11

1.2K 137 41
                                    

ოთახში სრული სიბნელეა ჩამოწოლილი, რომელსაც დროდადრო ფანჯრიდან შემოსული ელვის შუქი ანათებს, წვიმა გამეტებით ეხეთქება ფანჯრის რაფას და ღამეში გამეფებულ სიმშვიდეს არღვევს ჭექა-ქუხილთან ერთად.

ჯიმინი საწოლში ბორგავს, თითქოს რაღაც არ ასვენებს, თითქოს კოშმარს ხედავს. უეცრად ცაში მეხი ვარდება და ჯიმინი შეშლილი სახით ვარდება საწოლიდან, გული ხელით უჭირავს, შუბლზე ცივი ოფლი ასხამს და ღრმად სუნთქავს. გვერდით იხედება და როცა სიცარიელეს ხედავს გული ეკუმშება, მას კარგად ახსოვს მის თავთან მყოფი ჯონგუკი, რომელიც მის დამშვიდებას ცდილობდა ძილის წინ. წამიერად სახეზე ღიმილი ეფინება, თუმცა გარედან შემომავალი ამაზრზენი ხმები აფრთხობენ მის ფიქრებს. ფეხზე დგება და შუქის ჩამრთველს ეძებს და როცა პოულობს გაწბილებული რჩება, შუქი არ არის.

ჯიმინი უკვე ძალიან შეშინებულია, მას არ უყვარს სიბნელე, რადგან იმ ღამით სწორედ ისე ბნელოდა როგორც ახლა მის ოთახში ბნელა და სრულებით არ გრძნობს თავს დაცულად. კადრები თავისით ცოცხლდებიან გონებაში და ჯიმინის ლოყაზე პირველი ცრემლი გორდება. კედელზე ცურდება და საკუთარ ფეხებს მჭიდროდ ეხვევა, მთელი სხეული უცახცახებს, შიში იპყრობს. გონებადაბინდულს გვიან ახსენდება რომ ჯონგუკს მის გვერდით ოთახში სძინავს, სწრაფად ვარდება ფეხზე და ოთახიდან გადის.

კარის წინ დგას და ხელის კანკალით ფრთხილად აღებს ოთახის კარს, ხედავს როგორ უშფოთველად სძინავს თვით უნაკლოებას მის სახლში. უკვირს კიდეც როგორ შეიძლება ადამიანს ასე მშვიდად ეძინოს ასეთ თავზარდამცემ ამინდში.

წამით ავიწყდება თავისი შიში, აკვირდება ჯონგუკის მშვიდ სახეს, უსმენს რიტმულ სუნთქვას და თავადაც ჰყვება მას სუნთქვაში. თავს ასე იწყნარებს. სურვილი უჩნდება თითებით შეეხოს მის თმას რომელიც ასე ლამაზად აფენია მის შუბლზე, შეეხოს ლამაზად გამოყვანილ ცხვირს, წითელ ტუჩებს, ხალს ტუჩის ქვემოთ.

ანდროფობია ✅Where stories live. Discover now