5

994 164 52
                                    

რატომ ტოვებენ ადამიანები ერთანეთს, თუ იციან, რომ ასე ვერ გაძლებენ.. 
რატომ მიდიან, თუ იციან, რომ ასე ყველაფერი ფერებს დაკარგავს
წამში ქრება ყველა მოგონება, ყველა ლამაზი წუთი და მხოლოდ სიცივე რჩება. სიცივე, რომელიც ამიერიდან შენი განუყოფელი ნაწილი ხდება
ის ქრება.. იკარგება. შენ კი რჩები ცარიელ ადგილას, ოცნებებს ჩახუტებული

                                  * * *

მოხუც ქალს სიცივე აღვიძებს და ფეხზე დგება. ქარი ამოვარდნილა და ამას წვიმაც მოჰყოლია.  სასწრაფოდ  თეჰიონის ოთახში შერბის, რადგან ბიჭს საბანი დააფაროს, მაგრამ როცა უმცროსი  იქ არ ხვდება, შეშინებულ ქალს ლამის კანკალი აუვარდეს. ამ შუა ღამისას სად უნდა წასულიყო?!
ფანჯარასთან მიდის და გარეთ იყურება, როცა თვალები უფართოვდება.
დაბალ ღობესთან, ერთ მხარეს თეჰიონი დგას, მეორე მხარეს კი ჯონგუკი და რაღაცაზე საუბრობენ. ღამის ხუთ საათზე.
ქალს ლამისაა თვალები ამოსცვივდეს, ისეთი გაოცებულია.
როდის მოასწრო ამ ორმა დაახლოვება? 

წვიმას ორივე ბიჭი დაუსველებია, ტანსაცმელი კანზე ეკრობოდათ. თეჰიონს ცემინება აუტყდა, რაზეც ჯონგუკმა წარბები შეკრა. 

-ახლა მაინც დამიჯერე და შიგნით შედი. გაცივდები. -დატუქსა ქერა. 

-მაგრამ, არ მინდა.. -ტუჩი გადმოაგდო უმცროსმა. -არ მინდა წასვლა. 

-ხვალ ხომ გნახავ, რატომ ჭირვეულობ. -გაეცინა ყავისფერთმიანს. 

-ოჰ, გგონია შენს გამო არ მივდივარ? -ხელები გადააჯვარედინა თეჰიონმა. 

-რა თქმა უნდა. -თვალი ჩაუკრა უფროსმა. 

-ძალიან ლამაზია.. -გარშემო მიმოიხედა. -თან წვიმს. მე კი, მიყვარს წვიმა. -დაასრულა ღიმილით. 

LostWhere stories live. Discover now