18

914 140 18
                                    

რატომ დაკარგა ყველაფერმა ფერი?
მაგრამ, თითქოს არც არაფერი შეცვლილა, ხეები ისევ ისე შრიალებენ, ცა ისევ მოწკრიალებულა და ბამბის ნაგლეჯებივით ღრუბლები დაუსკუპებია ზედ. არც ყვავილებს შესტყობიათ რამე სიახლე. წლების გასულ სახლებს საღებავი ოდნავ ამძვრალათ, ზოგიც უკვე შეუღებავთ და ახალი იერი მიუციათ. ქუჩებში, როგორც უწინ, ქვაფენილი იყო დაგებული, რაც მანქანით მოსიარულეებს უკმაყოფილებას უჩენდა, მაგრამ მანქანით ხალხი იშვიათად დადიოდა, ამიტომ ეს დიდ პრობლემას არ წარმოადგენდა.

ჯონგუკი გადაჰყურებს ქალაქს და ღრმად ისუნთქავს სუფთა ჰაერს. თხელი, ზოლიანი პერანგი აცვია, რომელსაც სიო ოდნავ არხევს. ფიქრობს ყველაფერზე, მაგრამ ყველაფერი შეადგენს მხოლოდ ერთ ადამიანს ამ წამს. ადამიანს, რომელიც გონებას აკარგვინებს, სულს გაგიჟების უფლებას აძლევს და ტვინს ურევს. მას შეუძლია მისი გული მწყობრიდან გამოიყვანოს, ხოლო სხეულს ის დამართოს, რაც სურს.

-არ ვიცოდი, ჭერზეც თუ იყო ამოსასვლელი. -ესმის ხმა და გვერდით იყურება, სადაც მისას ხედავს, რომელიც სხარტად მოძვრება ციცაბო სახურავზე და სწორ ადგილას ჯონგუკის გვერდით ჯდება.

-ბავშვობაში სულ აქ ვიჯექი ხოლმე..

-ლამაზი ხედის გამო?

-მაგიტომაც და კიდევ.. -მისას სახეს ერთი მიმართულებით სწევს და სახლისკენ ხელს იშვერს. -ეს თეჰიონის ძველი სახლია, რომელიც აქედან ხელის გულივით ჩანს. ის მუდამ ეზოში იყო და დრო ასე გაჰყავდა,
მე კი ვიჯექი წუთები, საათები და გამოშტერებული სახით შევყურებდი. მაშინ არ ვიცოდი რატომ მიჩქარდებოდა გული,
ან რატომ ვიყავი შეპყრობილი მისი სურვილით. მაშინ მხოლოდ ის ვიცოდი, რომ ეს მჭირდებოდა. სასიცოცხლოდ მჭირდებოდა..

მისას ეღიმება უმცროსი ძმის სიტყვებზე და ბიჭს მხარზე თავს აყრდნობს.

-მიყვარს შეყვარებული ხალხის მოსმენა. ეს იგივეა რომანი წაიკითხო და მან გული ისე შეგიძრას, როგორ მე მაშინ, როცა შენ ასე მესაუბრები თეჰიონზე. თქვენს შორის რაღაც სხივია გაბმული, მე მას ახლაც
ვხედავ. აი..-ხელს გულზე ადებს ბიჭს. -აქედან იწყება და იმ ტყეში მიდის სადაც თეჰიონია.
სხივის ბოლო თეჰიონის გულშია.

LostWhere stories live. Discover now