[3] ჯოჯოხეთურად მძულხარ, ანუ მიყვარხარ

962 87 25
                                    



Taehyung's pov:

როგორ მძულდა.. როგორ ძლიერად მძულდა.

მთელი ჩემი არსებით, თითოეული მოლეკულით მძულდა და მზად ვიყავი ცათამბჯენის კიდესთან მდგარისთვის დაუფიქრებლად მეკრა ხელი და უსასრულობაში გამეგზავნა.

ყოველ შემთხვევაში, მე ასე ვფიქრობდი. უბრალოდ ასე ძლიერ და არანორმალურად მძულდა იგი.

ისე ლამაზად მძულდა, ისე უდრტვენელად, ისე უანგაროდ. უბრალოდ მძულდა.

ხანდახან სიყვარულსაც სჯობს სიძულვილი. ფარს სიყვარულს მაინც, ყოველ შემთხვევაში. აი, სიძულვილი არასდროსაა ფარსი, ოდესმე გაგიგიათ ფარსი, ყალბი სიძულვილი? არა! რადგან ის ყოველთვის რეალურია, ის ნამდვილია, პირდაპირია, დაუმალავი და   არარსებულად არსებული.

გესმის? სიყვარულს არასდროს შეუძლია, რომ ასეთი იყოს.

ნეტავ გცოდნოდათ რა ნეტარებით მძულდა.. მასაც ისევე ლამაზად ვძულდი, ამაში დარწმუნებულიც კი ვიყავი.

და ეს ზოგადად მახინჯი და შეუხედავი გრძნობა ისე გვხვევდა საკუთარ უტოპიურ მკლავებში.. გვეხვეოდა სარეველასავით, რომელსაც შიგადაშიგ სუნთქვის შემკვრელად სისხლისფერი ვარდებიც ერია.

მთელი ნეტარებით მძულდა. ნუთუ არ გჯერად? არ გჯერათ, რომ ლამაზად მძულდა და არა შეუხედავად და დაქსაქსულად? ოჰ, ნეტავ შეგძლებოდათ გეხილათ ჩვენი ეს საოცარი გრძნობა. ასე ძლიერ კაენსაც კი არ სძულებია აბელი..

არ იყო ეს ბავშვური თამაშები, არც რაიმეს ვმალავდით ერთმანეთისგან. გვძულდა ძლიერად და თავდავიწყებით.

ალბათ რომ შეგვძლებოდა, აუცილებლად გავისტუმრებით ერთურთს საიქიოს, მერე კი დაკარგულ სიძულვილს დავიტირებდით.

ამ საზარელი შეგრძნების გარეშე ცხოვრება ხომ უკვე აღარ შეგვეძლო.

ყველა ფიქრობდა, რომ ვხუმრობდით, ვთამაშობდით, ვიტყუებოდით..

The book of wondersWhere stories live. Discover now