1

2.7K 200 48
                                    

გულის წამღებად ამპარტავანი. 

შესაშურად მომხიბვლელი. 

საშინლად ჯიუტი..

                          * * *

-შე.. შე.. -ენა დაება და ამაზე გაწითლდა, რადგან ვერ იტანდა, როცა ვინმე სჯობნიდა ტლიკინში.
-საერთოდაც, ყურძენს გავხარ! -წამოიყვირა ბოლოს. 

-რა? -ლამის დაიხრჩო ბიჭი. 

-ხო, რა იყო, გავხარ! -თავი დაუქნია. 

-შენ მართლა ვერ ხარ ჭკუაზე, არა? -წარბი ასწია. 

-რატომ? -შეიცხადა დაბალმა. 

-აბა, რა ყურძენი? სულ გასულელდი? -დასცინა და კენჭი წყალში მოისროლა. 

-არ მიყვარს ყურძენი და იმიტომ! -ნიკაპი მაღლა ასწია. 

-ოჰ.. და გულს მტკენ, რადგან მას შემადარე? -ირონიულად ჩაიცინა ბიჭმა. 

-ყოველ შემთხვევაში, ვცდილობ. ხო.. -თვალები გადაატრიალა და მდელოს გახედა. 

ტბა მუქი მწვანე შეფერილლობისა იყო,
ნაზად ირწეოდა და თან სხვადასხვა ფერის ფოთლებს მოაცურებდა. მის უკან, ხასხასა ბალახისგან დაფარულლი მდელო მოჩანდა. უჰ.. ისღა ეკლდა, ერთი კარგად გაგორებულიყო ადამიანი ამ ბალახზე და მშვიდად დაეძინა. 

-გულს ვერ მატკენ. -ამოიღო ხმა უფროსმა ბოლოს და ტბიდან მზერა გვერდით მჯდომზე გადაიტანა, რომელსაც თვალები დაეხუჭა და მის სიტყვებზე თავი ისევ წამოყო. 

-რატომ ვითომ? -გამოესარჩლა. 

-ოჰ, ასე ძალიან გინდა ეს? -ჩაეცინა ბიჭს. 

-კი, მინდა, ძალიან მინდა. -თავი დაუქნია. უცნაური მზერა და განწყობა ჰქონდა დღეს ქერათმიანს. 

-რა გჭირს? -აღარ დამალა და პირდაპირ ჰკითხა უფროსმა. 

მის კითხვაზე ბიჭი შეცბა.

-ახლა მე და შენ იმაზე უნდა ვისაუბროთ, თუ რა მჭირს მე? -ხელით ბალახი მოგლიჯა და ისევ დაბლა დაყარა. შემდეგ ყვავილებს შეავლო მზერა და მათი მოგვიანებით მოკრეფა ჩაიფიქრა. 

LostWhere stories live. Discover now