"Goodbye Natalia"

351 33 2
                                    

როდესაც გავიღვიძე გარშემო მიმოვიხედე

Oops! This image does not follow our content guidelines. To continue publishing, please remove it or upload a different image.

როდესაც გავიღვიძე გარშემო მიმოვიხედე. სასტუმრო ნამდვილად მდიდრული იყო. დიდი საწოლი შუაში ლამაზად ჩაედგათ, გვერდით ულამაზესი ვაზა სურნელივანი ყვავილებით. წინ უზარმაზარი ტელევიზორი, გარდერობი, დიდი აივანი ულამაზესი ხედით. არ ვიცი სად ამივყავი თავი, მაგრამ ტაქსის მძღოლს ნამდვილად მადლობას ვუხდი.

გათენებულიყო. მზის სუსტი სხივები მაინც მარტივად აღწევდა ოთახში სიფრიფანა ფარდების გამო. მობილურის ძებნა დავიწყე და როდესაც წარმატებას მივაღწიე, ჩავრთე იმ იმედით,რომ ჰარის გამოტოვებული ზარები დამხვდებოდა,მაგრამ გამოიცანით რა მოხდა, მისგან ერთი ზარიც კი არ შემოსულა ჩემს ნომერზე. რაც იმას ნიშნავს, რომ ის ღამით სახლში არც კი მისულა. რომ მისულიყო აუცილებლად შეამჩნევდა ჩემს იქ არ ყოფნას.

ამით კი მე იმაში უფრო დავრწმუნდი, რომ მან ქენდალი აირჩია.

აბაზანაში შევედი შხაპი მივიღე. ეს სასტუმრო მართლაც მაოცებდა. სააბაზანოდან გამოსულს მილის ნარეკი დამხვდა.
სწრაფად გადავურეკე მას.
"-ჰეი."
ვეცადე მხიარულად მეთქვა, მაგრამ იმდენად უემოციო ბგერები ამივუშვი ჩემი თავი შემეცოდა.
"-ღმერთო ნატალია, ნახე ფოტოები?"
თვალები მოვჭუტე, რომ გამეხსენებინა რაიმე ფოტო ხომ არ ვნახე გუშინ, მაგრამ ვერაფერი გავიხსენე.
"-რა ფოტოები მილს? რა ხდება?"
"ანუ არ გინახავს. ღმერთო ჩემო. სად ხარ ახლა?"
დავიძაბე მისი ხმა კარგად არ ჟღერდა.
"-მილი, სწრაფად მითხარი რა ხდება. ვნერვიულობ."
"-კარგი გამოგიგზავნი."

Fame (H.S)Where stories live. Discover now