[1] თვალები ხედავენ, გული კი გრძნობს

2.4K 150 71
                                    









"ანუ არ გაინტერესებ?"

"არა. სვამ, ეწევი და ტატუები გაქვს, ასეთებს პოტენციურ მეორე ნახევრად არ განვიხილავ."

"მართლა?" ჩუმ, ბოხ სიცილს უშვებს და კიდევ ერთ ნაპასს არტყავს "შენი აზრით ამით შეგიძლია ადამიანის შეცნობა? მოწევა, სმა, ტატუები და უეცრად ცუდი ტიპი ვარ?"

"ასეა, ვწუხვარ, მაგრამ პარტნიორად შენს საპირისპიროს ვეძებ."

"შენი აზრით, ვინც არ სვამს ან არ ეწევა, ყველა კარგი ტიპია? ავაზაკების, სერიული მკვლელების, ეგოისტი ნაბიჭვრების და ავადმყოფურად ეჭვიანების უმრავლესობა სწორედ ასეთია."

მობეზრებით ვაშტერდები მის თაფლისფერ თვალებს, რომლებიც წვეულებიდან გამოსული ნათებების ქვეშ ბრწყინავენ და თავს ნელა ვაქნევ.
"არა მგონია"

"მაგრამ ასეა..  არასდროს იცი ადამიანი რას მალავს. შესაძლოა ყველა ზემოთ ჩამოთვლილთან შეხება არ ჰქონდეს, მაგრამ ფსიქოპათი იყოს და ცხოვრება, თავისუფლება და საკუთარი თავი წაგართვას."

"რატომ ცდილობ ფილოსოფოსობას?" უკვე დაღლილი ვეკითხები.

"არაფერს ვცდილობ" თავს აქნევს თუ არა, მისი ყავისფერი, ფაფუკი თმები აქეთ-იქით იწყებენ ფრენას "გინდა გითხრა რას ვაკეთებ თავისუფალ დროს?"

"არა, მადლობა."

"ზედმეტად ხარ სტერეოტიპებს აყოლილი," სიცილით აქნევს თავს, თუმცა ეს ხმა შეცოდებას უფრო გამოსახავს ვიდრე რაიმე ხუმრობას ან მსგავსს. "თავისუფალ დროს კლასიკას ვუსმენ, შოპენი მიყვარს, ბახიც, მაგრამ მოცარტი და ბეთჰოვენიც არანაკლებ, მეტადაც თუ არა. ხანდახან ვხატავ კიდეც, ვინსენტს ვაღმერთებ," კვლავ სიცილით აქნევს თავს და აღარ ვიცი იატაკამდე ჩამოვარდნილი ყბა როგორ გავასწორო "არც ფოტოების გადაღებაზე ვამბობ უარს, ფსიქოლოგიაც მიზიდავს და ბიოქიმიაც-"

"რამე არის, რაც არ მოგწონს?"

"რა თქმა უნდა! სპორტს და ცეკვას ვერ ვიტან. მაპატიე, მაგრამ ეს საჩემო არაა. თუმცა შენ კარგად გამოგდის, იქნებ შევიყვარო კიდევაც." მხრებს იჩეჩს, მერე კი კიდევ ერთ ნაპასს არტყავს და შორეულ ჩრდილებში ჩამალული ვარსკვლავების დანახვას ცდილობს. "ამის დედაც! ქალაქის ნათება სულ მთლად ფარავს ყველაფერს" თავისთვის იკურთხება, მაგრამ მაინც მესმის.

The book of wondersWhere stories live. Discover now