Part 25

396 33 1
                                    

დილით როცა გამომეღვიძა მე ალექსი და თეჰიონი სამივენი ჩემს საწოლში ვიწექით,სერიოზულად ამ ბიჭს ევასება ჩემი ერთი ოთახიდან მეორეში თრევა.

სამზარეულოში ჩავედი და შაბათის საუზმე მოვამზადე,ასევე წინა დღით მოწყობილი აურზაურიც მივალაგე, ამ დროისთვის თეჰიონსაც გაუღვიძია,
სამზარეულოში შევედი და სუფრის გაწყობა დავიწყე ისე რომ თეჰიონი ვერც კი შევამჩნიე
-დილა მშვიდობის_წარმოთქვა მან და თან გაიზმორა
-ღმერთო გული!! იდიოტი ხარ?!შეიძლება ასე შეშინება?
-დავიჯერო ვერ დამინახე რო შემოვჯლაგუნდი?
-იქნებ ვერ დაგინახე!!
-მაშინ ბოდიში
-ალექს ძინავს ისევ?
-არა გამოეღვიძა ცოტას ვიწვები და ჩამოვალო
-კარგი,წვენს დალევ ხო?
-კი,მგონი პირველად ვჭამ ხომ შენს გაკეთებულს საჭმელს?
-ალბათ
-არ მოვკვდები?
-ალექსი 3 წლიდან ჩემს გაკეთებულ საჭმელს ჭამს ამიტომაც არა,იცოცხლებ.
-კარგი მაშინ მზად ვარ!
ალექსი:აი მეც მოვედი!!
-დილა მშვიდობის პატარავ! ხელები დაიბანე?
-კი აგერ_ალექსმა მისი წკრიალა ხელები დამანახა და გამიღიმა,საუზმეს შევუდექით
-ივი რატომ გაუშვი?
-ასე იყო საჭირო,ძალიან ბევრს იღებს საკუთარ თავზე და ზღვარი არსებობს რომელიც უკვე გადალახა და მეც ამომასხა
-გუშინ როცა ჩაგეძინათ მოვიდა.
-მერე?
-ტანისამოსი წაიღო
-რა ვუყო? მისი ნებაა საკმარისი მოვითმინე ბოლოს და ბოლოს ჯიმინი გავაცანი და ამის მადლიერიც არაა!
-საჩხუბრად არ მითქვამს უბრალოდ რომ გცოდნოდა
-ჰუჰ,ალექს როცა მორჩები ჩავიცვათ და წავიდეთ.
-სად?
-გაიხსენე დღეს რა დღეა აბა...
-ჰმმ 13 იანვარი...ოოო...
თე:რა მოხდა რატომ ჩამოგტირით სახეები?
-მშობლები.._თითქმის ჩურჩულით ვთქვი და თეჰიონიც მაშინვე ჩადგა ჩვენს მდგომარეობაში
-შეიძლება მეც რომ...
-არა,არ მინდა რომ თავი საკუთარი პრობლემებით გამოგიტენო
-კარგი,დიდი მადლობა საუზმისთვის და ჩემი წასვლის დროა..
ალექსი:ასე მალე? დარჩი ცოტა ხანი
-საქმეები მაქვს პატარავ_თეჰიონმა ალექს შუბლზე აკოცა და შემოსასვლელში გავიდა
-მადლობა გუშინდელისთვის..
-რის მადლობა,კარგი ნახვამდის და ივის დაელაპარაკე
-კარგი
თეჰიონი გავაცილე და ზემოთ ავედი ტანისამოსის მოსამზადებლად,შავი კლასიკური კაბა,შავი ფეხსაცმელი, ყველაფერი შავი,ეს ფერი ძალიან მიყვარდა მანამ სანამ მისი ჩაცმა არ მომიწია გარკვეული დრო,მაშინ ყველა და ყველანაირი ფერი მეზიზღებოდა შავი განსაკუთრებით, ჩემი ცხოვრებაც ხომ ზუსტად ამ ფერით შეიღება მხოლოდ ალაგ ალაგ ალექსი თუ უმატებდა ფერებს...

Girl From a Dream✅Where stories live. Discover now