სახალისო ფაქტები ექსოზე Pt.7

400 65 43
                                    


-კონცერტზე ლეის უნდა ეთქვა, რომ წევრები დაიღალნენ, ამის ნაცვლად კი თქვა წევრებმა ჩაიფსესო.


-როცა სეჰუნი ჯერ კიდევ სკოლაში დადიოდა, ექსოს ჰიონებმა მისი სკოლის უნიფორმა გარეცხეს, თუმცა გარეცხვის დროს შეცდომა დაუშვეს და სეჰუნს უნიფორმა დაუპატარავეს. 


-სუჰოს ფანები ეძახიან JunMen-ს (junmyeon + amen), რადგან, მათი თქმით, რეალურ ცხოვრებაში ბევრად უფრო სიმპათიურია.


-ჩენს საბავშვო ბაღში გოგო მოსწონდა, მაგრამ მას გრძნობებში ვერ გამოუტყდა და აბულინგებდა.


-ერთ-ერთ ინტერვიუში ლეიმ ექსოელებს უთხრა, რომ წითელი საცვლები ჩაეცვათ, რადგან ჩინური თქმულების მიხედვით წითელ საცვალს კარგი იღბალი მოაქვს.


-ექსოელის წლევანდელ დაბადების დღეზე ჩანიოლმა ინსტაგრამზე ვიდეო დადო, რომელშიც თითებით გულს აკეთებდა. მოგვიანებით ვიდეო წაშალა, ფრჩხილები დაიჭრა, ახალი ვიდეო გადაიღო და თავიდან დადო.


-ერთ-ერთ ფან შეხვედრაზე ფანმა, რომლის ბაიასიც ჩანიოლი იყო, ძალიან ბევრი საჩუქარი მიიტანა ჩანიოლისთვის. თუმცა რიგში პირველი სუჰო იყო, ფანმა კი მას ძალიან მცირე საჩუქარი მისცა. როცა გოგონამ ჩანიოლისკენ გადაინაცვლა სუჰომ ჰკითხა: ''მე მხოლოდ ეს მომეცი, ეგ ყველაფერი ვისთვისაა?" ფანი სუჰოსკენ შეტრიალდა, რომელიც ხელებ გადაჯვარედინებული, გამომცდელი ღიმილით უყურებდა. გოგონა იმდენად დაიბნა სათანადოდ ვერ უპასუხა და როცა ჩანიოლისგან ავტოგრაფს იღებდა ბაიასზე ვეღარ ფიქრობდა, რადგან სუჰოს გამო დაბნეული და გულაჩქარებული იყო. იმ დღის შემდეგ მისი ბაიასი სუჰო გახდა.



=========

დღეს 1 სექტემბერია და exo - just for fun-ის დაბადების დღეა.😊

არ მჟერა, რომ უკვე ერთი წელი გავიდა.

მადლობა ყველას, ვინც ამ დროის განმავლობაში თვალს ადევნებდით. მადლობა თქვენი თითოეული ვოუთისა და კომენტარისთვის.❣️❣️❣️

EXO - just for funWhere stories live. Discover now