[2] ტკბილი დემონი

1K 101 33
                                    




ოჰ, ტკბილი, ტკბილი ჯიმინი..

მოციმციმე თვალები, ვარდისფერი, თვალისმომჭრელი თმები და იმავე ფერის დაბუშტული ტუჩები ჰქონდა. კანი გლუვი და მბზინვარე, გამოყვანილი თეძოები და წელი. ყველაფრით უნაკლო იყო, საოცრება. ერთი შეხედვით ანგელოზი გეგონებოდათ, უბიწო, უფრთო ანგელოზი.

ვინ წარმოიდგენდა? ვინ? მინ იუნგი ნამდვილად ვერა.

ალბათ ასე ძალიან რომ არ დატყვებებულიყო ბიჭით, მაშინვე გაიქცეოდა, წამითაც არ ჩაფიქრდებოდა, არ დააყოვნებდა.

მაგრამ რა ექნა, რომ ჭკუიდან იყო გადასული, ტკბილი პაკ ჯიმინის დასაკუთრების სურვილს დაეპატრონებინა მისი გონება.

ოჰ არა მეგობრებო, არ დაბრმავებულა მისით. განა სიყვარული მართლაც აბრმავებს? როგორ გეკადრებათ! მაგრამ სამაგიეროდ, ისე გწამლავს, ისე იტოტება მთელს სხეულში, რომ დაბრმავება აღარც კია საჭირო. ის რაღაც უარესს, უფრო საშიშს გიკეთებს.

ყველაფერზე წამსვლელს გხდის.

იქნებ სულ, სულ თავიდან დავიწყოთ? აი იმ დღიდან, ჯინსებში, მაიკასა და უბრალო ჟაკეტში გამოწყობილი პაკ ჯიმინი როგორ აღმოჩნდა სრულიად შემთხვევით დეტექტივი მინის მანქანის წინ?

რომ არა იუნგის სწრაფი ინსტიქტები, უმცროსი ალბათ იქვე დაასრულებდა სიცოცხლეს, რა ბედნიერებაა, რომ მხოლოდ ხელის მოტეხვას დასჯერდა ბედი.

"მაპატიეთ.. ჯანდაბა, ჯანდაბა! კარგად ხარ? ჰეი.."

იუნგი სწრაფად მირბის ბიჭთან, რომელიც უკვე ფეხზეა, მიწისკენაა დახრილი და ტკივილნარევი ოხვრით ცდილობს გზის გაგრძელებას. მაგრამ ვინ აცდის? დეტექტივის ხელი სწრაფად ეჭიდება მის მკლავს და ბიჭიც ტკივილისგან ყვირის.

"ჯანდაბა! მაპატიე.. აჰჰ.. ხელი.. ხელი მოგტყდა? კარგად არ გამოიყურება.."

წინ მდგომს სულ წამით უვლის სახეზე უცნობი ემოცია და მალევე დიდი, მანათობელი ღიმილით უღიმის ქერა დეტექტივს.

The book of wondersWhere stories live. Discover now