6

1K 161 37
                                    

ეზოში დაფენილი სარეცხი ნაზად ირხევა. ჯერ კიდევ სველ ტანისამოსს, წვეთები სცვივა და მწვანე ბალახს ეცემა, რომელიც მზისგან ბრწყინავს. სარეცხის წინ პატარა მაგიდა-სკამი დაუსკუპებიათ, რომელზეც
ქერათმიანი იჯდა და წიგნს ჩაჰკირკიტებდა.
გვერდით ცხელი, ხილის ჩაი ედგა და დროდადრო ორგანიზმში უშვებდა სითხეს. 
კიდევ კარგი ხის ჩრდილები იცავდა, თორემ ამ მზისგან დაწვაც კი იყო შესაძლებელი. 
წიგნს ისეთი ინტერესით ჩაჰყურებდა, თითქოს ამაზე მნიშვნელოვანი არაფერი ენახა. 
გუბეში იხვები დაცურავდნენ და თან ჭყიპინებდნენ, რაზეც ბიჭს ეღიმებოდა და ხანდახან მათკენ აპარებდა მზერას. არც კატები ავიწყდებოდა, რომლებსაც მზის გულზე ჩასძინებიათ და ნაზად იზმორებოდნენ. 

-თეჰიონ! -ისმის ძახილი და ბიჭიც მაშინვე თავს მაღლა სწევს. 

-რა ხდება, ბებო?! -გასძახის უკან და გასასვლელ კართან მდგომ ქალს გაჰყურებს. 

-მე ბაზარში მივდივარ. მალე დავბრუნდები.. -ხელი დაუქნია და უცებ გაუჩინარდა კარს იქით.

თეჰიონმა კითხვა განაგრძო და უკვე გაგრილებული სითხე მოსვა, როცა ნაბიჯების ხმა მოესმა.

ეგონა ისევ ჰარინი მობრუნდა, რადგან ქალს ყოველთვის ავიწყდებოდა ხოლმე სათვალე, რომელიც იმისთვის სჭირდებოდა, რომ ფასები კარგად დაენახა, ამიტომაც თავი არ შეიწუხა, უკან მიეხედა.

 
უცებ შეხტა, რადგან ყელზე სველი ტუჩები იგრძნო. შეცბუნებული შებრუნდა უკან და როცა ნაცნობ სახეს შეხედა, ლოყები საშინლად გაუწითდა. 

-შენ.. -ენა დაება და წიგნი დახურა. -რას აკეთებ? -იკითხა გაწითლებულმა. 

ჯონგუკი მეტად გახალისდა და ბიჭის პირდაპირ ჩამოჯდა. 

-შენ რას აკეთებ? -იკითხა და გარშემო მიმოიხედა. 

-კარგ ხასიათზე ხარ? -თვალები დააწვრილა ქერათმიანმა. 

-დიახ, ვარ. -თვალი ჩაუკრა და მაგიდაზე დადებული ვაშლატამა ჩაკბიჩა. 

LostWhere stories live. Discover now