სახალისო ფაქტები ექსოზე Pt.9

379 51 39
                                    


-სეჰუნმა სუჰოს დაურეკა,მის ოთახში შესვლა და სინათლის ჩაქრობა სთხოვა, რადგან თვითონ წამოწოლილი იყო და ადგომა ეზარებოდა.


-ექსოს წევრები ვერ იტანენ lucky one-ს.


-ერთხელ ქაიმ სანაძლეო წააგო და სავარჯიშო ოთახში სტრიპტიზი იცეკვა. ლუჰანმა მისი ცეკვა ვიდეოზე ჩაიწერა.


-აეროპორტში იშინმა დონატები დაინახა და თავის ბოქსის ინსტრუქტორს ჰკითხა შეიძლება მხოლოდ ერთი ვიყიდოვო? მაგრამ უარი მიიღო. იშინი არ დანებდა, ინსტრუქტორს მოატყუა საპირფარეშო მჭირდებაო და წავიდა და ჩუმად დონატი იყიდა.


-როცა ბიჭები თრეინები იყვნენ სეჰუნს ერთი გოგო მოსწონდა, რომელსაც შეყარებული ჰყავდა. შეყვარებული მოჩხუბარი იყო და სეჰუნს მისწერა და დაემუქრა. სეჰუნს შეეშინდა და ჩატში ჩანიოლი დაამატა. იმ ბიჭის სახელიც ჩანი იყო, ჩანიოლმა კი უთხრა ''მოდი ნუ მოვიქცევი ასე, ჩვენ ხომ ორივე ჩანი ვართ'', ბიჭმა ჩანიოლიც გალანძღა, რის შემდეგაც ჩანიოლსაც შეეშინდა და ჩატი დატოვა.


-ერთხელ სუჰომ ძმასთან იჩხუბა და სახლიდან წავიდა. ღამე საუნაში გაატარა, მეორე დღეს კი სახლში დაბრუნდა.


-ლეის ჰყავდა კატა, რომელსაც ერქვა კატა.


-ქაი ძალიან ბევრ თმის პროდუქტს იყენებს, ერთხელ ლუჰანს მის თმაში ხელი გაეჭედა და იძულებულები გახდნენ ქაისთვის თმა მოეჭრათ.


-ზოგჯერ ჩანიოლს ძილის დროს თვალები გახელილი რჩება და ბექჰიონი ახუჭინებს.


-სუჰოს მობილურში ყველა წევრის ნომერზე სახელის წინ უწერია "ჩემი". მაგალითად "ჩემი სეჰუნი"


-ქაი ერთ-ერთ ფანს დაპირდა, რომ მომავალში მასზე დაქორწინდებოდა. ფანი 4 წლის იყო.


-ერთხელ ბექჰიონმა ექსოს ჩათში თავისი ფოტო ჩააგდო, რომელშიც გოგოსავით ეცვა და ბიჭებს ჰკითხა თუ როგორ გამოიყურებოდა. მას არც ერთმა არ უპასუხა.


-როცა გაირკვა, რომ ჩენი იყო შემდეგი წევრი, რომელიც heart4u-ს გადაიღებდა, ვიფიქრეთ, რომ ჯარში მიდიოდა. სინამდვილეში კი ყველაფერი ასე იყო: მინსოკის heart4u-ს გადაღებების დასრულების შემდეგ ესემში წვეულება გამართეს. ჯონდემ კი იფიქრა, უფასო საჭმელს შევჭამო და ესემში მხოლოდ ამისთვის მივიდა. მისი გამოჩენის შემდეგ კი მოულოდნელად გადაწყვიტეს, რომ შემდეგი წევრი, რომელიც heart4u-ს გადაიღებდა, ჩენი იქნებოდა.


-იშინი ასტრალიაში ადგილობრივებმა გააფრთხილეს, რომ კენგურუსთან ფრთხილად ყოფილიყო, რადგან შეიძლებოდა მოულოდნელად დაერტყა. იშინმა კი უპასუხა: "არც კი ვიცნობ მაგ კენგურუს, რატომ უნდა დამარტყას?"


EXO - just for funजहाँ कहानियाँ रहती हैं। अभी खोजें