"World is waiting for us"

460 43 2
                                    

ჰარის იმდენ ხანს ვეხუტებოდი სანამ ჰარის ზურგს უკან მილი არ დადგა და თვალები არ დამიჭყიტა

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.



ჰარის იმდენ ხანს ვეხუტებოდი სანამ ჰარის ზურგს უკან მილი არ დადგა და თვალები არ დამიჭყიტა. ცოტახანს გაკვირვებული ვუყურებდი შემდეგ მივხვდი და გამოვეცალე მას. მისი ნახვა ერთადერთი იყო რაც მინდოდა იმ დღის შემდეგ როდესაც ის ბოლოს ვნახე. ოდნავ გავეცალე, თვალებში დიდხნას ვუყურებდით ერთმანეთს შემდეგ კვლავ ჩემსკენ ვუბიძგე ხელებით და ისევ ჩავეხუტე. ჰარი ჩუმი იყო და ნერვიულობდა. არ ვიცოდი რა ხდებოდა ან რატომ მოვიდა ჩემთან, მაგრამ ეს ძალიან მაინტერესებდა თუმცა მომენტის გაფუჭება არ მინდოდა ამიტომ სიჩუმე ვარჩიე. მილიმ დანებების ნიშნად ხელები ასწია და სახლში შევიდა. ჰარიმ ოდნავ მომიშორა და ლაპარაკი დაიწყო.
"-საქმე მაქვს და აქ ამისათვის მოვედი."
რა თქმა უნდა, სხვა რისთვის უნდა მოსულიყო, ახლა დადგება და მეტყვის რომ ფანები არ იზიდავს, წავა და უკან არასოდეს დაბრუნდება. ამის გააზრებაზე გული ამიჩქარდა და შიშმა მომიცვა.
"-კარგი გისმენ, ცოტა მთვრალი ვარ, მაგრამ გავიაზრებ შენს ნათქვამს."
ჩემი დაძაბულობა ვეცადე არ გამოჩენილიყო საუბარში.
"-მოკლედ ზეგ მსოფლიო ტურნეში მივდივარ."
გული ამიჩქარდა, მისი ვეღარასოდეს ნახვის შიშმა ახლიდან,  ახლა უფრო მძაფრად მომიცვა. თვალები სწრაფად დავახამხამე რამდენიმეჯერ. არ ვიცოდი რა მეთქვა, ნუთუ იმისათვის მოვიდა, რომ ეთქვა რომ ფაქტიურად ჩემს ნახვას ვეღარ შეძლებდა დიდი ხნის მანძილზე. ნერვიულად დავიწყე აქეთ-იქით სიარული. ველოდი რამე ეთქვა, მაგრამ დუმდა, მასაც ვამჩნევდი ნერვიულობას, მაგრამ არა ასეთს. კარისკენ მივდიოდი, სახელურს ხელი მოვკიდე, უნდა წავსულიყავი მისგან, მე ჰარი სტაილსი უნდა დამეტოვა თავის იდეალურ ცხოვრებასთან მარტო.
"-არ დამისრულებია."
როდესაც მიხვდა, რომ სახლში შესვლა დავაპირე ჩემი შეჩერევა ამ სიტყვებით სცადა.
"-და მაინც რისი თქმა დაგავიწყდა ჰარი? რომ დიდი ხნის მანძილზე ვერ გნახავ? ან თუნდაც შესაძლოა საერთოდ ვეღარ გნახო? გილოცავ ამის თქმა აღარ მოგიწევს, რადგან უკვე ვიცი."
"-მინდა ტურნეში ჩემთან ერთად წამოხვიდე."
სწრაფად მითხრა და თავი დაბლა დახარა, თითქოს გულიდან დიდი ლოდი მოეხსნა.

Fame (H.S)Where stories live. Discover now