჩნევ ორი დღის წინ ჩემზე საშინელი ჭორები გაავრცელათქო?
-აუ ხოო. მერე ჩხუბი ატყდება და მთელი ერთი ამბები იქნება. - თქვა ლილემ
-მოკლედ არაფერი შეიმჩნიოთ კარგი?
-კარგი. - ორივემ თავი დამიქნია.
  სახლში შევედით. ხალხი მოგროვილიყო. ასეთ სიტუაციაში უკვე მეორედ ვარ, მაგრამ რას წარმოვიდგენდი მეორედ ჩემსავე სახლში თუ იქნებოდა. გზა მისაღებ ოთახამდე ძლივს გავიკვლიეთ.
შემდეგ ანიმ მისი ნაცნობი შენიშნა და მასთან გაჩერდა ლილე თვალებით საბას ეძებდა. კი თქვა აღარ მანტერესებსო მაგრამ მე ხომ ვიცი არა? იმაზე მეტად აინტერესებს ვიდრე ეს ადრე იყო. მისი პრინციპები რომ არა ალბათ ახლა ნამდვილად მკითხავდა საბა იყო თუ არა. ისე მეც მაინტერესებს. ნიკა თუ აქ არის საბა არ იქნება ვითომ? თუმცა რად გინდა. აღარც ნიკა აღარ ჩანს. ალბათ წავიდა. ძალიან კარგი. ნამდვილად არ მინდა მთელი საღამო მის სახეს ვუყურო.
   ანის და ლილეს უკვე გაეცნო ხალხი. ამ გოგოების სასწაულად მიკვირს. როგორ შეიძლება ასეთი კომუნიკაბელური და გახსნილი იყო უცხო ადამიანებთან. იმდენად გაერთნენ ახალი ნაცნობების შეძენით მე სულ დავავიწყდი. ასეთი რაღაცეები არ მწყინს. რა მათი ბრალია თუ მე ვერ შევდივარ ადვილად კონტაქტში? ამის გამო ისინიც არავის არ უნდა დაელაპარაკონ? ცოტა არ იყოს და თავი ზედმეტად ვუგრძენი ამიტომ ჩემს ოთახში ასვლა გავაწყვიტე. კიბეებს მივუყვებოდი როდესაც ვიღაცას დავეჯახე და ფეხი ამისრიალდა. ბედი ჩემისა რომ ამ ადამიანს რეფლექსები გააკტიურებული აქვს და ჩემი დაჭერა მოახერხა.
-ბოდიში...ბოდიში... მართლა ვერ დაგინახე. - თავი არ ამიწევია ისე ვბოდიალობდი რაღაცეებს. მან კი ჩემდა გასაკვირად გულიანად გადაიხარხარა. თავის აწევა და მთლიან სხეულში ზიზღის მოზღვავება ერთი იყო როდესაც ჩემს წინ მდგარი ნიკა დავინახე.
-გამატარე! - მკაცრად ვუთხარი.
-მოიცა მოიცა. სად გარბიხარ. - მკლავში ხელი წამავლო და გამაჩერა.
-ხელი გამიშვი. - თვალები დავუბრიალე და მისგან ჩემი მკლავის გათავისუფლება ვცადე. ის კი ძალიან ახლოს მოვიდა და ყურში ჩამრჩურჩულა.
-კარგი რაა. ნუ ჯიუტობ. დავიჯერო ოდნავადაც არ გინდივარ? - წინადადება დაასრულა და ნაზად ყურზე მიკბინა. ალკოჰოლის სუნით ყარდა.
-მთვრალი ხარ. შემეშვი. - ხელი ვკარი და ოთახისკენ გავარდი. კარები უნდა დამეკეტა როდესაც შემოამტვრია და კედელთან მიმიმწყვდია.
-მთვრალი კაცები არ გევასება კუდრაჭ? - ჩემს კაბას დაუწყო თამაში.
-არა! -ხელები მოვაშორებინე და მისგან გავთავისუფლდი.
-მატყუარა. დარწმუნებული ვარ მთელი ბავშვობა ოცნებობდი ჩემნაირ ბიჭზე. -მისმა თითებმა ჩემს კისერზე გზა გაიკვალეს და ნაზად დამთამაშებდნენ. თავი გამოვწიე და ისე ვუთხარი.
-რას ნიშნავს "ჩემნაირ ბიჭზე ოცნებობდი?"
-ჩემნაირ ქარიზმატულზე, ეშხიანზე სიმპატიურზე და სექსუალურზე.
-ცდები. - ვიცრუე. მართალია, მთელი ბავშვობა ვოცნებობდი მეც ჩემი კლასელების მსგავსად მყოლოდა შეყვარებული და განმეცადა გრძნობა რომელსაც სიყვარული ერქვა. თუმცა ძალიან კარგად მქონდა ის ფაქტი გააზრებული რომ მსუქან გოგოს არავინ არასდროს ისე არ შეხედავდა ამიტომ, მუდმივად მეთვითონ ვიგონებდი ისტორიებს. იმის თქმა უკვე საჭიროც არაა რომ ყველა სასიყვარულო წიგნი მქონდა წაკითხული და აბსოლიტურად ყველა ფილმი ნანახი. როდესაც მივხვდი რომ ეს ყველაფერი აღარ მყოფნიდა მეთვითონ დავიწყე ისეთი ისტორიების შეთხზვა რომელსაც ზღაპარივით კარგი დასასრული ექნებოდა. სულ ვფიქრობდი რომ როცა გავხდებოდი ყველაფერი ისე მოხდებოდა როგორც ჩემს ჩანაწერებში, მაგრამ რეალობა იმაზე უფრო უბრალო და მოსაბეზრეველი ყოფილა ვიდრე წარმოვიდგენდი. მთელი ბავშვობა ვაღმერთებდი სიტყვა სიყვარულს და მეგონა რომ ამაზე ლამაზი და კარგი გრძნობა არ არსებობდა მაგრამ ამ სიტყვას ახლა აბუჩადაც კი არ იგდებენ.
-ისევ მატყუებ შე პატარა ტუტუცო გოგო.  -ჩემი კოცნა სცადა მე კი ხელი ვკარი და ისიც ინერციით ლოგინზე დაეცა. მეგონა წამოდგებოდა და აქვე მიმახრჩობდა მაგრამ არაფერი ამდაგვარი არ უქნია. ლოგინზე წამოჯდა ფეხი ფეხზე გადაიდო და თვალებში შემომხედა.
-თემოს და თუ ვინცა ხარ, რომ არ იყო ახლა უკვე ლოგინზე იქნებოდი გაწოლილი მე კი შენ ზემოდან ვიქნებოდი მოქცეული. - თვალი ჩამიკრა და გამიღიმა. ვგრძნობდი როგორ იზრდებოდა ჩემი ზიზღი მისადმი. მინდოდა მომეკლა. ადრეც გამჩენია ადამიანის მოკვლის სურვილი, აი მაგალითად იმ დროს როდესაც ჩემს სხეულზე დამცინოდნენ. მაგრამ ახლა ყველაფერი სხვანაირად იყო. ცოტაღა მაკლდა და სერიოზულად მკვლელობას ჩავიდენდი. თვალები წამომენთო და კანკალმა ამიტაცა. ერთდროულად შეურაწყოფილი და დამცირებული ვიყავი.
-გაეთრიე ჩემი ოთახიდან! - დავუყვირე და ხელით კარებისკენ ვანიშნე. ის წამოდგა და ჩემთან მოიწია. ერთ ადგილას მივიყინე. ვერ ვიძროდი. ნიკა მომიახლოვდა და მისი თავი ჩემს კისერში ჩარგო. პირიდან კვნესა აღმომფხდვა მას კი ამაზე ჩაეღიმა.
-შენი ხელები ბიჭის დამსახურებაა? - მის ხმაში აღარც ცინიზმი და აღარც სხვა არაფერი არ იგრძნობოდა. ბიჭი რომელიც ორი წუთის წინ უხეშობით ყველას გააოცებდა გამქრალიყო და მის ადგილას ზედმეტად სერიოზული პიროვნება მოსულიყო.
პასუხად მხოლოდ თავი გავაქნიე. ხმას ვერ ვიღებდი. დარწმუნებული ვარ ვერც ვერაფრის თქმას ვერ მოვახერხებდი.
-არ მომიყვები? - მიუხედავად იმისა რომ ახლა ორივენი ბევრად მშვიდად ვიყავით მაინც გაჩუმება ვამჯობინე და თავი გავაქნიე. მან კი ამაზე ხელი კედელს მიარტყა და მწველი თვალებით შემომხედა.
-იცოდე როდესაც გავიგებ ეს უკვე მარტო შენი საიდუმლო აღარ იქნება. ამის შესახებ ყველას ეცოდინება. - ყბა დაჭიმული ჰქონდა.
-ამიტომ აირჩიე ან ახლა მეტყვი შენი ნებით ან გავიგებ და ყველას მეთვითონ ვუამბობ შენს ისტორია, რომელსაც ასე გულმოდგინედ მალავ. - ესეც ძველი ნიკა. გაოცებული ვარ. როგორ შეუძლია ამ ბიჭს ასე უცბად გარდაქმნა. არა კი ამაში ნამდვილად ნიჭიერია.
-შენ არავინ არ ხარ ულტიმატუმები რომ წამომიყენო. - ჩემგან მოვიშორე და გავაგრძელე. - ამიტომ ახლა ნება იბოძე და გაბრძანდი ჩემი ოთახიდან თუ არ გინდა ყვირილი ავტეხო და ყველა აქ შევკრიბო
-ვახ როგორი საშიში ხარ. - ხელები მაღლა ასწია და გაიცინა. - ჩემი საშიში ტუტუცი გოგო.
-ნიკა გადი ოთახიდან! - დავუყვირე.
-კარგი კარგი გავალ. მაგრამ კარგად დაფიქრდი. არ ღირს გარისკვა, დამიჯერე. ჩემთან თამაშს ყველაფერი გერჩივნოს.
-აჰამ - მოკლედ მოვუჭერი და ოთახიდან გავაგდე. მე კი კარები ჩავკეტე და იქვე ჩავიმუხლე. ვეღარ გავუძელი და ცხარედ ავტირდი

და და და დააამ😉😊 ესეც მეათე თავი❤ მაინტერესებს თქვენი მოსაზრება პერსონაჟებთან დაკავშირებით😄აი მაგალითად როგორია თქვენს თვალში ნიკა.😑😇 და დავიჯერო არ გაინტერესებთ რატომ აქვს ევას ხელები ასეთ მდგომარეობაში?😉😕 ამიტომ თუ გინდათ ამ ყველაფერს ფარდა მალე აეხადოს დაავოუთეთ🤗😍 მიყვარხაართ😚

სიმართლემდე (დასრულებული)Where stories live. Discover now