[5] ვარსკვლავების ქურდი

768 56 24
                                    



Jungkook pov.

"თვენ არ გესმით! ეს ხელოვნებაა!" მომაძახა განრისხებულმა. სახე სრულად აწითლებული ჰქონდა სიბრაზისგან და მისი გამოთლილი თითი დანგრეულ, უსუსურ, გაუბედურებულ შენობაზე მიუთითებდა.

"შეწყვიტე.. რას ხედავ აქ ისეთ საოცარს, რომ ეს უწოდო? ყველა ხელოვანს თუ ხელოვნების ნიმუშს შეურაცხყოფ ამით"

მის ბაგეებს ხმადაბალი შეცხადების ხმა მოსწყდათ, თვალები უცნაურად გაუდიდდა და პირი გაოცების ნიშნად დაფჩენოდა.

"ამას მართლა არ ამბობთ, ხომ ასეა?" იმედგაცრუებული ტონით ამოთქვა. გულზე მომხვდა, ვინანე კიდეც, მაგრამ უკან არ დავიხევდი. აი, ასეთი ჯიუტი ვიყავი.

ამიტომ ხელები გადავიჯვარედინე და უსინდისოდ მივაშტერდი.

"არ გესმით არა? ვერ ხედავთ არა?" თავი გააქნია, ხელი მომკიდა და შენობის წინ დამაყენა "ამას უყურებთ? ამ უსულო, გაუბედურებულ კედლებს ხედავთ? იქ ხალხი ცხოვრობდა. ხალხი თავიანთი ისტორიით, ემოციებით, გრძნობებით.. წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ რამდენ რამეს იტევს ეს დანგრეული ადგილი, წარმოდგენა მაინც თუ გაქვთ რამდენი რამ გამოიარა!"

მის ხმაში ავტორიტეტი იგრძნობოდა, რისხვა და ამავდროულად სითბო. ვერ აღვწერდი, მაგრამ სამაგიეროდ მისი მესმოდა. ვხვდებოდი რას გულისხმობდა, მაგრამ მხოლოდ იმიტომ, რომ ჯიუტი ვიყავი და შესაძლოა იმიტომაც, რომ მსურდა საუბარი გაეგრძელებინა, პატარა ბავშვივით გავაქნიე თავი.

თვალები დააწვრილა, ჩანდა ვერ დაეჯერებინა, რომ ასეთ უვიცს გადაეყარა გზად. ცხოვრებაში პირველად ვამაყობდი, რომ სხვის საქმეში ჩავყავი ცხვირი, უხილავ, დაუწერელ საზღვრებს გადავაბიჯე და სრულიად უცხო ადამიანს აგდებულად მივახალე რამდენი ხანი უნდა უყურო ამ ნანგრევებს მეთქი.

ჩანდა ბრაზობდა, მაგრამ არა ისე, ქუჩაში ცხვირაწეული და გაბღენძილი, ვითომ დიდი ადამიანები რომ გეკიდებიან და ზიზღით ავსებულ თვალებს განათებენ. არა, მისი თვალები უცნაური სითბოთი იყო სავსე, მსუბუქი ნოსტალგიით და მოალერსე ნათებებით სავსე. ნეტავ საიდან მოიტანა ეს ნათებები? ან როგორ ჩაამწყვდია საკუთარ ირისებში? როგორ არ გაურბოდნენ ისინი? რამდენი კითხვა მქონდა, ღმერთმანი..

You've reached the end of published parts.

⏰ Last updated: Mar 04, 2020 ⏰

Add this story to your Library to get notified about new parts!

The book of wondersWhere stories live. Discover now