"What the hell are you doing here?"

521 44 4
                                    

დილით საშინელი თავის ტკივილით გავიღვიძე

Ops! Esta imagem não segue nossas diretrizes de conteúdo. Para continuar a publicação, tente removê-la ou carregar outra.

დილით საშინელი თავის ტკივილით გავიღვიძე. დედაჩემს მაშინვე დავურეკე და ვუთხარი, რომ ეს რამოდენიმე კვირა ჩემს სახლში ვიქნებოდი. თვეში ერთი ან ორი კვირა დედაჩემთან ვრჩები დანარჩენ დროს კი სახლში ვატარებ.

მილი ძალიან მენატრებოდა ამიტომ დავურეკე და ვთხოვე ჩემთან მოსულიყო და აქ დარჩენილიყო რამოდენიმე დღე. ამ სახლში მარტო თითქმის არ ვარ მილი სულ ჩემთანაა, როცა აქ ვრჩები. 

სამზარეულოში ჩავირბინე იმ იმედით, რომ რამეს შევჭამდი, მაგრამ პროდუქტები საერთოდ აღარ დარჩენილიყო. ამიტომ ყავა მოვიმზადე და მილის მოსვლას დაველოდე, რომ მანქანით მარკეტში წავეყვანე.
შხაპი მივიღე და გამზადებას შევუდექი, როდესაც მილი შემოვარდა.
"-ღმერთო, ნატ, ძალიან ცივა გარეთ."
აკანკალებული ხმით მითხრა და გამათბობელს მივარდა.
"-მეც ძალიან მომენატრე, მილს."
მილიმ თვალები ატრიალა და შემდეგ ჩემსკენ წამოვიდა და მომეხვია. მის ასეთ ქცევაზე გამეღიმა და მკლავები მეც მოვხვიე.

"-აბა, რა ხდება შენსა და ჰარისთან ახალი?"
წარბები აათამაშა და ყავის გაკეთებას შეუდგა.
"-გუშინ გრძელი ღამე იყო. კაფეში ისევ მოვიდა, არ ვიცი რისთვის, ჩემს სანახავად თუ ყავის დასალევად, მაგრამ ხელი ჩამკიდა და წყნარ ადგილას წამიყვანა, შემდეგ ბევრი ვილაპარაკეთ და როცა გაიგო, რომ მისი ფანი აღმოვჩნდი, არ ვიცი რა მოხდა, მაგრამ თითქოს არ ესიამოვნა, ან დამცინა, ბოლომდე ვერ გავიაზრე რა მოხდა, მაგრამ მითხრა, რომ ვერ წარმოედგინა, რომ ფანთან ერთად თავის საყვარელ ადვილას იჯდა და საუბრობდა. შემდეგ გავბრაზდი წამოვხტი და ტაქსით კლუბში დასალევად გამოვექეცი, თან იმდენად სულელი ვარ, რომ ვუთხარი სადაც მივდიოდი და რა თქმა უნდა, გამომყვა, როცა მოვიდა მე უკვე უგონოდ მთვრალი ვიყავი და მას სარკაზმულად ველაპარაკებოდი და შემდეგ ვაკოცე. მერე ისევ..."
"-მოიცა, რა ქენი?"
ლაპარაკი შემაწყვეტინა მილიმ.
"-აამ... ვაკოცე."
მეთვითონ თვალები დავაჭყიტე ჩემს ნათქვამზე. მე ჰარი სტაილსს ვაკოცე მთვრალმა და ფხიზელმა ახლაღა გავიაზრე ეს.
"-ღმერთო, ნატ, შენ ჰარის აკოცე და ამას ასე მშვიდად მეუბნები?"
"-სიმართლე რომ გითხრა ეს მეც ახლა გავიაზრე."
ვუთხარი და ჭერს მივაშტერდი კიდევ ერთხელ გასაანალიზებლად.
"-კარგი, შემდეგ რა მოხდა."
მოთმინება დაკარგულმა მკითხა.
"-შემდეგ ისევ გამომყვა და მითხრა, რომ სახლში მარტო ასეთ მთვრალს არ გამიშვებდა და სახლში მომიყვანა, შემდეგ კი ცოტა გამოვფხიზლდი და მას ვკითხე, თუ რა იქნებოდა ამის შემდეგ, რადგან მას ვეღარ ვნახავდი, არ მიპასუხა ამიტომ მე დავანახე რეალობა და სახლში ისე შემოვედი პასუხის გაცემა არ ვაცადე, შემდეგ კარზე რამდენიმე წუთი აბრახუნა, რომ გამეღო, მაგრამ არ გავუღე და წავიდა."
"-ნატ, ეს ყველაფერი ჩვენს თინეიჯერულ სიზმარს გავს."
ამოიხვნეშა.
"-არ გავს, ისაა. რადგან მახსოვს ასეთი რაღაცეები მართლა მესიზმრებოდა."
გავიცინე და წამოვდექი.
"-ახლა კი წავიდეთ, პროდუქტები ვიყიდით, თორემ დღეს მშივრები დავიხოცებით და ვერავინ გვიშველის."
ჩანთა გადავიკიდე და მილის მანქანასთან გავყევი.

Fame (H.S)Onde histórias criam vida. Descubra agora