15

1.2K 146 79
                                    

დღეს როგორი კარგი ამინდია არა? გულს მითბობს, ჩემს გაყინულ სხეულს ალღვობს ოქროსფერი მზის სხივები. აივანზე ვზივარ და მათი შეხებით ვტკბები. ცოტა ცივა მაგრამ მზის სხივები იმდენად ღრმად აღწევენ ჩემში, სიცივის შეგრძნება უკვალოდ ქრება. მინდა ჩემს ცხოვრებაში მუდამ ანათებდნენ მზის სხივები, რომ სიცივემ არ მომკლას.
დღეს გადავწყვიტე ჩემი განვლილი ცხოვრება მთლიანად მიმომეხილა თქვენთან ერთად.
დასაწყისში ვიტყვი რომ ბედნიერი ბავშვი ვიყავი, ისევე როგორც ყველა პატარა. ასაკის მატებასთან ერთად კი თავი იჩინა უამრავმა პრობლემამ და მეც დავიწყე წყალწაღებულივით ხავსზე მოჭიდება, რომ როგორმე თავი გადამერჩინა. როგორც იცით მომიწია უმძიმესი პერიოდის გადატანა, ოჯახის დაკარგვა, გაუპატიურება და ბავშვთა სახლში ცხოვრება. ეს უმძიმესი პერიოდი იყო და როცა ამას ვიხსენებ არ შემიძლია უემოციოდ ვიჯდე. არ ვიცი რამდენად სწორია რომ ამაზე ისევ ვსაუბრობ, უბრალოდ ეს ამბავი დღესაც მიშლის ხელს იმაში რომ ბედნიერი ვიყო, არ ვიცი რა გავაკეთო, როგორ აღვუდგე წინ ამ შიშს. აღარ მინდა მეშინოდეს, მაგრამ ვერაფერს ვახერხებ. იქნებ მირჩიოთ რამე, მჭირდება მხარში დამიდგეთ და მითხრათ რამე ისეთი, რაც ძალას მომცემს.
დღეს ჩემი ცხოვრება ბევრად უკეთესი გახდა და ამისთვის ყველას მადლობას გიხდით, არაერთხელ მითქვამს, რომ თქვენ მე ძალა მომეცით, ახლაც გთხოვთ რომ მომცეთ იმედი, იმედი იმისა რომ ეს ჭრილობა გაივლის და დაღი არ დამრჩება. შიგნიდან მჭამს ჩემი უსუსურობა, აღარ მინდა, უბრალოდ აღარ მინდა, მომბეზრდა. ბედნიერება მინდა, მშვიდად სუნთქვა მინდა, მინდა დავტკბე თითოეული წამით ისე რომ მან თავი არ შემახსენოს. დავიღალე! ვხვდები რომ ამით გარშემო მყოფებსაც ვანერვიულებ და მე ეს ძალიან მტკენს, იმაზე მეტად ვიდრე მაშინ მეტკინა.
მორჩა ამ თემას თქვენთან სამუდამოდ ვხურავ, ეს დღე იქნება უკანასკნელი, როცა მე ჩემს ტკივილზე თქვენთან ვსაუბრობ. ამიერიდან ყოველთვის კარგს მოგიყვებით, თუნდაც ტკივილი შიგნიდან მჭამდეს მაინც გავიღიმებ, მაინც ვიტყვი რომ ყველაფერი გაივლის, ვიტყვი რომ მომავალი უკეთესი იქნება თუ მე მოვინდომებ. ეს ასეა, მე ვიბრძოლებ რომ მოვიშუშო წარსულის იარები. მორჩა ამ თემას აქ დაესვა წერტილი.
ახლა კი უფრო სახალისო თემას შევეხოთ. იმას თუ რა ხდება ახლა ჩემს ცხოვრებაში :) გეტყვით იმას რომ ჩემი ცხოვრება ახლა თავდაყირა დგას, მაგრამ კარგი გაგებით :) ალბათ უკვე ყველამ იცით ჯონგუკის არსებობის შესახებ, ადამიანის რომელმაც ჩემს ტკივილიან სახეს ღიმილი დაუბრუნა. არ ვიცი მეყოფა თუ არა მთელი ცხოვრება იმისთვის რომ მადლობები ვუხადო. მისი გამოჩენა ჩემს ცხოვრებაში უდაბნოში ნაპოვნ წყალს გავს.
ვიცი გაინტერესებთ როგორ გამოვიყურებით ერთად, გადავწყვიტე თქვენი ცნობისმოყვარეობა დამეკმაყოფილებინა, ამიტომ ჩვენ თქვენთვის სელკა გადავიღეთ, რომელსაც ბლოგის ბოლოს ნახავთ :) ძალიან მაინტერესებს თითოეული თქვენგანის რეაქცია, მაინტერესებს რას ფიქრობთ ჩვენზე. ვიცი რომ ბევრისთვის მიუღებელია ჩვენნაირი ადამიანები, მაგრამ ის ავიწყდებათ რომ ჩვენც ღმერთმა შეგვქმნა, სწორედ ასეთებად და არავის აქვს უფლება მის შემოქმედებაში ჩაერიოს, მე ასე ვფიქრობ :)
ახლა კი დაგემშვიდობებით, ბედნიერ და წარმტებულ დღეს გისურვებთ :)

ანდროფობია ✅Where stories live. Discover now