13

1.1K 138 85
                                    

ჯონგუკი იძულებული გახდა სასწრაფოდ გამგზავრებულიყო საზღვარგარეთ რაღაც კომპანიის საკითხის მოსაგვარებლად. ის არც ისე თავისუფალი პიროვნებაა, როგორც ერთი შეხედვით ჩანს, პირიქით ის დილიდან საღამომდე საკუთარი კომპანიის კაბინეტში ზის და ფურცლებშია თავით ჩაფლული. მართავს მამისგან მიბარებულ კომპანიას, რომელიც კორეაში პირველ ადგილს იკავებს ღვინის იმპორტის და ექსპორტის მიმართულებით. ის მოლაპარაკებებს აწარმოებს სხვადასხვა ქვეყნის საწარმოებთან და მათგან ღვინოს ისყიდის, შემდეგ კი კორეაში ახდენს მათ რეალიზებას. როგორც ხედავთ ის მეტისმეტად დაკავებულია იმისთვის, რომ დრო უაზრო რაღაცეებზე დახარჯოს, თუმცა ფაქტია რომ მას ჯიმინისთვის დრო ყოველთვის აქვს. მას არ უნდოდა ასე მოულოდნელად გამგზავრება, ფიქრობდა რომ შეძლებდა ამ შეხვედრების გადატანას, მაგრამ ყველაფერი არც ისე მარტივი აღმოჩნდა როგორც ფიქრობდა. ის თითქმის ორი კვირაა რაც წავიდა და ჯიმინი ამ ორი კვირის მანძილზე სახლიდან არ გასულა. თავს ისევ მარტოსულად გრძნობს, ჯონგუკის ნახვამდე წამებს ითვლის, ხვდება რომ მის გარეშე უკვე სუნთქვა უჭირს. ენატრება ის პირველი კოცნა რომელიც ჯონგუკთან გაიზიარა, ახლაც კი გრძნობს მაშინ განცდილ თითოეულ გრძნობას, ახლაც ახსოვს ჯონგუკის ტუჩების გემო და მისი დამატყვევებელი სურნელი, რომლის შეგრძნება ახლა სიკვდილამდე უნდა. ჯიმინი თავის თავს უტყდება რომ შეყვარებულია. შეყვარებულია ადამიანზე, რომელიც გახდა მიზეზი მისი ცხოვრების შეცვლისა და უკეთესობისკენ სწრაფვისა. ჯიმინი შიშობს, რომ ჯონგუკი იგივეთი არ უპასუხებს და მას მოუწევს იმედგაცრუების, ტკივილის, ცალმხრივი სიყვარულის განცდა.

ჯონგუკს ამ ორი კვირის განმავლობაში არცერთხელ უგრძნობინებია ჯიმინისთვის ის რომ მისთვის არ ეცალა. მათი დიალოგი იწყებოდა დილით "დილამშვიდობისათი" და სრულდებოდა ღამით "ტკბილი ძილის" სურვებით.

ანდროფობია ✅Where stories live. Discover now