დისპაჩი უთვალთვალებს ექსოს

346 56 14
                                    


დისპაჩი უთვალთვალებს მინსოკს.

ბოსი: არის რამე სიახლე?

დისპაჩი: ის უკვე ერთი საათია ტელეფონზე რაღაცას აკეთებს.

ბოსი: რატომ?! ალბათ შეყვარებულს წერს.

დისპაჩი: არა, სერ. ინსტაგრამზე შესვლას ცდილობს, პაროლი დაავიწყდა...



დისპაჩი უთვალთვალებს ჯუნმიონს.

ბოსი: რამე სიახლეა სუჰოსგან?

დისპაჩი: მან გამომიჭირა და მითხრა აქეთ-იქით ნუ დავყები და სანაცვლოდ ინსტაგრამზე გავყვე. @kimjuncotton



დისპაჩი უთვალთვალებს იშინს.

ბოსი: რამე ახალია?

დისპაჩი: ის ჩემკენ მოდის, სერ.

იშინი: უკაცრავად.

დისპაჩი: დიახ? *თავს აჩვენებს თითქოს ჩვეულებრივი გამვლელია*

იშინი: ხომ არ იცით, ბექჰიონის ბებიის სახლი საით არის?



დისპაჩი უთვალთვალებს კიონსუს.

ბოსი: რამე სიახლეა?

დისპაჩი: დედაჩემს მასზე ქრაში აქვს. არ შემიძლია ამის გაკეთება, სერ.😓



დისპაჩი უთვალთვალებს ჩანიოლს.

ბოსი: არის რამე სიახლე?

დისპაჩი: ახლახან ფანჯრიდან ტელეფონი ისროლა, სერ.

ბოსი: რა?

დისპაჩი: როგორც ჩანს, კიდევ სეჰუნთან თამაში წააგო.



დისპაჩი უთვალთვალებს ჯონდეს.

ბოსი: რა სიახლეა?

დისპაჩი: არაფერი, ამერიკანოს წრუპვით ჩვენთან მოვიდა, hotpack-ები მოგვცა და გვითხრა კარგად იმუშავეთო.

(hotpack-ის შესატყვისი ქართულად რა არის ვერ გავიხსენე, თუ არის საერთოდ და თუ ვერ მიხვდით რა არის შოუთაიმში რომ დაურიგა ამ ანგელოზმა "მოჩვენებებს" ეგაა. )



დისპაჩი უთვალთვალებს ბექჰიონს.

ბოსი: არის სიახლე?

დისპაჩი: არ ვიცი, უკვე სამი კვირაა ოთახიდან არ გამოსულა, მაგრამ გამუდმებით რაღაც პიუ პიუ ხმები მესმის.



დისპაჩი უთვალთვალებს სეჰუნს.

ბოსი: რა ხდება ახალი?

დისპაჩი: არაფერი, სერ. ვივი ჯერ კიდევ არ უჯერებს მას.


EXO - just for funWhere stories live. Discover now