PART 1:KIM TAEHYUNG

1.8K 69 4
                                    

როგორც ყოველთვის დილით ნამჯუნის ხმა მაღვიძებს რომელიც მთელ საცხოვრებელში ვრცელდება ექოს სახით,ვდგები, საბააზანოში შევდივარ და სარკეში ვიყურები,კიმ თეჰიონი, აიდოლი რომელიც ხალხის აზრით უმშვენიერესი,უნიჭიერესი და უდარდელია მაგრამ,ვინ იცის რა ხდება ამ მშვენიერების მიღმა,ალბათ  მხოლოდ ერთეულებმა იციან, ყველაფერი ჩვეულებრივად იქნებოდა რომ არა ერთი "მაგრამ",საშინელი რაღაცეები მაწუხებს ღამე, ყოველ თვე მესიზმრება სხვადასხვა გოგონა რომლის სიცოცხლესაც ერთი თვის მანძილზე ვადევნებ თვალ-ყურს და ყველა მათგანი ჩემი ფანია დამიჯერეთ საშინელი სანახაობაა ეს ყველაფერი როცა ხედავ თუ რეებს აღარ შვებიან იმისთვის რომ ჩვენზე რამე შეიტყონ

-თეჰიონნნ ნახევარი საათია სააბაზანოში ხარ ჩვენც გვინდაა
-გამოვდივარ ჰო!
ოჰ ეს მაკნე არაფერს არ გაცდის ადამიანს,საპირფარეშოდან გამოვედი და ჩასაცმელად წავედი შავი კლასიკური შარვალი, თეთრი ზედა,მანტო,მთვარი შტრიხი ბერეტი და პირბადე,შემდგომ ქვემოთ ჩავედით და ბიჭებს ვუთხარი რომ დღეს ფეხით წამოვიდოდი და აი სეულის ქუჩებში მივაბიჯებ ზოგ ხალხს სამსახურში ეჩქარება, ზოგიც შვილს ექაჩება სკოლაში და ამ ყველაფერს მხოლოდ მოწითალო ფერის ფოთლები ალამაზებს რომლებიც სწყდებიან მშობლიურ დედას და ფარფატით ეცემიან ცივ მიწას შემდგომ კი რომელიმე გამვლელის ფეხსაცმლის მსხვერპლი ხდებიან,ადამიანებს კი ეს სიამოვნებთ, უფრო სწორად მათი ხრაშუნის ხმა რომელიც ახლა ჩემი ფეხების მოძრაობიდან წარმოიქმნა.გაჩერებას მივუახლოვდი პირბადე გავისწორე და იქეთ აქეთ მიმოვიხედე სულ 5 ადამიანი დგას და მათთან ერთად მეც ველოდები ავტობუს,აქედან 3 ადამიანი ყურსასმენების საშუალებით მუსიკას უსმენს მეოთხე ბევრად მოხუცებულია და წყევლის ავტობუსის მძღოლს დაგვიანებისთვის, მეხუთე კი სრულიად მოწყვეტილია ამ სამყაროს ყურსასმენები და წიგნი ამ სამყაროს ავიწყებენ რაც მის ასაკში კარგია, დაახლოებით 17 წლის იქნება. სანამ ამ გოგოს ვაკვირდებოდი ავტობუსიც მოვიდა და მასში ფეხაკრეფით ავედით, საინტერესოა რამდენ ადამიანს აცილებს ამ მძღოლის მზერა სამსახურში ან თუნდაც სკოლაში? აი ის გოგონა შემდეგ გაჩერებაზე ჩავიდა და მძღოლს თბილი ღიმილით და მწვანე თვალებით რომლებიც შუქის დაცემისას ნაცრისფერ ელფერს იძენენ დაემშვიდობა და სკოლისაკენ წავიდა მალე ჩემი ცასვლის დროცაა ავტობუსში ხალხი ნელ ნელა იმატებდა და ჩემს გაჩერებაზეც ბლომად ხალხი ავიდა ტრანსპირტში, მე კი ხალხში გავერიე,ბიგჰიტის შესასვლეს მივუახლივდი და სამუშაოს რომელიც ასე მღლიდა და ასე ძალიან მიზიდავდა საკუთარი თავი მივანდე აიდოლის ცხოვრება მოვირგე და კიმ თეჰიონისგან ბითიესის ვიდ გარდავიქმენი.დარბაზში ავედი გამოვიცვალე და სავარჯიშო ოთხში ჩავირბინე

-ოოო თეჰიონი მოსულა _თქვა ჯეიქეიმ
-ვინმემ ხომ არ შეგამჩნია? ძაან დაიგვიან_მითხრა ჯიმინმა და ვარჯიში შეწყვიტა
-აჰჰ არა უბრალოდ მოვსეირნობდი_ვთქვი და ვარჯიშს შევუდექი,2 საათიანი დამღლელი ვარჯიშის შემდეგ როგორც იქნა ბიჭებთან ერთად წავედი საჭმელად

-თეჰიონაა სიზმრებზე რას იტყვი?კიდევ გესიზმრება?_თქვა ჯიმინმა.
-ბოლო დროს არაფერი  მესიზმრება.
-კიდევ კარგი თორემ მეგონა უკვე ყლ*ვდებოდი_თქვა თავისებურად შუგა ჰიონმა.
-ჰა ჰა ჰა საღოლ ჰიონ.

პატარა გარჩევების შემდეგ ოთახებში დავიშალეთ, იმდენად დაღლილი ვიყავი რომ თანის გასეირნების თავიც კი არ მქონდა ბოდიშის მიზნით ძაღლს თავზე ხელი გადავუსვი და შემდეგ დასაძინებლად წავედი

*სიზმარი*

-ბოდიშით დაგვიანებისთის მეტჯერ აღარ განმეორდება!
-ამჯერად რა მიზეზი გაქვს?
-მაპატიეთ ჩემი ძმა გამოვიყვანე ბაღიდან და დრო ვერ გავთალე.
-ბოლო და უკანასკნელი იყოს შემდეგში კლასის მაგივრად დირესქტორის კაბინეტში მოგიწევს ჯდომა.
-დიახ გასაგებია.
თავის ადგილისაკენ წავიდა და როდესად დაჯდა ჩემსკენ  შემოტრიალდა თითქოს იგრძნო ჩემი იქ ყოფნა და უცბად გამომეღვიძა ცივი ოფლი მასხავდა და ფაქტიურად მთელი მაისური სველი მქონდა ხმაურზე კარი ჯიმინმა შემოაღო.
-თეჰიონ ყველაფერი რიგზეა?_ჯიმინი შეშინებული სახით მოვიდა და საწოლზე ჩამოჯდა.
-ვიღაც ახალი დამესიზმრა მაგრამ ყველაზე განსხვავებულად,თითქოს და იგრძნო რომ ვუყურებდი და ჩემსკენ შემოიხედა,მაგრამ მისი სახე ვერ დავინახე,თითქოს და სიზმარმა გადმომაგდო ისევ რეალობაში.
-იქნებ ფსიქოლოგთან წავსულიყავით..იქნებ კი არა ხვალ წავალთ მე და შენ,ახლა დაიძინე და ეცადე არ იფიქრო ამაზე.
-დღეს ჩემთან დაწექი გთხოვ...
ჯიმინმა თბილად გამიღიმა და უსიტყვოდ დამიწვა გვერდით.

Girl From a Dream✅Where stories live. Discover now