16

1.1K 135 60
                                    

ჯიმინი მთელი ღამე საწოლში წრიალებს, შფოთავს ეს კი იმის გამო, რომ თავს არ გრძნობს კარგად. ხან ცივა ხანაც ცხელა, შუბლზე ცივი ოფლი ასხამს და მთელი სხეული უცახცახებს.

ღამე უსასრულოდ იწელება, ჯიმინს კი იმის ძალაც არ შესწევს რომ ფეხზე წამოდგეს და თავს როგორმე უშველოს.

როგორც კი ღამის სიბნელეს დილის ნათება ანაცვლებს ჯიმინიც იღვიძებს. როგორც ჩანს მცირე დროით ძილმა მას ცოტა ენერგია დაუგროვა. საწოლიდან ძვრება და ბარბაცით მიდის სამზარეულოში, თავბრუ ეხვევა და ლოყები საშინლად უხურს.

გაჭირვებით იმზადებს ჩაის და ისევ საძინებელში ბრუნდება, პლედში ეხვევა და სავარძელში იკუნტება, ხელებში ცხელი ჩაის ჭიქა აქვს მოქცეული და უმადოდ, ძალდატანებით სვამს რომ მდგომარეობა შეიმსუბუქოს

უძილობისგან თვალები სულ დასიებული და ჩაწითლებული აქვს, ლოყები კი წითელ ვაშლს მიუგავს.

მაგიდიდან ლეპტოპს იღებს, მუხლებზე იდებს და წერას იწყებს.

დღეს ძალიან ადრე მოვედი, ეს იმიტომ რომ ვერ დავიძინე და მჭირდება როგორმე ყურადღება სხვა რამეზე გადავიტანო.
პატარა საყვარელ რჩევას მოგცემთ, ნუ იქნებით ზედმეტად რომანტიკულები, თორემ ამან შესაძლოა თქვენ ჯანმრთელობაზე იქონიოს გავლენა.
ალბათ ცოტა დაიბენით, აგიხსნით საქმე რაშიცაა.
არასდროს სცადოთ წვიმაში გარეთ გასვლა და გიჟივით ტრიალი, მითუმეტეს მაშინ თუ თქვენი იმუნიტეტი ძალიან სუსტია. მე ახლა ძალიან სუსტად ვარ, სიცხისგან ვიწვი და ეს ჩემი რომანტიული განწყობის ბრალია :) თუმცა არ ვნანობ იმას რაც გავაკეთე, ეს ძალიან სახალისო და სასიამოვნო იყო :)
ალბათ ფიქრობთ რომ მაღალი ტემპერატურის გამო ვბოდავ :) შეიძლება ასეცაა, ან არა :)
ბევრს აღარ მივედ-მოვედები რადგან ამის არც თავი მაქვს და არც განწყობა. მაპატიეთ ჩემი უხასიათობა, იმედია მალე უკეთეს მდგომარეობაში დაგიბრუნდებით :)

ანდროფობია ✅Where stories live. Discover now